გაერთიანებული სამინისტროების ახალი სახელწოდებები უკვე ცნობილია

გაერთიანებული სამინისტროების ახალი სახელწოდებები უკვე ცნობილია

access_time2018-06-28 15:00:59

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, დღეს საქართველოს პარლამენტს მთავრობის სტუქტურული ცვლილებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. როგორც მიქელაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, პაკეტი საკმაოდ მოცულობითია და მასში 150–მდე კანონი არის გაერთიანებული.


საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება და ორშაბათიდან დაიწყება მასზე მუშაობა. ნათია მიქელაძის თქმით, დამატებით ცვლილებებს, გარდა იმისა, რაც იქნა გაცხადებული, არ უნდა ველოდოთ. მან ასევე ისაუბრა გაერთიანებული სამინისტროების სახელწოდებებზე.


სასჯელაღსრულების სამინისტრო გაერთიანდება იუსტიციის სამინისტროსთან და სახელწოდება იუსტიციის სამინისტრო დარჩება უცვლელი. დევნილთა სამინისტრო ერთიანდება შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამინისტროში და სახელწოდება იქნება - ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლების სამინისტროს უერთდება სპორტისა და კულტურის სამინისტრო და შესაბამისად, სახელწოდება იქნება - განათლების, სპორტისა და კულტურის სამინისტრო. სახელწოდებებთან დაკავშირებით განხილვები იქნება პარლამენტში და არ არის გამორიცხული, ახალი სახელწოდება ჩამოყალიბდეს“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.


მისი თქმით, ცვლილების თვითმიზანს არ წარმოადგენს თანამშრომელთა გათავისუფლება და ყველა პროფესიონალი შეინარჩუნებს სამსახურს. რაც შეეხება ხარჯების დაზოგვას, ნათია მიქელაძის თქმით, ყველა დონეზე იგეგემება ადმინისტრაციული ხარჯის ოპტიმიზაცია.




„მმართველობით ხარჯებში იგულისხმება აღამსრულებელი ხელისუფლების ბიუროკრატიულ ნაწილი ყველა მიმართულებით, რომელიც აღამსრულებელ ხელისუფლებას გააჩნია მცირე მთავრობის კონცეფციის ფარგლებში, ხარჯების შემცირებას და ოპტიმიზაციას და ეს მხოლოდ გაერთიანებულ სამინისტორებს და ცვლილებებს არ ეხება, ეს ყველა დონეზე გაგრძელდება, დაწყებული სამინისტროების გაერთიანებით, დასრულებული ე.წ. შავი ჯიპების შესყიდვის თემით“, - განაცხადა ნათია მიქელაძემ.


BPN.GE







LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება

LEFIGARO: გლობალურ პოლიტიკაში საზღვრების მნიშვნელობა ბრუნდება
access_time2021-04-10 20:00:49
ბოლო 5 წლის მანძილზე ქვეყნებს შორის საზღვრების გახსნილობამ 3 მძიმე დარტყმა მიიღო - ტერორიზმი, მიგრანტები და პანდემია.ამ სამმაგმა შოკმა ის მოიტანა, რომ განვითარებული ქვეყნების მრავალწლიანი მცდელობები საზღვრები ფაქტიურად წაეშალათ, აშკარად ჩავარდა - ფაქტი კი ისაა, რომ საზღვრები არსად არ გამქრალა, და მათ კონტროლი სჭირდებათ.ცივი ომის დასრულებიდან 30 წლის შემდეგ, ჩვენ მორიგი ციკლის დასასრულის მოწმეები ვართ -...

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი

Daily Express: ევროკავშირში განხეთქილების 5 მთავარი ფაქტორი
access_time2021-04-10 18:05:44
ევროკავშირის ლიდერთა სოლიდარობა და ერთიანობა პანდემიის მთელი პერიოდის მანძილზე დიდი გამოცდის წინაშე დგას, რაც ნათლად ადასტურებს, რამდენად სუსტი და არამყარია ეს გაერთიანება.თანაც კორონავირუსი ერთადერთი მიზეზი არაა, რომლის გამოც ევროკავშირის ერთიანობა კითხვის ქვეშ დგას. ევროპის ქვეყნების ლიდერები შესაძლოა ერთმანეთს შეეჯახონ რამდენიმე საკითხის გამო, რომელმაც მათ შორის უთანხმოება უკვე წარმოქმნა.საკვანძო პრობლემებია - კონსენსუსის არარსებობა...

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება

4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება
access_time2021-04-09 20:11:02
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო დამსაქმებლებს თანამშრომელთა დისტანციურ სამუშაო რეჟიმში გადაყვანის რეკომენდაციით მიმართავს, 4-11 მაისი კი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება, - აღნიშნული გადაწყვეტილებები უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღეს ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე...

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate

ჩინეთი საკუთარ ეკონომიკას თავად აზარალებს - Project-syndicate
access_time2021-04-09 20:30:09
      2021 წლის მარტში ჩინეთის ხელმძღვანელობამ ქვეყნის განვითარების 14-წლიანი გეგმა ოფიციალურად დაამტკიცა, რომლის ძირითადი არსია შიდა მოხმარების სტიმულირება და ტექნოლოგიური დამოუკიდებლობის მიღწევა.თუმცა, ამ დოკუმენტზე ჯერ მელანი არ გამშრალა და პეკინი თავისივე სტრატეგიას თავად არღვევს იმით, რომ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობებს იფუჭებს.კერძოდ, ჩინეთი რამდენიმე ბრიტანელი და კანადელი პოლიტიკოსის, ასევე...

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა

აშშ-მ “ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცა
access_time2021-04-09 19:00:28
აშშ-ს იუსტიციის სამინისტრომ როგორც მინიმუმ სანქციების 2 პაკეტი - „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს და მისი ოპერატორი-კომპანიის გენერალური დირექტორის მატიას ვარინგის წინააღმდეგ - დაამტკიცა - იტყობინება საიტი Politico.თუმცა, ეს შეზღუდვები ჯერ ძალაში არ შესულა და ამ დროისთვის თეთრი სახლი კონსულტაციებს აწარმოებს ახალი სპეცწარმომადგენლის დანიშვნის თაობაზე - სწორედ მას მოუწევს რუსული გაზსადენის წინაამღდეგ საერთაშორისო ძალისხმევის...


მსგავსი სიახლეები

up