გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ახალი პროექტის „UK-Georgian Trade Hub“ პრეზენტაცია გაიმართა

გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ახალი პროექტის „UK-Georgian Trade Hub“ პრეზენტაცია გაიმართა

access_time2020-09-15 21:30:17

15 სექტემბერს გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში გაიმართა ახალი პროექტის „UK-Georgian Trade Hub“ პრეზენტაცია, რომელსაც მრგვალი მაგიდის დისკუსია და ონლაინ ვებინარი მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



„UK-Georgian Trade Hub“ პირველი პროექტია, რომელიც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, ერთდროულად უზრუნველყოფს ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ საკითხებს და შესაბამისად, გაუმარტივებს კერძო კომპანიებს და მეწარმეებს თავიანთი პროდუქციის რეალიზებას ადგილობრივ ბაზარზე.



ღონისძიების ფარგლებში, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩმა სოფიო ქაცარავამ საელჩოში უმასპინძლა „UK-Georgian Trade Hub“-ის დამფუძნებლებს და პროექტის მთავარი მხარდამჭერის - ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატის წარმომადგენლებს. სტუმრები საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარში ჩაერთნენ და ისაუბრეს პროექტის მნიშვნელობაზე.



კერძოდ, ყურადღება გამახვილდა „UK-Georgian Trade Hub“-ის უნიკალურობაზე და მნიშვნელოვან პოტენციალზე, საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ტვირთბრუნვის გაზრდის ხელშეწყობის კონტექსტში. პროექტის დამფუძნებლების მოლოდინით, მათი მომსახურება განსაკუთრებულად მიმზიდველი იქნება ბრიტანული ბაზრით დაინტერესებული ქართველი მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის, რომლებიც აქამდე სხვადასხვა სირთულის გამო, ვერ ახერხებდნენ ბრიტანულ ბაზარზე თავის დამკვიდრებას.




„UK-Georgian Trade Hub“ ყველა დაინტერესებულ კომპანიებს გაუწევს ლოგისტიკურ და ადმინისტრაციულ მომსახურებას, დაეხმარება თავიანთი პროდუქციის გაერთიანებულ სამეფოში ჩამოტანაში, განბაჟებასა და ქ. ლონდონში დასაწყობებაში, რაც გაუმარტივებს სადისტრიბუციო ქსელებთან კავშირების დამყარებას და ჩამოტანილი პროდუქციის შემდგომ რეალიზებას. „UK-Georgian Trade Hub“-ის დამფუძნებლის განცხადებით, პროექტი უნიკალურია, ვინაიდან იგი საშუალებას აძლევს კომპანიებს მთლიანი კონტეინერის დაქირავების ნაცვლად, გააგზავნონ სულ მცირე ერთი ევროპალეტის ზომის ტვირთი, რაც გასაყიდი საქონლის ფასის კონკურენტუნარიანობასაც უზრუნველყოფს.



ვებინარზე საუბრისას, ელჩმა სოფიო ქაცარავამ აღნიშნა, რომ სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერება ორი ქვეყნის საერთო პრიორიტეტს წარმოადგენს. ხაზი გაესვა, რომ გასული და მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით, გაერთიანებული სამეფო საქართველოს მთავარი ინვესტორია. „საინვესტიციო ურთიერთობების პარალელურად, მნიშვნელოვანია კომერციული კავშირების გააქტიურება და ხელშეწყობა. 2019 წლის ოქტომბერში გაფორმებული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება და მისი თავისუფალი ვაჭრობის კომპონენტი, რომელიც მომავალი წლის იანვარში შევა ძალაში, ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისთვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ძალზედ დროულია „UK-Georgian Trade Hub“-ის ჩამოყალიბება და ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ორმხრივ ვაჭრობას და გაადვილებს ბრიტანულ ბაზარზე ქართული პროდუქციის წარმოჩენას.“ - აღნიშნა ელჩმა სოფიო ქაცარავამ.



გამოითქვა მზადყოფნა, საელჩომ მხარდაჭერა აღმოუჩინოს პროექტის დამფუძნებლებს, ყველა შესაძლო დაინტერესებული მხარისთვის ინფორმაციის მაქსიმალურად გავრცელებაში. ამ კონტექსტში აღინიშნა, რომ უახლოეს მომავალში შედგება პროექტის პრეზენტაცია თბილისში, რომელსაც საელჩოს ხელშეწყობით, საორგანიზაციო მხარდაჭერას აღმოუჩენენ სააგენტო აწარმო საქართველოში და საქართველოს ინფორმაციისა და ტექნოლოგიების სააგენტო.



საელჩოს მიერ ორგანიზებულ ვებინარს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ვაჭრობის ხელშეწყობის ექსპერტები და ბიზნესის წარმომადგენლების დაესწრნენ. პრეზენტაციის შემდეგ ვებინარის მონაწილეებს შესაძლებლობა მიეცათ კითხვა-პასუხის რეჟიმში პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიეღოთ.





თეგები:
„UK-Georgian Trade Hub“



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up