გაერთიანდებიან თუ არა რუსეთი და ბელორუსი - იწყება თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენა

გაერთიანდებიან თუ არა რუსეთი და ბელორუსი - იწყება თუ არა საბჭოთა კავშირის აღდგენა

access_time2019-10-07 20:00:52

„რუსეთი ბელარუსიასთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს და როგორც ჩანს, ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - ასე ეხმიანება ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ბელარუსის დედაქალაქში გამართულ აქციას, სადაც საზოგადოება რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციას აპროტესტებს.

 

რუსეთთან სავარაუდო ინტეგრაციის გასაპროტესტებლად მინსკში თავისუფლების მოედანზე უამრავი ადამიანი შეიკრიბა, ოპოზიციის ლიდერი და ყოფილი საპრეზიდენტო კანდიდატი მიკალაი შტატკევიჩი აქციაზე სიტყვით გამოვიდა, მან პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკანშენკოს მიმართა, რომ უფლება არ აქვს, რომ ბელარუს ხალხს ქვეყანა გაუყიდოს და რუსეთს გადასცეს.

 

მანამდე რუსული გამოცემები ბელარუსის რუსეთთან ინტეგრაციაზე ხშირად წერდნენ, აღნიშნული მედიასაშუალებები საბოლოო ინტეგრაციის ხელშეკრულების ვადად დეკემბრის თვეს ასახელებდნენ.

 

მენაღარიშვილის თქმით, ამით პუტინი ცდილობს, რომ ის ხელშეკრულება რომელიც დიდი ხნის წინ დაიდო კვლავ აქტიურ ფაზაში შევიდეს, რასაც მისივე თქმით, ბელარუსის პრეზიდენტი კატეგორიულად უარყოფს.

 

„საქმე ეხება უკვე არსებულ ხელშეკრულებას, რომელიც ბელარუსსა და რუსეთს შორის გარკვეული ხნის წინ დაიდო და რომლის საფუძველზეც ე.წ. სამოკავშირეო სახელმწიფო შეიქმნა, იმ ხელშეკრულებით იქნა გათვალისწინებული არა მხოლოდ „სამოკავშირეო სახელმწიფოს" ოფიციალური გამოცხადება და პირველი ნაბიჯები, არამედ მისი მართვის ორგანოების შექმნა, (რომელი ორგანოებიც უკვე შეიქმნა) შემდეგ ეტაპობრივად განისაზღვრა ინტეგრაციული ნაბიჯების გეგმა, რომელიც გულისხმობდა ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა ეკონომიკური, საფინანსო სისტემების დაახლოვება და განვითარება, ერთიანი ვალუტის არსებობა, საგარეო პოლიტიკური აქტივობების პრაქტიკულად გაერთიანება და ა.შ.

 

„ანუ, საუბარი იყო ძალიან ღრმა პოლიტიკურ ინტეგრაციაზე, მაგრამ, შემდგომ ეს პროცესი დამუხრუჭდა და ეს უკანასკნელი ამ პროცესის კვლავ გააქტიურების მცდელობაა, ერთის მხრივ, ძირითადი ხელშეკრულებით განსაზღვრული ნაბიჯები ფორმულირებულია, მათ შესასრულებლად გარკვეული გეგმების შემუშავებაც ხდება, თუმცა, მეორეს მხრივ რეალურად იმ პირობების შესრულება ნიშნავს ბელარუსის მიერ სუვერენიტეტის სრულიად დაკარგვა, ანუ სრულიად მის პოლიტიკურ მიერთებას რუსეთთან, რის პერსპექტივასაც ბატონი ლუკაშენკო სრულიად უარყოფს და ამიტომ ბელარუსის პოზიცია შეიძლება ითქვას წინააღმდეგობრივია, რაც ახალი მოვლენა არაა.

 


„განსაკუთრებულად გამაღიზიანებლად იქცა ბელარუსის უარი რუსული საჰაერო სამხედრო ბაზის განლაგებაზე, არადა სამხედრო უსაფრთხოების სისტემების დაახლოება და პრაქტიკულად ეტაპობრივი სრული ინტეგრირება განსაზღვრულია რუსეთ-ბელარუსიის ცნობილი ხელშეკრულებითაც, აქედან გამომდინარე, წინ ალბათ მოსალოდნელია არაერთი კამათი, შესაძლოა ამ ორ სახელმწიფოს შორის უსიამოვნო წინააღმდეგობებიც კი ვიხილოთ.

 

„რუსეთი ბელარუსთან ინტეგრაციით, ყოველთვის განიხილავდა საბჭოთა კავშირის ანალოგის აღორძინების პირველ და ცენტრალურ ნაბიჯს, და როგორც ჩანს ახლა პუტინს სურს, რომ ეს განზრახვა სისრულეში მოიყვანოს, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის" - განაცხადა მან.

 

მენაღარიშვილი მიიჩნევს, რომ ინტეგრაციაზე დახურულ რეჟიმში მოლაპარაკება მიუღებელია, რადგან ამაზე ბელარუს საზოგადოებას მწვავე რეაქცია ექნება.

 

„შეიძლება ბელარუს-რუსეთის მოლაპარაკება და დოკუმენტების მომზადება დახურულ რეჟიმში მოხდეს, მაგრამ ამ რეჟიმში საზოგადოებისგან, მთლიანად მოსახლეობისგან და პოლიტიკური ელიტისგან დაფარულად, სხვა სახელმწიფოსთვის ქვეყნის სუვერენიტეტის სრულიად გადაცემა, სრულიად გაუგონარი რამაა, ამიტომ არ მგონია, რომ ბელარუსი ხალხი ამაზე წავიდეს და რა თქმა უნდა ამას შეიძლება მწვავე რეაქცია და ძალიან სერიოზული გართულებებიც კი მოჰყვეს, მათ შორის საერთაშორისოც.

 

„მაშინ, როდესაც ამ ხელშეკრულების პირველი ფორმალური ნაბიჯი გადაიდგა, სწორედ ასეც გაცხადდა, რომ ეს ის მოდელია, რომელზეც ჩვენ შემდეგ უნდა ავაგოთ ინტეგრაციული პროცესები დსთ-ეს სხვა სახელწიფოებთანაცო, ბუნებრივია, რომ რუსეთი ამაში გულისხმობდა ერთიანი პოსტსაბჭოთა სივრცის აღორძინებას ახალი კავშირის სახით, რომელშიც იგი ლიდერის როლს შეასრულებდა, ამიტომაც ყველა ყურადღებით აკვირდებოდა მოვლენათა განვითარებას ამ ორი სახელმწიფოს ურთიერთობებში" - თქვა მან.

 

მენაღარიშვილმა ასევე დაამატა, რომ პუტინის სხვა სურვილებთან ერთად შესაძლოა ბელარუსის მოდელი საქართველოშიც მოინდომოს, თუმცა საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი მიიჩნევს, რომ ჩვენი საგარეო კურსი დასავლეთისკენაა მიმართული და რუსეთს არავითარი პერსპექტივა არ აქვს.

 

„არ მგონია ვცდებოდე, თუ ვიტყვი, რომ ბატონ პუტინმა შესაძლოა სხვა ბევრი რამ მოინდომოს, მაგრამ ეს საქართველოს თანხმობის გარეშე რა თქმა უნდა ვერ მოხდება, აქედან გამომდინარე, ამგვარ მცდელობას არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია."-განაცხადა მენაღარიშვილმა.

 

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, რუსეთთან ინტეგრაციის ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტი მისთვის უპირველესი ამოცანაა.

 

„მე ყოველთვის ვგრძნობ ამ საფრთხეს ხან ერთი და ხან მეორე მხრიდან, მაგრამ ჩემთვის, როგორც პრეზიდენტისთვის, ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა მთავარი საკითხია. თუ ჩვენი ოლქებად დაშლა სურთ, როგორც ამას ჟირონოვსკი ამბობს, ეს არასდროს მოხდება" - აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტი.

 

წყარო: რეზონანსი





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up