გაეროსთან აკრედიტებული  ელჩები სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ

გაეროსთან აკრედიტებული ელჩები სოფელ ხურვალეთს ეწვივნენ

access_time2019-04-15 17:32:29

საქართველოში ვიზიტით მყოფმა გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ხურვალეთი მოინახულეს.  ელჩები ადგილზე გაეცნენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თანმდევ მძიმე ჰუმანიტარულ და სოციალურ მდგომარეობას, მოინახულეს და გაესაუბრნენ ადგილობრივ მოსახლეობას. ელჩებთან ერთად საოკუპაციო ხაზზე იმყოფებოდა გაერო-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე. მისი შეფასებით ელჩების ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი მათი ყურადღების სწორედ იმ პრობლემაზე კონცენტრაცია გახლავთ რაც არის საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

 

„გაერო-ს ელჩების ვიზიტის  ზოგადი მიზანი არის  ის, რომ ისინი ადგილზე გაეცნონ საქართველოს წარმატებებს, რეფორმების გამოცდილებას,  რა სფეროშიც ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ ამ ქვეყნებთან.  ასევე ბუნებრივია მთავარი მიზანია ნახონ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, ეს გახლავთ ტერიტორიების ოკუპაცია და ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა საკუთარი თვალით ნახოს აღნიშნული ვითარება. მსოფლიოს  ბევრ წერტილში არის ძალიან რთული ვითარება,  ამიტომ მსგავს ვიზიტებს და ინფორმაციის ასეთი სახით მიწოდებას პარტნიორებისთვის   ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება- განაცხადა კახა იმნაძემ.

 

გაეროსთან ფინეთის, სენეგალის, დომინიკის რესპუბლიკის, მარშალის კუნძულების, ესვატინის სამეფოს და მიკრონეზიის ფედერალური შტატების მუდმივი წარმომადგენლები საქართველოს 14-21 აპრილს სტუმრობენ.

 


მათ შეხვედრები გამართეს საგარეო უწყებაში, სადაც საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ ლაშა დარსალიამ სტუმრებს მიაწოდა სრული ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, ასევე, ელჩებმა  შეხვედრა გამართეს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასთან და  მოინახულეს ადგილნაცვალი პირების დასახლება წეროვანში.

 

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, გაეროსთან აკრედიტირებული ელჩები შეხვედრას გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან.

 

აღსანიშნავია, რომ გაეროსთან აკრედიტებული ელჩების საქართველოში ვიზიტი ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მისი ინიციატორი გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობაა. მსგავსი სახის ვიზიტები ხორციელდება ასევე ეუთოში აკრედიტებული ელჩებისთვისაც.

 

ვიზიტის ფარგლებში ელჩები შეხვდნენ ხელისუფლების მაღალი  რანგის წარმომადგენლებს როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და საგარეო საქმეთა მინისტრს. გაიმართება ელჩების შეხვედრები კახეთის რეგიონში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში.



თეგები:
გაერო



რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up