გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხი განიხილა

გაეროს უშიშროების საბჭომ უკრაინის საკითხი განიხილა

access_time2022-02-22 10:51:51

გაეროს გენმდივნის მოადგილემ როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს 22 თებერვლის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან დონბასში სეპარატისტების მიერ კონტროლირებადი რეგიონების აღიარება არღვევს უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.


დიკარლოს თქმით, „მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტის რისკი რეალურია და ნებისმიერ ფასად უნდა აღიკვეთოს ის“.


აშშ–ის მუდმივი წარმომადგენელი: პუტინი ომის საბაბს ქმნის


პუტინის სატელევიზიო გამოსვლა, რომელშიც მან დონეცკი და ლუგანსკი აღიარა, მთელ რიგ აღმაშფოთებელ და ცრუ განცხადებებს შეიცავდა, რომლებიც ომის საბაბის შესაქმნელად იყო მიმართული. ამის შესახებ გაეროში აშშ–ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას–გრინფილდმა განაცხადა. „ის სამშვიდობოებს უწოდებს მათ. ეს სისულელეა. ჩვენ ვიცით, ვინ არიან ისინი სინამდვილეში“, – თქვა მან პუტინის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც სეპარატისტების მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების შესვლის განკარგულებას მოაწერა ხელი.


„რუსეთის პრეზიდენტი ჩვენ საერთაშორისო სისტემას ტესტავს, ის ჩვენ სიმტკიცეს ამოწმებს“, – განაცხადა გრინფილდმა. მისივე თქმით, პუტინი აპირებს დაამტკიცოს, რომ ძალისმიერი მეთოდით შეუძლია გაერო ფარსად გადააქციოს. „ჩვენ შეთანხმებულად უნდა ვუპასუხოთ ამ კრიზისს“, – თქვა ამერიკელმა დიპლომატმა.


ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ყველას თავშეკავებისკენ მოუწოდა


თავის მხრივ, ჩინეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ჩჟან ცზიუნმა კონფლიქტის ყველა მხარეს თავშეკავებისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა. პეკინი იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები კონსტრუქციულ პოზიციას და იკავებენ და შეიმუშავებენ საგზაო რუკასა მინსკის შეთანხმების უპირობო შესრულებისთვის. მას არაფერი უთქვამს დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე და უკრაინის ამ რეგიონებში ჯარის შეყვანის გადაწყვეტილებაზე ოფიციალური პეკინის პოზიციასთან დაკავშირებით.


რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი: მოსკოვი გახსნილია დიპლომატიისთვის


ამასობაში, რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვასილი ნებენზიამ კოლეგებს მოუწოდა, „გონს მოვიდნენ, თავიდან მოიცილონ ემოციები“ და არ გააუარესონ ვითარება. მისი თქმით, მოსკოვი კვლავაც გახსნილია დიპლომატიისთვის, თუმცა არ დაუშვებს დონბასში „ახალ სისხლიან სასაკლაოს“.


ზელენსკი: უკრაინა რჩება მშვიდობიანი გზით მოგვარების პრინციპზე


გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის დაწყების წინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინას ვერ შეაშინებს და ის რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მომხრედ. „ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და არაფრის გვეშინია, ჩვენ არავის ვალი არ გვაქვს და არავის არაფერს მივცემთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.


მანამდე, 21 თებერვალს პუტინმა ჯერ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების „დამოუკიდებლობა“ აღიარა, ხოლო შემდეგ უკრაინის ამ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარის შეყვანის განკარგულება გასცა.



dw.de




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up