გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალური დირექტორი მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს

access_time2021-10-15 20:30:00

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი კუ დონჟუ მსოფლიო სურსათის დღესთან დაკავშირებით ღია წერილს ავრცელებს. ამის შესახებ FAO იუწყება.



„მსოფლიო სურსათის დღე, 16 ოქტომბერი, წელს განსაკუთრებულად რთულია. COVID-19-ით გამოწვეული პანდემია გლობალურ პრობლემად რჩება, ენით აღუწერელი სირთულეებითა და დანაკარგებით. უკვე აშკარად ვგრძნობთ კლიმატის ცვლილების შედეგებს. ზოგან მოსავალი ნადგურდება, ზოგან სახლები ინგრევა. ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება კონფლიქტებისა და ჰუმანიტარული კატასტროფების გამო. უკვე წლებია, სურსათის უსაფრთხოების პრობლემა არ ყოფილა ასეთი მწვავე.



მიუხედავად უამრავი სირთულისა, ჩვენ ვიბრძვით. ვსახავთ ახალ გეგმებს და ვეძებთ ახალ გზებს - საკვების წარმოების, შენახვის, განაწილებისა და მოხმარების გასაუმჯობესებლად.



ჩვენ დავიწყეთ პრობლემებთან დაპირისპირება. გასულ თვეში ჩავატარეთ სურსათის სისტემების მსოფლიო სამიტი, სადაც შევთანხმდით, რომ მსოფლიომ უნდა გარდაქმნას აგროსასურსათო სისტემები. ჩავატარეთ ახალგაზრდული ფორუმები და ამ საკითხით ახალგაზრდები დავაინტერესეთ, თუმცა, ცხადია, გლობალური სისტემები მხოლოდ ახალგაზრდებმა არ უნდა გარდაქმნან.



შიმშილის პრობლემა მსოფლიოში პანდემიამდეც მწვავედ იდგა, მაგრამ ბოლო დროს მოშიმშილე ადამიანთა რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა და 811 მილიონს მიაღწია. ეს წარმოუდგენელი მონაცემია იმ ფონზე, რომ, რეალურად, მსოფლიოში საკმარისი რაოდენობის სურსათი იწარმოება.




სამწუხაროდ, მსოფლიოში წარმოებული სურსათის 14% წარმოების პროცესში, ხოლო 17% მოხმარებისას იკარგება. ამას ემატება მავნებლებისა და დაავადებების ზემოქმედება, ბუნებრივი კატასტროფები, ბიომრავალფეროვნებისა და ჰაბიტატების განადგურება, კონფლიქტები - და ჩვენ ვხედავთ რამხელა გამოწვევაა მსოფლიო მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფა, გარემოზე და კლიმატზე მიყენებული გამოუსწორებელი ზიანის გარეშე.



FAO-მ, როგორც სურსათისა და სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომუშავე ლიდერმა ორგანიზაციამ, გარკვეული გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, გვჯერა, შევძლებთ ამ კომპლექსური პრობლემების დაძლევას.



ჩვენი მიზნები ამ დევიზში გავაერთიანეთ: უკეთესი წარმოება, უკეთესი კვება, უკეთესი გარემო და უკეთესი სიცოცხლე. ჩვენ დავსახეთ მომავალი 10 წლის სტრატეგიული გეგმა, გავწერეთ კონკრეტული ქმედებები, რომ დევიზი რეალობად ვაქციოთ.



FAO-მ გამოითვალა, რომ 40-დან 50 მილიონ ა.შ.შ. დოლარამდე ყოველწლიური, მიზნობრივი ინვესტიციაა საჭირო, რათა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიღარიბე აღმოვფხვრათ. არსებობს მრავალი დაბალბიუჯეტიანი და მაღალეფექტიანი პროექტი, რომლთა წყალობითაც შესაძლებელია ასობით მილიონ ადამიანს საკვებზე უკეთესი წვდომა ჰქონდეს.



მაგალითად, ინტერვენციებით შესაძლებელია ფერმების უკეთესი აღჭურვა ტექნოლოგიურად, ინოვაციების შეტანა ციფრულ სოფლის მეურნეობაში, ქალებისთვის მეტი ცოდნის გაზიარება, რაც, შედეგად, შიმშილის შემცირებულ მაჩვენებელს მოგვცემს. ამასთანავე, საჭიროა მონაცემთა უკეთესი შეგროვება, ძლიერი ინსტიტუციები და უკეთესი მმართველობა.



ჩვენი მიდგომები ეფექტური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყნებში ადგილობრივ მთავრობებთან და პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რადგან ტრანსფორმაციისკენ მიმავალი გზა ყველა ქვეყანას სპეციფიკური აქვს, ადგილობრივი გარემოებების გათვალისწინებით.



ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ მეცნიერები, ფერმერები და მწარმოებლები მარტო ვერაფერს გახდებიან, თუ ამ პროცესში საკუთარ როლს თითოეული მომხმარებელი არ გაიაზრებს. გადაწყვეტილებები, რომლებსაც ყოველდღიურად ვიღებთ - სურსათის შერჩევა და ყიდვა, შეფუთვა, საკვების გაფუჭება და გადაყრა - გავლენას ახდენს აგროსასურსათო სისტემებზე და ჩვენი პლანეტის მომავალზე.



ყველა ჩვენგანს შეუძლია გახდეს სურსათის გმირი. ჩვენი ქმედებები ჩვენი მომავალია. აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნის პროცესი - შიმშილის დამარცხება, უკეთესი კვება, გარემოს შენარჩუნება - თქვენ და მე უნდა დავიწყოთ“ – ნათქვამია ღია წერილში.





თეგები:
FAO



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up