გაეროს პრესმდივანი, სტეფანი დიუჟარიქი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მისამართით კრიტიკას ეხმაურება. მისი თქმით, ორგანიზაციამ უზარმაზარი სამუშაო გასწია.
„გენერალური მდივნისთვის აშკარაა, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, ექიმ ტედროსის ხელმძღვანელობით უზარმაზარი სამუშაო გასწია კორონავირუსთან ბრძოლაში. ორგანიზაციამ მილიონობით სამედიცინო აღჭურვილობა მიაწოდა ქვეყნებს, ატრენინგებდა და გაიდლაინებს აწვდიდა სახელმწიფოებს“,-აღნიშნა პრესსპიკერმა.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და მას ჩინეთის მიმართ მიკერძოებული უწოდა. ის ორგანიზაციას დაფინანსების შეწყვეტითაც დაემუქრა.
ipn.ge