გაეროს კვლევა: საქართველოში ხუთიდან ერთი უმუშევარი ქალი ამბობს: მეუღლეს არ სურს, რომ მუშაობდეს

გაეროს კვლევა: საქართველოში ხუთიდან ერთი უმუშევარი ქალი ამბობს: მეუღლეს არ სურს, რომ მუშაობდეს

access_time2018-10-11 13:40:55

შრომისუნარიანი ქალების მეტი აქტიურობის შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 პროცენტით მეტი იქნება  ასეთია კვლევის შედეგები.


მსოფლიო ბანკის შეფასებით, ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა პასიურობა საქართველოს ძვირი უჯდება. მათი გათვლებით, შრომისუნარიანი ქალების მეტი აქტიურობის შემთხვევაში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 12 პროცენტით მეტი იქნებოდა.


სამხრეთ კავკასიის რეგიონში ქალთა ეკონომიკური პასიურობის მიზეზები გაეროს ქალთა ორგანიზაციამ გამოიკვლია.


საქართველოში ხუთიდან ერთი უმუშევარი ქალი ამბობს : მის მეუღლეს არ სურს , რომ ის მუშაობდეს. მაშინ, როცა კაცების შემთხვევაში ანალოგიური სურვილი 50 ქალიდან ერთ ქალს აქვს.


გაეროს ქალთა ორგანიზაციის დაკვეთით ჩატარებული კვლევის ფარგლებში გამოკითხული ქალების თითქის ნახევარი ამბობს მათი უმუშევრობის მიზეზი საოჯახო საქმეებია. მაშინ, როცა კაცები სამსახურთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებასთან მიმართებაში ოჯახურ ფაქტორებს იშვიათად ასახელებენ.


როგორც კვლევიდან ირკვევა ქალები საოჯახო საქმეებისთვის კვირაში 45 საათს ხარჯავენ, რაც სრული სამუშაო განაკვეთის ტოლფასია. კაცები კი, მსგავ საქმეებზე 15 წუთს ხარჯავენ კვირაში. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, საქართველოში უმაღლესი განათლება უფრო მეტი ქალს აქვს ვიდრე კაცს, მაგრამ უმაღლესი განათლების მქონე ქალების 40 პროცენტი ეკონომიკურად არააქტიურია. კვლევის მიხედვით ოჯახებში , სადაც ქალები არ მუშაობენ უფრო ხელმოკლედ ცხოვრობენ. საბოლოო ჯამში საქართველოს შრომის ბაზარზე, ქალების მონაწილეობა კაცებზე 29 პროცენტზე ნაკლებია.


ქალების ეკონომიკურად არააქტიური ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ანაზღაურებაც. ქალები კაცებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებ თანხას გამოიმუშავებენ. საქართველოში დასაქმების სფერო ორივე სქესისთვის სოფლის მეურნეობაა. თუმცა ქალი ფერმერები არსებული მიწის ნაკვეთების 20 პროცენტს მართავენ.


კვლევა ასევე ამბობს, რომ ქალები საქართველოში ნაკლებად მოიაზრებიან ლიდერებად. მაშინ, როდესაც კვლევის ძრითადი დასკვნის მიხედვით, კომპანიები, სადაც მენეჯერების პოზიციას უმეტესად ქალები იკავებენ, უფრო პროდუქტიულები არიან.


არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქალების ეკონომუკური გაძლიერებისთვის ახალი პროექტი დაიწყო, რომლის ერთ კომპონენტს საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ახორციელებს. პროექტის ფარგლებში 50 ქალი შეირჩა, რომლებიც ბიზნეს საქმიანობას დასავლეთ საქართველოში ახორციელებენ.


ქალ მეწარმეთა მთავარი გამოწვევად განათლება და ფინანსებზე ხელმისაწვდომობა რჩება. შესაბამისად, შერჩეული მონაწილეები ბიზნესის განსავითარებლად ცოდნისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად შესაბამის ტრეინინგებს გაივლიან. “ პირველი წლის განმავლობაში საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უზრუნველყოფს ქალი მეწარმეების ისეთი ტექნიკური და თეორიული ცოდნით აღჭურვას, რომელიც მათ დაეხმარებათ პროექტის მიმდინარეობის პროცესში დააგენერირონ საინტერესო ბიზნესიდეები. შეძენილი ცოდნით მოახდინონ საკუთარი საქმიანობის განვითარების შემდეგ საფეხურზე გადაყვანა,“ - განაცხადა პროექტის მენეჯერმა ნათია ნინიკელაშვილმა.


პროექტის ფარგლებში უკვე გაიმართა სამი სამუშაო შეხვედრა. ასევე , ფერმერთა ასოციაცია დამწყებ ქალ მეწარმეებთან ერთად, დიდ შემდგარ კომპანიებთან იმუშავებს, რომლებიც ბენეფიციარებს ხელს შეუწყობენ გაფართოვდნენ და გაზარდონ თავისი გაყიდვები.


პროექტი ორ წლიანია. მიმდინარე წლის ბოლოს პროექტში მონაწილეთა საინტერესო ბიზნეს იდეებს ფინანსური ხელშეწყობის მიზნით პროექტი გრანტს გამოუყოფს.


(CN)






გურჯაანში ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება

გურჯაანში  ღვინის უნივერსიტეტი გაიხსნება
person access_time2018-10-20 20:30:41
გურჯაანში კავკასიის უნვერსიტეტი ღვინის უნივერსიტეტს გახსნის. მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება საბოლოოა და მუნიციპალიტეტი არ შეიცვლება. ერთ-ერთ ლოკაციად ყოფილი სკოლა-ინტერნატის ტერიტორია განიხილება, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ამ დროისთვის მიღებული არ არის. ამჟამად არსებული პროექტის მიხედვით აშენდება სამი შენობა: ღვინის ლაბორატორია, ღვინის მცირე წარმოება და სტუდენტური საერთო...

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?

რა გავლენას ახდენს ნავთობის ფასების ცვლილება საქართველოში ბენზინის ფასზე?
person access_time2018-10-20 14:57:39
საქართველოში ბენზინის ფასები მჭიდრო კავშირშია საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის არსებულ ფასებთან, და კიდევ უფრო მაღალ კორელაციაშია ბენზინის ფასებთან ევროპაში. თუ შევადარებთ ბენზინის ფასებს საქართველოსა და ევროპაში (გადასახადების გარეშე)1, ვნახავთ, რომ მათ შორის...

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის

საქართველო - მოედანი რუსეთის ბიზნესისთვის
person access_time2018-10-19 20:02:10
ევროკავშირის ბაზარზე რუსული პროდუქციის ირიბად მოსახვედრად, საქართველოს გამოყენებას გეგმავს რუსეთის მცირე და საშუალო ექსპორტიორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი იური შურიგინი. ის საქართველოს განიხილავს, „მიწად“ რომლიდანაც, ევროკავშირის ბაზარზე უნდა მოხვდეს რუსული პროდუქცია, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის ეკონომიკური სანქციები აქვს დაწესებული.   „თბილისში ძალიან კარგი ახალი შესაძლებლობები ჩნდება ევრაზიული ქვეყნების ბიზნესისთვის, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის...

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს

ზვიად ხორგუაშვილი ლარის გაუფასურების 5 ძირითად მიზეზს ასახელებს
person access_time2018-10-19 19:31:12
მთავრობამ განსაკუთრებულად უარყოფითი გავლენა იქონია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე. ყოველწლიურად მთავრობა გვთავაზობდა მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკას, მაგრამ 2018 წელს პიკს მიაღწია,- ასე აფასებს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებს. ხორგუაშვილი  იმ განწყობებსა და მოლოდინებზე საუბრობს, რაც დღეს ლართან დაკავშირებით ხდება.   სხვა თანაბარ პირობებში, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დგება პრინციპულად იგივენაირად, როგორც მაგალითად თონის პურის...

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?

რა პირობებში აცხობენ პურპროდუქტებს საქართველოში?
person access_time2018-10-20 19:00:03
რა პირობებში ცხვება მომხმარებლისათვის განკუთვნილი პურპროდუქტები? შემოწმების შედეგები საკმაოდ დამაფიქრებელია. 781 შემოწმებული საცხობიდან 72-ს საწარმოო პროცესი შეუჩერდა. სტანდარტები იმდენად გაუფასურდა, რომ თუკი მომხმარებელმა ტარაკანი, ბუზი ან თმა...


მსგავსი სიახლეები

up