სახელმწიფოებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა, პირველ რიგში მედიკოსებისთვის, სოცმუშაკებისა და მოხუცებისთვის უნდა უზრუნველყონ. ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.
„პირველ ეტაპზე ვაქცინა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სოციალური სამსახურების თანამშრომლებმა, მოხუცმა ადამიანებმა და სხვა მოწყვლადმა ჯგუფებმა უნდა მიიღონ, მიუხედავად მათი შემოსავლისა“, - განაცხადა გუტერეშმა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
imedinews.ge