გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ანტონიო გუტერეში ორგანიზაციის გენერალურ მდივნად მეორე ვადით დანიშნა. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის თავმჯდომარემ, ვოლკან ბოზქირმა განაცხადა.
ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალური მდივნის თანამდებობას მეორე ვადით 2022 წლის 1-ლი იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე დაიკავებს.
აღსანიშნავია, რომ ანტონიო გუტერეში ერთადერთი კანდიდატი იყო, რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეას წარუდგინეს. ის გაეროს რიგით მეცხრე გენერალური მდივანია.
imedinews.ge