კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოში სასურსათო კატასტროფა შეიძლება გამოიწვიოს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
„კორონავირუსის პანდემია საფრთხეს წარმოადგენს სასურსათო უსაფრთხოებისა და კვების უზრუნველყოფისთვის. პირველ რიგში, ეს მსოფლიოს ყველაზე მოწყვლად თემებს ეხება“, - განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალური მდივნის თქმით, არსებული სასურსათო სისტემების ფუნქციონირება ახალი გლობალური რეცესიის გამო შეიძლება დაირღვეს, რამაც სავალალო შედეგები შეიძლება გამოიწვიოს.
„თუ სასწრაფოდ არ მივიღებთ ზომებს, მიმდინარე სიტუაცია გლობალურ სასურსათო კატასტროფად შეიძლება იქცეს“, - დასძინა მან.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
Imedinews.ge