კაცობრიობამ 2021 წელი პანდემიის გადალახვასა და მისი შედეგებისგან განკურნებას უნდა დაუთმოს, - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა.
„შევურიგდეთ ერთმანეთს, შევურიგდეთ ბუნებას, გადავლახოთ კლიმატის კრიზისი, გავაჩეროთ COVID-19-ის გავრცელება და 2021 წელი განკურნების წლად ვაქციოთ. ეს მომაკვდინებელი ვირუსისგან განკურნების წელი უნდა იყოს“, - აღნიშნა ანტონიო გუტერეშმა.
გაეროს გენერალურმა მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „თუ ყველა ერთად იმუშავებს და სოლიდარობას გამოიჩენს, მომდევნო წელს იმედის სხივები მთელ მსოფლიოს მოიცავს“.
imedinews.ge