გაეროს მსოფლიო სასურსათო პროგრამის (WFP) მიერ დაქირავებული მეხუთე გემი, NEW ISLAND, ჩავიდა უკრაინის შავი ზღვის პორტ ჩორნომორსკში და უკრაინულ ხორბალს მიაწვდის სომალს, განაცხადა კვირას უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტრომ.
პროგრამის ფარგლებში უკრაინამ ხორბალი უკვე გაგზავნა ეთიოპიაში, იემენსა და ავღანეთში. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ომის დაწყების შემდეგ შემცირდა, რადგან მისი შავი ზღვის პორტები - გადაზიდვის მთავარი მარშრუტი - დაიკეტა, რამაც გამოიწვია საკვების გლობალური ფასების ზრდა — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.
აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის სამი პორტი განიბლოკა ივლისის ბოლოს მოსკოვსა და კიევს შორის გაფორმებული გაერო-სა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
წყარო: reuters.com