გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება - პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს

გაეროს განვითარების პროგრამა სოფლად მცხოვრებ ქალებს ეხმარება - პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად 620 შინამეურნეობა დახმარებას მიიღებს

access_time2020-12-18 20:00:00

საქართველოს მოსახლეობის 40 პროცენტზე მეტი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევა. უმეტესწილად, ეს არაკომერციული საარსებო მეურნეობაა, რაც უკვე დიდი ხანია განიხილება, როგორც საქართველოს განვითარების ერთ-ერთი დაბრკოლება - ამის შესახებ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.


„თუმცა, პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები ათასობით ოჯახისთვის სწორედ მიწათმოქმედება წარმოადგენს კრიზისის დაძლევის სტრატეგიას და საარსებო მინიმუმის მოპოვების გზას.


გაჭირვებული და დაუცველი ოჯახების დასახმარებლად, გაეროს განვითარება პროგრამა საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაციას დაუკავშირდა და მასთან თანამშრომლობით საქართველოს შვიდ რეგიონში სასოფლო-სამეურნეო დახმარების გავრცელება დაიწყო.


UNDP-ის მიზანია პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს არავინ დარჩეს ყურადღებისა და მხარდაჭერის გარეშე. დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა მშობლები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, დევნილები, ეკონომიკურად და სოციალურად დაუცველი ოჯახები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.


ჯამში, UNDP-ის ხელშეწყობით, რომლის საერთო ღირებულება 90,000 აშშ დოლარს შეადგენს, 620 ოჯახი ისარგებლებს.
15-16 დეკემბერს, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი ლუიზა ვინტონი კახეთსა და ქვემო ქართლში გაემგზავრა და ცამეტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მასალები და მცენარეთა დაცვის საშუალებები გადასცა.


ახმეტის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში ლუიზა ვინტონი შეხვდა ქალებს, რომლებიც ოჯახებზე მარტო ზრუნავენ და პანდემიის გამოწვევებს უმკლავდებიან. მათ შორისაა ბებია, რომელიც რვა შვილიშვილს პატრონობს, მრავალშვილიანი დედები, ქვრივები, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მრავალშვილიანი დედა, ცერემბრალური დამბლით დაავადებული მოზარდი და მისი ოჯახი.



საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ვინტონმა დახმარება გადასცა სოფელ უდაბნოს მაცხოვრებლებს, რომლებიც აქ გასული საუკუნის 80-იან წლებში სვანეთში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შემდეგ გადმოსახლდნენ. ხოლო გარდაბნის მუნიციპალიტეტში UNDP-ის მხარდაჭერა ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა მიიღეს.


„სოფლის მეურნეობა პანდემიის შედეგად არ დაზარალებულა, მაგრამ ჩვენი საუბრები ადასტურებს, რომ ბევრმა სოფლად მცხოვრებმა ოჯახმა COVID-19-ის შედეგად სასიცოცხლო მნიშვნელობის შემოსავლის წყარო დაკარგა. განსაკუთრებით მწვავედ ეს იმ შინამეურნეობებზე აისახა, რომელთაც ქალები უძღვებიან. ჩვენი დახმარების შედეგად, ასეთი ოჯახები მეურნეობის გაფართოებასა და გაუმჯობესებას შეძლებენ და მეტ შემოსავალს მიიღებენ,“ - განაცხადა ლუიზა ვინტონმა.


სხვა მასალებთან ერთად, UNDP-ის მიერ გავრცელებულ დახმარებაში შედის სასუქი და შხამ-ქიმიკატები, კერძოდ ფაროსანასგან დამცავი საშუალებები, რომელიც უკვე სამი წელია ანადგურებს მოსავალს საქართველოს სოფლებში.


დახმარება უკვე გავრცელდა იმერეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, სადაც ამ ხელშეწყობით 480-მა შინამეურნეობამ ისარგებლა. მომავალი კვირების მანძილზე დახმარებას კიდევ 140 ოჯახი მიიღებს.
UNDP-ის ხელშეწყობა პანდემიაზე უფრო ფართო რეაგირების ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ. მისი მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან.


სოფლად მცხოვრებ ოჯახებთან ერთად, გაეროს განვითარების პროგრამა ასევე ხანდაზმულებსა და მიუსაფარ მოსახლეობას ეხმარება.


ამ საქმიანობის მართვა კი ხორციელდება დანიის და შვედეთის მიერ დაფინანსებული პროგრამების ფარგლებში, რომლებიც ადგილობრივ განვითარებასა და გენდერულ თანასწორობას ემსახურება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.



თეგები:
დახმარება



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up