UNDP - საქართველოს შვიდ რეგიონში 480 ქალი სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს

UNDP - საქართველოს შვიდ რეგიონში 480 ქალი სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს

access_time2020-11-11 21:00:00

480 ქალი საქართველოს შვიდ რეგიონში გაეროს განვითარების პროგრამისგან (UNDP) სასოფლო-სამეურნეო მასალებს მიიღებს. როგორც UNDP-დან იუწყებიან, ამ დახმარების გამოყენებით, ქალები შეძლებენ ფერმერული საქმიანობის განხორციელებას, რაც მათთვის და მათი ოჯახებისთვის პანდემიურ ვითარებასთან ადაპტაციისა და ამ ვითარების ფონზე შექმნილ გამოწვევებთან გამკლავების შესაძლებლობა იქნება.



10 ტონა სასუქი და მცენარეთა დაცვის საშუალება, ისევე როგორც შხამქიმიკატებისგან დამცავი აღჭურვილობა, უკვე დარიგდა იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სოფლების 300-მდე შინამეურნეობაში. მომავალი კვირების მანძილზე, UNDP-ის მხარდაჭერა კახეთის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებზე გავრცელდება, სადაც დახმარებას 180 შინამეურნეობა მიიღებს.



საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ამა თუ იმ ფორმით ჩართულია სოფლის მეურნეობაში, რაც უმეტესწილად არაკომერციული სახეს ატარებს და შინამეურნეობებისთვის საკვების დამატებით წყაროა სხვა შემოსავლებთან ერთად. პანდემია უარყოფითად აისახა საქართველოს შრომის ბაზარზე, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორსა და ნახევარ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანებისთვის, რომელთა დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ. შექმნილ ვითარებაში, ბევრმა სოფლად მცხოვრებმა ოჯახმა, შემცირებული შემოსავლის შესავსებად, სწორედ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მიმართა. UNDP-ის დახმარება მიზნად ისახავს მოწყვლადი შინამეურნეობების ხელშეწყობას, რომელთაც ხშირად რესურსი არ ყოფნით იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობას მისდიონ.



„საქართველოში სოფლის მეურნეობით თავის გატანა ყოველთვის რთული იყო“, - აღნიშნა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა. „პანდემიამ ეს მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. თუმცა, ბევრი ოჯახი ფერმერობას მაინც უფრო იმედიანად უყურებს, ვიდრე დასაქმების სხვა სექტორებს, სადაც დასაქმების შესაძლებლობა, განსაკუთრებით ქალებისთვის, საგრძნობლად შემცირებულია კორონავირუსის გავრცელების ფონზე. ჩვენი დახმარებით, მოწყვლად შინამეურნეობებს მეტი შანსი ექნება ამ გამოწვევასთან ბრძოლაში“.




გაეროს განვითარების პროგრამამ, საქართველო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა დახმარების საბაზისო პაკეტი, რომელიც გამოსადეგია მრავალი სასოფლო სამეურნეო კულტურისთვის და ფართოდ გამოიყენება საოჯახო მეურნეობაში. საბაზისო პაკეტები გადაეცათ შინამეურნეობებს, რომლებსაც ქალები უძღვებიან, მარტოხელა მშობლებს, დევნილებს, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს და მოწყვლად ოჯახებს. დახმარების გავრცელებაში უშუალოდ ჩართული იყო საქართველოს ფერმერ ქალთა ასოციაცია, ხოლო მისმა მთლიანმა ღირებულებამ 69,000 აშშ დოლარს მიაღწია.



გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ინიციატივა საქართველოს უფრო ფართო მხარდაჭერის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები (UNDP, UNICEF, UNFPA) გაეროს COVID-19-ზე რეაგირებისა და აღდგენის ფონდიდან მიღებული 1 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსებით ახორციელებენ.



გაეროს დახმარების მიზანია მოსახლეობის ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დაცვა პანდემიით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური შოკისგან. ამ მხარდაჭერის სამი ძირითადი სამიზნე ჯგუფი - ჯანდაცვის მუშაკები, საჯარო მოხელეები და მოწყვლადი ხანდაზმული მოსახლეობა, საქართველოში ძირითადად ქალებითაა წარმოდგენილი.



გასული თვეების მანძილზე, UNDP-მ უკვე გაუწია დახმარება მუნიციპალურ თავშესაფრებს თბილისში, რუსთავსა და სამტრედიაში, სადაც 200-მდე მიუსაფარი და ხანდაზმული ადამიანი ცხოვრობს.



ამ საქმიანობის მართვა ხორციელდება 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პროგრამის ფარგლებში, რომელიც დანიის მთავრობის დაფინანსებითა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up