გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

access_time2019-05-17 17:00:32

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს.


კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა.


ახლა სწორედ ლაშა კომახიძემ უნდა გადაწყვიტოს, დაუშვებს თუ არა მშენებლობას ბათუმის კონცხზე, სადაც მიწის ნაკვეთის მფლობელი კომპანია ექვსი ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ შესაბამისი განაშენიანების გეგმაც მოამზადა და მერიას წარუდგინა, თუმცა მოიწონა თუ არა ის მერიამ, ჯერ ისევ არ ვიცით, შესაბამისად ის განსახილველად არც საკრებულოსთვის გადაუგზავნია.


ლაშა კომახიძეს ამ თემასთან დაკავშირებული დისკუსიებისას არასოდეს უთქვამს, რომ დაგეგმილ მშენებლობებთან მიმართებაში კონცხის მდგრადობა  შესასწავლი იქნებოდა. თუმცა ასეთი კვლევის ჩატარებას გენგეგმა ითვალისწინებს. ბათუმის კონცხზე მშნებლობის საკითხი სხვა მიმართულებით დადგა დღის წესრიგში, რადგან ტერიტორია ისტორიული ბათუმის საზღვრებში მოექცა.


კვლევაში პირდაპირაა ნათქვამი, რომ ბათუმის კონცხზე მშენებლობა არათუ სასურველი არ არის, არამედ „არ შეიძლება“ და „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული“. მეცხრამეტე საუკუნიდან დაწყებული 2013 წლამდე დაკვირვების მონაცემებით, სპეციალისტები საუბრობენ მთლიანად სანაპირო ტერიტორიების საფრთხეებზე.


კვლევაში ნათქვამია, რომ ფართო მასშტაბიანმა ტექნოლოგიურმა დატვირთვამ ათეული წლების განმავლობაში უარყოფითი გავლენა მოახდინა ზღვის სანაპირო ზონაში მიმდინარე პროცესებზე, რაც ნაპირების ჩარეცხვასა და მასზე აშენებული ობიექტების ნგრევაში გამოიხატა: „დატვირთვა ყველაზე მეტად ზღვის სანაპირო ზონის ყველაზე აქტიურ ზოლს – პლაჟს  შეეხო.“



სპეციალისტები წერენ, რომ ზღვის სანაპირო ზონაში აუცილებელია რაციონალური მიდგომა, რომელიც უზრუნველყოფს ნაპირების მდგრადობისა და რეკრეაციულ-საცხოვრებელი ტერიტორიების შენარჩუნებას. მათივე განმარტებით, პლაჟს განსაკუთრებული პრობლემა ჭოროხიდან ჩამოტანილი ნატანის ჯერ მკვეთრმა შემცირებამ, შემდეგ კი საერთოდ გაქრობამ შეუქმნა.


კვლევის მიხედვით, რომელიც ექვსი წლის წინაა ჩატარებული, ერთ-ერთი საყურადღებო პრობლემაა ხმელეთის მიმართ ზღვის დონის აწევა. კვლევაში განხილულ პერიოდში (1961-2011 წწ.) ჩატარებული დაკვირვებების თანახმად, ბოლო 20 წლის განმავლობაში აჭარის სანაპიროზე ზღვის დონის საშუალო ნიშნულის ნაზარდმა 20 სმ-ს გადააჭარბა. დონის რყევადობის ექსტრემალურმა მაჩვენებლებმა 50 სმ-იან წლიურ ამპლიტუდას მიაღწია. შეიცვალა ზღვის დონის რყევადობის წლიური მსვლელობის რეჟიმიც:


„1989 წლამდე შეიმჩნეოდა შემოდგომა-ზამთრის მინიმუმი და გაზაფხულ-ზაფხულის მაქსიმუმი, რაც 2006 წლიდან შეიცვალა ზამთარ-გაზაფხულის მაქსიმუმითა და ზაფხულ-შემოდგომის მინიმუმით“.


2013 წლის შემდეგ აჭარის სანაპირო ზოლში ინფრასტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა, გაჩნდა მასშტაბური შენობები და მშენებლობების პროცესი ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.


დოკუმენტის მიხედვით, ამ ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობდნენ შემდეგი სახელმწიფო უწყებები: გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; სოფლის მეურნეობის სამინისტრო; ენერგეტიკის სამინისტრო; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ცალკეული აკადემიური ინსტიტუტები; აჭარის ა.რ. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო; ქ. ბათუმის მერია; აჭარის ა.რ. რეგიონული უწყებები; დამოუკიდებელ ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.



სამუშაოს შესრულებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისს,
რომელიც  საქართველოს მთავრობას დაეხმარა ამ დოკუმენტის მომზადებაში.



ბათუმელები






გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება ეს ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება ეს ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების გასარკვევად „კომერსანტი“ Galt&Taggart-ის უფროს...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს

კომპანიები და მათი მფლობელები, რომელთა „გაშავებასაც“ მერია ითხოვს
access_time2020-08-11 17:20:07
თბილისის მერი კახი კალაძე საჯარო გამოსვლებში პირობების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო „გაშავებით“ არაერთხელ დამუქრებია ტენდერებში გამარჯვებულ სხვადასხვა კომპანიას. „ბიზნესპრესნიუსი“ დაიტერესდა, სატენდერო ხელშეკრულებების დარღვევის გამო რამდენ შემთხვევაში მოითხოვა მერიამ კომპანიის „შავ სიაში“ მოხვედრა. მერიის შესაბამისი სამსახურების მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ თბილისის მერიამ მიმწოდებლის „შავ სიაში" რეგისტრაციასთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს...

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა

მსოფლიოში კორონავირუსის პირველი ვაქცინა ვლადიმერ პუტინის ქალიშვილმა გაიკეთა
access_time2020-08-11 16:10:36
ვლადიმერ პუტინის განცხადებით რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ადამიანებზე ორ თვიანი ტესტირების შემდეგ, მსოფლიოში პირველი კორონავირუსის ვაქცინა დაამტკიცა. რუსეთის მიერ შექმნილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ვლადიმერ პუტინის შვილმაც გაიკეთა. „ჩემმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა ვაქცინა გაიკეთა, ამ მხრივ, მან პრეპარატის შემოწმების პროცესშიც მიიღო მონაწილეობა“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი. პირველი ვაქცინის შემდეგ პუტინის ქალიშვილს 38 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა,...

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს

ვითიბი ბანკი ავტო სესხზე განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს
access_time2020-08-11 11:00:27
ვითიბი ბანკი, ახალი ავტომობილის შეძენის მსურველებს, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზების ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია ბანკის პარტნიორი ავტო სალონებიდან გამოიყვანოს ავტომობილი, ისარგებლოს სამი წელი, ხოლო შემდეგ დააბრუნოს ყიდვის დროს შეთანხმებულ ფასად. რაც მთავარია 3 წლის შემდეგ (სესხის ვადის ბოლოს) მყიდველს სამი შემოთვაზებული ვარიანტიდან შეუძლია აირჩიოს ერთ-ერთი: დარჩენილი ღირებულების ფასად, ჩააბაროს ავტომობილი ავტო სალონს, რის შედეგადაც იფარება ვალდებულება ბანკის...


მსგავსი სიახლეები

up