გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორი - ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის დირექტორი - ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში

access_time2020-04-02 16:00:00

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს ღია წერილის ავრცელებს – „ნუ დავუშვებთ, რომ COVID-19 გახდეს შიმშილის თამაში“

კუ დონჟუ აღნიშნავს, რომ მთელ მსოფლიოში, COVID-19-ის პანდემია უზარმაზარი წნეხის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემებს და მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, მილიონობით ადამიანი გარკვეული ფორმის კარანტინში იმყოფება.

„ჩვენ ვიცით, რომ ადამიანური მსხვერპლი იქნება დიდი და რომ რადიკალური ცვლილებების მასიურ ძალისხმევას ექნება მძიმე ეკონომიკური ფასი.

კიდევ უფრო დიდი მსხვერპლის რისკის ანუ სურსათის დეფიციტის (განვითარებულ ქვეყნებშიც კი) შემცირების მიზნით, აუცილებელია, მყისიერი მოქმედებების განხორციელება, რათა არ ჩამოიშალოს ან მინიმუმამდე შემცირდეს სურსათის მომარაგების ჯაჭვის რღვევა.

გლობალურ დონეზე აუცილებელია კოორდინირებული და თანმიმდევრული რეაგირება, რათა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კრიზისმა არ გამოიწვიოს სურსათის კრიზისი, როცა ადამიანები ვერ იშოვიან ან არ ექნებათ საკვების შეძენის ფინანსური საშუალება.

ამ დროისთვის, COVID-19-ს სურსათის უსაფრთხოებაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, მიუხედავად სუპერმარკეტებში შექმნილი კურიოზული სიტუაციებისა, როცა ხალხმა ლამის ალყაში მოაქცია მაღაზიები.

მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან მსოფლიოში არსებობს სურსათის საკმარისი მარაგი რომ ყველა გამოიკვებოს, ჩვენ თვალი უნდა გავუსწოროთ გამოწვევას: უზარმაზარი რისკი არსებობს იმისა, რომ სურსათი შეიძლება, ვერ გახდეს ხელმისაწვდომი იქ, სადაც ამის საჭიროება იქნება“, – აცხადებს გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორი.

ის აღნიშნავს, რომ COVID-19-ის აფეთქებამ, მთელი თანმდევი საგანგებო სიტუაციებითა და კარანტინებით, შექმნა ლოჯისტიკური პრობლემები, რომელიც რიკოშეტივით გადაეცემა თანამედროვე გლობალური ეკონომიკის ღირებულებათა გრძელ ჯაჭვს.

„გადაადგილების შეზღუდვამ, ასევე, მუშახელის აპათიურმა ქმედებებმა შეიძლება, ფერმერებს ხელი შეუშალოს ფერმერულ საქმიანობაში, ხოლო სურსათის გადამამუშავებელ საწარმოებს (რომლებიც სოფლის მეურნეობის პროდუქციის დიდ ნაწილს იყენებენ) სურსათის გადამუშავებაში. სასუქების, ვეტერინარული მედიკამენტებისა და სხვა საშუალებების დეფიციტი გავლენას მოახდენს სასოფლო-სამეურნეო წარმოებაზე. რესტორნების დახურვა და საკვების შესაძენად შემცირებული გასვლები შეამცირებს მოთხოვნას ახალ პროდუქტზე, გავლენას მოახდენს მწარმოებლებზე და მომმარაგებლებზე, განსაკუთრებით მცირე ფერმერებზე და ამას მოჰყვება გრძელვადიანი შედეგები მსოფლიოს მზარდი ურბანული მოსახლეობისათვის მანჰეტენზე თუ მანილაში.

სურსათის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული გაურკვევლობის ფონზე, პოლიტიკის შემქმნელებს შეიძლება, მოუწიოთ ვაჭრობის შემზღუდავი ღონისძიებების გატარება, რათა დაიცვან ეროვნული სურსათის უსაფრთხოება.

თუ გავითვალისწინებთ 2007-2008 წლების სასურსათო ფასების გლობალურ კრიზისს და მასთან დაკავშირებულ გამოცდილებას, ჩვენ ვიცით, რომ ამგვარმა ზომებმა შეიძლება, მხოლოდ გაამწვავოს სიტუაცია.


საექსპორტო ქვეყნების მიერ ექსპორტის შეზღუდვა, რათა სურსათის ხელმისაწვდომობა გაზარდონ ეროვნულ დონეზე, გამოიწვევს მსოფლიოს სასურსათო ბაზრის სერიოზულ რღვევას, ფასების კატასტროფულ ზრდას და გაზრდილი ფასების ცვალებადობას“, – აცხადებს წერილში კუ დონჟუ.

ის განმარტავს, რომ 2007-2008 წლებში, ამგვარი მყისიერი ღონისძიებები უაღრესად დამაზიანებელი აღმოჩნდა, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისათვის, სადაც დაბალი შემოსავლები და სურსათის დეფიციტია და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ძალისხმევისათვის, რომ შეეძინათ სურსათის მარაგი მოწყვლადი და ღარიბი მოსახლეობისათვის.

„სასურველია, ყველამ ვისწავლოთ უახლოესი წარსულის მაგალითზე და აღარ დავუშვათ მეორედ იგივე შეცდომების გამეორება.​

პოლიტიკის შემქმნელებმა მაქსიმალურად თავიდან უნდა აირიდონ სურსათის მომარაგების პირობების შემთხვევითი შევიწროება.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ ქვეყანას თავისი გამოწვევა აქვს, თანამშრომლობა მთავრობებს და დარგებისა და მონაწილე მხარეების სრულ სპექტრს შორის, უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვდგავართ გლობალური პრობლემის წინაშე, რომელიც მოითხოვს გლობალურ საპასუხო ქმედებას.


ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ სასურსათო ბაზრები ფუნქციონირებდეს სათანადოდ და, რომ ინფორმაცია ფასების, წარმოების, მოხმარებისა და სასურსათო მარაგების შესახებ რეალურ დროში იყოს ხელმისაწვდომი ყველასათვის. ამგვარი მიდგომით შევამცირებთ გაურკვევლობას და მწარმოებლებს, მომხმარებლებს, მოვაჭრეებსა და გადამამუშავებელ საწარმოებს საშუალებას მივცემთ, მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილებები და შეაჩერონ თვითნებური პანიკური ქმედებები გლობალურ სასურსათო ბაზრებზე.


რა გავლენას მოახდეს COVID-19-ის პანდემია განსაკუთრებით ღარიბი სახელმწიფოების მოსახლეობის ჯანმრთლეობაზე ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ერთი რამ შეგვიძლია, გარკვევით ვთქვათ, ნებისმიერი შემდგომი სასურსათო კრიზისი, რომელიც მცდარი პოლიტიკის შექმნის შედეგად გაჩნდება, იქნება ჰუმანიტარული უბედურება, რომლის თავიდან აცილება შეგვიძლია.


მსოფლიოს მასშტაბით უკვე გვყავს 113 მილიონი ადამიანი, რომელიც მწვავე შიმშილს განიცდის. აფრიკის კონტინენტზე, საჰარიდან სამხრეთით მცხოვრები მოსახლეობის მეოთხედი არასრულფასოვნად იკვებება. სურსათის მიწოდების ჯაჭვის ნებისმიერი წყვეტა კიდევ უფრო გაამძაფრებს ამ ადამიანების ტანჯვას და მსოფლიოში შიმშილის აღმოფხვრის გამოწვევას.


ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ დავუშვათ. პრევენციას უფრო ნაკლები ფასი აქვს. გლობალურ ბაზრებს კრიტიკული როლი აკისრიათ მიწოდება-მოთხოვნის შოკის შერბილების კუთხით ქვეყნებსა და რეგიონებში და ჩვენ ერთად უნდა ვიშრომოთ, რათა სურსათის მომარაგების ჯაჭვის წყვეტა მინიმუმამდე დავიყვანოთ.


COVID-19 იძულებით გვახსენებს, რომ სოლიდარობა არ არის ქველმოქმედება, არამედ საღი აზრი“, – ნათქვამია გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) გენერალური დირექტორის, კუ დონჟუს ღია წერილში.


1tv.ge


თეგები:
გაერო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up