გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს

access_time2018-10-08 14:04:23

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია აღმასრულებელ საბჭოში მისაღებად საქართველოს კანდიდატურას განიხილავს. როგორც „კომერსანტს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულიმ ადმინისტრაციიდან აცნობეს, ინიციატივა ბუდაპეშტში ტურიზმისა და ციფრული ტრანსფორმაციის საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ წამოაყენა.


გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კონფერენციას დაესწრო გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი, ღონისძიებაში მონაწილეობდა აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი. აღმასრულებელ საბჭოში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია უახლოეს მომავალში მიიღებს გადაწყვეტილებას.








"კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ" - სადაზღვევო კომპანიები ბანკებისთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ

access_time2018-12-11 20:00:20
სადაზღვევო კომპანიები კომერციული ბანკების წინააღმდეგ გამოდიან და მათთვის სადაზღვევო სფეროში საქმიანობის შეზღუდვას ითხოვენ. სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლების თქმით, ბანკები მათი შვილობილი კომპანიებისათვის ხელოვნურად ქმნიან ხელსაყრელ გარემოს და კონკურენტებს უსამართლოდ ზღუდავენ. კერძოდ, მაშინ როდესაც მომხმარებლები აზღვევენ სესხს, ბანკები მათ სთავაზობენ მხოლოდ ერთ კომპანიას. „სიტუაცია დღითიდღე უფრო უკონტროლო ხდება და იშლება ზღვარი სადაზღვევო ინდუსტრიასა და საბანკო...

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა

ბიძინა ივანიშვილმა Bloomberg-ის რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა
access_time2018-12-11 20:30:00
საქართველოს უმდიდრესი ადამიანის და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ქონება 180 მლნ. დოლარით შემცირდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ივანიშვილი Bloomberg-ის პერიოდულ რეიტინგში 25 პუნქტით დაწინაურდა. 2018 წლის დასაწყისში „ქართული ოცნების“ ლიდერის ქონება 5,8 მლრდ. დოლარს შეადგენდა და მას 295-ე ადგილი ეკავა. ამ მაჩვენებელმა მაქსიმუმს - 5,9 მლრდ. დოლარს 2018 წლის იანვრის ბოლოს მიაღწია, რის შემდეგაც დაიწყო...

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით

ტენდერები და გამარტივებული შესყიდვები – კორუფციული გარიგებების მაღალი რისკი ხალხის ფულით
access_time2018-12-11 18:40:00
არის თუ არა სახელმწიფო შესყიდვების სისტემა კორუფციული გარიგებების ეპიცენტრში სახელმწიფო შესყიდვები ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა როგორც ბიზნესის, ისევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ხშირია საუბრები ტენდერებსა და პირდაპირი მიყიდვით გზით შესყიდვებში არსებულ შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე, რადგან საკითხი სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილ ფულად სახსრებსა და მის რაციონალურ ხარჯვას ეხება. 2015 წელს პირდაპირი...

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია ყაზბეგი იყიდოს

საქართველოს კაპიტალმა შესაძლოა კომპანია  ყაზბეგი იყიდოს
access_time2018-12-11 16:35:56
ქართულ ბაზარზე ლუდის ორი მსხვილი კომპანია ერთიანდება. Marketer.ge -ს ინფორმაციით, „აისის“ მწარმოებელი Global Beer Georgia (საქართველოს კაპიტალი) კომპანია „ყაზბეგს“ ყიდულობს. აღნიშნულზე, „აისის“ წარმომადგენლები, ჯერჯერობით, კომენტარს არ აკეთებენ. ლუდს „აისი“, კავკასიაში Heineken-ის ლიცენზირებული პარტნიორი კომპანია Global Beer Georgia 2017 წლის ზაფხულიდან...

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში

დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ - ქალაქის ყველა უბანში
access_time2018-12-11 18:00:16
დეველოპერული კომპანია „სამშენებლო ინვესტიციები“ ქართულ ბაზარზე 2015 წლიდან მოღვაწეობს. ამ მოკლე პერიოდის მანძილზე, კომპანიამ საქართველოს მაშტაბით, 120 000-მდე კვადრატული მეტრის მშენებლობა განახორციელა, ამჟამად კი,თბილისის ცენტრალურ უბნებში 3 მიმდინარე პროექტს ახორციელებს. ამ მოკლე პერიოდში,„ სამშენებლო ინვესტიციები“ ჩამოყალიბდა  სანდო და ხარისხიან კომპანიად. ის განაგრძობს ზრდას, როგორც სამშენებლო-ტექნოლოგიური, ასევე პროექტების ზრდის...


მსგავსი სიახლეები

up