გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიო თანამეგობრობა არასათანადოდ მოქმედებს და გლობალური თანამშრომლობა არასაკმარისია.
„პანდემია არის გამოცდა საერთაშორისო თანამშრომლობისთვის. ეს გამოცდა ჩვენ ვერ გავიარეთ“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.
მისივე თქმით, მსოფლიომ პანდემიის დროს ვერ გამოიჩინა სოლიდარობა და ერთიანობა, რის გამოც, „ვირუსი კონტროლს აღარ ექვემდებარება“.
1tv.ge