ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად გაერო  ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად გაერო ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს

access_time2019-09-05 11:52:02

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ „დორიანის“ შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. როგორც ხელისუფლება აცხადებს, ბაჰამის კუნძულებისთვის მიყენებული ზარალი კატასტროფულია. მოქალაქეები სურსათის დანაკლისს განიცდიან. რიგებია ბენზინგასამართ სადგურებთან. ელექტროგადამცემი ხაზების გაწყვეტის გამო, დენი კუნძულების მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.



წყლის ქვეშ აღმოჩნდა აეროპორტები, რის გამოც მოქალაქეთა ევაკუაცია შეფერხებულია.



ქარიშხალი „დორიანი“ მეხუთე კატეგორიის სტიქიაა, რომელმაც ბაჰამის კუნძულებს 1-2 სექტემბერს გადაუარა. შედეგად ათასობით სახლი დაინგრა. დაღუპულია სულ მცირე შვიდი ადამიანი. თუმცა, მთავრობა მსხვერპლის გაზრდას პროგნოზირებს.



„ჩვენს ქვეყანას ისტორიაში ყველა დიდი ეროვნული კრიზისის დაატყდა თავს“, – განაცხადა ბაჰამის კუნძულების პრემიერ-მინისტრმა ჰუბერტ მინისმა.



დრონით გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ ბაჰამის კუნძულების ნაწილი დატბორილია. წაქცეულია ხეები. დანგრეულია სახლები და დამხმარე ნაგებობები.



როგორც გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მარკ ლოუკოკმა განაცხადა, გაერო ქარიშხლის შედეგად დაზარალებული ბაჰამის კუნძულების დასახმარებლად ერთ მილიონ დოლარს გამოყოფს. თანხა საგანგებო სიტუაციებისთვის განკუთვნილი სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.



მისივე თქმით, სასწრაფო ჰუმანიტარული დახმარება სულ მცირე 70 000 ადამიანს სჭირდება.



გუშინ ქარიშხალი ფლორიდას დაატყდა თავს. თუმცა, „დორიანი“ შესუსტდა და სინოპტიკოსების თქმით, ის მეორე კატეგორიის სტიქიაა. საგანგებო რეჟიმია გამოცხადებული როგორც ფლორიდაში, ისე სამხრეთ და ჩრდილოეთ კაროლინასა და ჯორჯიის შტატშიც.



1tv.ge






როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...

თბილისის ზღვის კლუბი გაიხსნა

თბილისის ზღვის კლუბი  გაიხსნა
access_time2020-05-29 15:30:35
„თბილისის ზღვის კლუბი“ გაიხსნა და მსურველებს უკვე მასპინძლობს-ამის შესახებ „კომერსანტს“ კლუბის ადმინისტრაციაში განუცხადეს.მათი ინფორმაციით,არსებული რეგულაციის შედეგად, სტუმრებს აუზით სარგებლობა ჯერ არ შეუძლიათ. დაშვებულია მხოლოდ ზღვაში შესვლა და წყლის საშხაპეებით სარგებლობა.    კითხვაზე, არის თუ არა აქტივობა და დატვირთულია თუ არა ტერიტორია  სტუმრებით,...


მსგავსი სიახლეები

up