გაერო: მსოფლიო ეკონომიკა კორუფციის შედეგად წლიურად 2,6 ტრლნ. დოლარს კარგავს

გაერო: მსოფლიო ეკონომიკა კორუფციის შედეგად წლიურად 2,6 ტრლნ. დოლარს კარგავს

access_time2017-12-17 20:00:09

დღეისათვის მსოფლიოში აღებული ქრთამის მთლიანი მოცულობა წელიწადში 1 ტრლნ. დოლარს შეადგენს - ასეთი დასკვნა გააკეთეს გაეროს ექსპერტებმა. მოხსენება კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნდა. გარდა ამისა, მსოფლიო ეკონომიკა  კორუფციის გამო წლიურად 2,6 ტრლნ. დოლარს კარგავს, რაც  მსოფლიო მშპ-ს 5%-ს შეადგენს.


მონაცემები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით - განვითარებად ქვეყნებში დანაკარგები კორუფციისგან 10-ჯერ აღემატება მათ მიერ მიღებულ საერთაშორისო ფინანსურ დახმარებას.


„მექრთამეობა არის სერიოზული დანაშაული, რომელიც ძირს უთხრის ნებისმიერი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას. არც ერთი რეგიონი და არც ერთი ქვეყანა არაა დაზღვეული კორუფციისგან“ - ნათქვამია გაეროს მოხსენებაში.


გაეროს მსოფლიოს შენების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პატრიკ კეულერსის თქმით, გამოქვეყნებული მონაცემები არაა უბრალოდ აბსტრაქტული ციფრები - მათ უკან დგას მილიონობით ადამიანის სიღარიბე და უთანასწორობა.



„ეს ციფრები აღმაშფოთებელია, თუმცა უფრო საშინელია ისაა, რაც მოაქვს ამ ფინანსურ მაქინაციების - სიღარიბის და უთანასწორობის სამყარო, კორუფციის დამანგრეველი გავლენა შემოსავლების განაწილებაზე და სახელმწიფო ხარჯებზე“ - განაცხადა მან.


პატრიკ კეულერსმა ასევე ახსენა გამოძიებები პანამის და სხვა ოფშორების ირგვლივ მსხვილი ბიზნესმენების საქმიანობის შესახებ, რომლებმაც აჩვენა იქ დამალული სიმდიდრეების მასშტაბები.


Oxfam International-ის კვლევების თანახმად, აფრიკის ქვეყნები ყოველწლიურად კარგავენ გადასახადების დამალვის გამო 14 მლრდ. დოლარს.


„ამ ფულით შესაძლებელი იყო 4 მლნ. ბავშვის გადარჩენა, ან იმის მიღწევა, რომ აფრიკაში ყველა ბავშვს მიეღო განათლება“ - თქვა მან.


Transparency Internationalის დასკვნის მიხედვით, აზია-წყნარი ოკეანეს რეგიონში, სიღარიბის დონის მიღმა მცხოვრებ ადამიანთა 38% იხდის ქრთამს სახელმწიფო მომსახურეობასთან წვდომისთვის. კვლევის ავტორებმა ასევე გააკეთეს დასკვნა რომ ამ რეგიონში მექრთამეობა მჭდიდროდაა დაკავშირებულ ახალგაზრდებში განათლების დაბალ დონესთან.


rbc.ru




AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით

AREA EXPO 2020 - „უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა-გაყიდვა“ მხოლოდ ორი დღით
access_time2020-02-18 10:30:26
არეა ექსპო 2020 -უძრავი ქონების მასშტაბური გამოფენა გაყიდვა 4-5 აპრილს ჩატარდება შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში. არეა ჯგუფი, ღონისძიებას უკვე მესამედ მართავს თბილისში. საქართველოში პირველი უძრავი ქონების გამოფენა -გაყიდვა არე ექსპო 2018 წელს ჩატარდა და წარმოადგენს ერთიან პლატფორმას დეველოპერებისთვის, კონკურენტულ გარემოში შეხვდნენ მიზნობრივ აუდიტორიას, უძრავი ქონების სექტორითა და შეძენით დაინტერესებულ მომხმარებლებს....

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“

„ამერიკაში ქართული ღვინის ცნობადობა დაბალ დონეზეა-საქართველო Georgia-ს შტატში ერევათ“
access_time2020-02-18 10:45:03
ბოლო სამი წელია ამერიკაში ქართული ღვინის იმპორტი საშუალოდ 54%-ით იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში კი ზრდამ 88%-ს მიაღწია. მხოლოდ გასულ წელს საქართველოდან აშშ-ში 466,056 ბოთლი ღვინო გავიდა, ღირებულებით $2,335,867. „კომერსანტი“ დაინტერესდა როგორია რეალობა, იცნობენ თუ არა ქართულ ღვინოს ამერიკაში, რა ბარიერებს აწყდებიან მეღვინეები და როგორ ეხმარება მათ ...

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“

„ბაზარზე დარჩენილი მიკროსაფინანსოები საპროცენტო განაკვეთებით ისე შეძლებენ მანიპულირებას, როგორც თვითონ მოესურვებათ“
access_time2020-02-18 11:30:08
ბოლო ერთ წელიწადში მიკროსაფინანსო ორგანიზაციების რიცხვი 19 ერთეულით შემცირდა. კერძოდ, ეროვნული ბანკის მონაცემებით, თუ 2018 წლის მეოთხე კვარტლის მდგომარეობით ბაზარზე 67 მის-ო ოპერირებდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში, მათი რაოდენობა 48-მდე შემცირდა. აღსანიშნავია, რომ მკვეთრად შემცირებულია მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წმინდა მოგება და აქტივები, თუმცა, გაზრდილია...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...


მსგავსი სიახლეები

up