გაერო: მოსახლეობის ზრდა აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას

გაერო: მოსახლეობის ზრდა აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას

access_time2019-07-08 20:00:48


ორ წელიწადში ერთხელ გაერო აქვეყნებს პროგნოზებს დემოგრაფიული ტენდენციების შესახებ. 2019 წლის დასკვნამ კი გამოავლინა 2 საპირისპირო ტენდენცია:


აზიაში, ევროპასა და ამერიკაში უკვე მიღწეულია მოსახლეობის რაოდენობის სტაბილური დონე, ან იქნება მიღწეული უახლოეს წლებში, ამასთან ერთად საშუალო პროგნოზი გულისხმობს 2100 წლისთვის მოსახლეობის ზრდას მხოლოდ 2%-ით - დღევანდელი 6,5 მლრდ.-დან 6,5 მლრდ.-მდე.


თუმცა, ამ პროგნოზს არ ეთანხმებიან შტატებში, სადაც მიიჩნევენ, რომ მხოლოდ აფრიკის მოსახლეობა გაიზრდა რამდენჯერმე - 1,3-დან 4,2 მლრდ.-მდე. შესაბამისად, 2%-ანი ზრდა, რომელსაც წინასწარმეტყველებს გაერო - არარეალური მაჩვენებელია.


ათწლეულების დემოგრაფიული ტენდენციები დამოკიდებულია შობადობის მომავალ კოეფიციენტზე, რომელიც საკმაოდ მერყევი და არაპროგნოზირებადია.


თუმცა, მსოფლიოში ცალსახაა სრულიად ახალი, აქამდე არარსებული ტენდენცია - დღეს მოსახლეობის ზრდა ხელს უწყობს ქვეყნების ეკონომიკური ჩამორჩენას. წარმოების ზრდადი ავტომატიზება ყველა სექტორში - დაწყებული სერვისით, დამთავრებული სოფლის მეურნეობით, ამცირებს მუშახელის ზრდის პოზიტიურ გავლენას ადამიანების კეთილდღეობაზე.


მარტივად რომ ვთქვათ, იმისთვის, რომ ქვეყანა გამდიდრდეს, მას სულ არ სჭირდება მოსახლეობის ზრდა და ბევრი მუშახელი. ეს კარგი ახალი ამბავია, თუმცა, არა აფრიკის ქვეყნებისთვის.


ყველა ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყანაში შობადობა სწრაფად მცირდებოდა მე-19 საუკუნის ბოლოდან, რადგანაც კონტრაცეფცია გახდა ხელმისაწვდომი, ქალები კი განათლების დონის ზრდასთან ერთად, სულ უფრო მეტად თავისუფლდებოდნენ ოჯახური სფეროსგან.


1920-ან წლებში შობადობა ევროპაში და ამერიკაში შემცირდა ერთ ქალზე 2-ზე ნაკლებ ბავშვამდე, თუმცა, მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ გაიზარდა 2,4-მდე ევროპაში და 3-მდე ამერიკაში - ეს იყო ე.წ. „ბეიბი ბუმის“ პერიოდი, რომელიც გაგრძელდა 70-ან წლებამდე.


აი, 70-ანი წლების შემდეგ კი, შობადობას ისევ დაიწყო შემცირება, რომელმაც მუდმივი ტენდენციის ხასიათი მიიღო . დასავლეთ და ჩრდილოეთ ევროპაში შობადობა შემცირდა 2,0-ზე ქვემოთ, შემდეგ იგივე ტენდენცია გაგრძელდა სამხრეთ ევროპაში, სადაც დღემდე შობადობის დონე შეადგენს 1,85-ს. საშუალო ევროპული მაჩვენებელი კი სადღეისოდ შეადგენს 1,6-ს.



იგივე პროცესები მიმდინარეობს ჩრდილოეთ ამერიკაში - მაგალითად, კანადაში შობადობის კოეფიციენტი შეადგენს 1,5-ს, აშშ-ში 70-ანებში შემცირდა 2-ზე ქვემოთ, 90-ანებშო ოდნავ გადასცდა ამ მაჩვენებელს, ძირითადად ლათინოამერიკელი მიგრანტების ხარჯზე.


თუმცა, ეს იყო 90-ანებში. შემდგომ წლებში ლათინელებს შორისაც შობადობა შემცირდა და დღეს აშშ-ს ნაჩვენებელია 1,78.


ანუ, გამოდის, რომ განვითარებული და წარმატებული საზოგადოებები ირჩევენ შობადობის კოეფიციენტს, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის თანდათანობით შემცირებას.



ყველა ქვეყანაში, რომელმაც მიაღწია კეთილდღეობის გარკვეულ დონეს, ქალებს აქვთ განათლებას და შვილის ყოლის არჩევანი - კოეფიციენტი არის მოსახლეობის რაოდენობის მხოლოდ შენარჩუნებისთვის საკმარისი ან კიდევ უფრო დაბალი.



ამ ფონზე ხშირად ისმის აზრი, რომ შობადობის შემცირების პირობებში, მუშახელი დეფიციტის აღმოფხვრის ერთადერთი საშუალებაა ღარიბი ქვეყნებიდან მდიდრებში იმიგრაცია.



თუმცა, ავტომატიზაციის ზრდის პირობებში მოსახლეობის რაოდენობის ზრდის შეჩერება საბოლოო ჯამში არის დადებითი მოვლენა და არა საფრთხე.



მაღალი ტექნოლოგიების განვითარება იძლევა უხეშ სამუშაო ძალაზე უარის თქმის საშუალებას, და პირიქით - სწორედ ავტომატიზაცია უშლის დასაქმებას ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა სწრაფად იზრდება.



ამის მაჩვენებელია ინდოეთი, სადაც მთლიანობაში შობადობა შემცირდა 2-მდე ყველა განვითარებული რეგიონებში. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ დღესაც კი ქვეყნის მოსახლეობა იზრდება ყოველწლიურად 10 მლნ. ადამიანით, ხოლო 2050 წელს მოსახლეობის რიცხოვნობა გაიზრდება 1,65 მლრდ.-მდე და შეინარჩუნებს სტაბილურობას ამ დონეზე.



ასეთი ზრდა, რომელსაც ხშირად უწოდებენ სასურველ დემოგრაფიულ დივიდენდს, სინამდვილეში არის დღევანდელი ინდოეთის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა.


ქვეყნის მშპ-ს ზრდამ 5 წლის მანძილზე შეადგინა 7% და ეს მაჩვენებელი დაკავშირებულია მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან. თუმცა, ამ ზრდამ თითქმის არ შექმნა ახალი სამუშაო ადგილები და ინდოეთის მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი ან უმუშევარია, ან მუშაობს უზარმაზარ და უკიდურესად არაეფექტურ არაფორმალურ სექტორში.



ამავე დროს ჩინეთი და იაპონია, სადაც ხდება შრომისუნარიანი მოსახლეობის შემცირება, აქვთ დასაქმების და მრეწველობის ავტომატიზების გაცილებით მეტი საშუალებები, თანაც უმუშევრობის ზრდის გარეშე.


აქედან გამომდინარე, ყველაზე სერიოზული დემოგრაფიული საფრთხის წყარო სადღეისოდ არის აფრიკა, სადაც მოსახლეობის სწრაფად და უკონტროლოდ იზრდება.


მოამზადა თენგიზ აბლოთიამ





„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up