გაერო: 2050 წლისთვის მოსახლეობის 68% ქალაქებში იცხოვრებს

გაერო: 2050 წლისთვის მოსახლეობის 68% ქალაქებში იცხოვრებს

access_time2018-05-17 17:30:37


 გაეროს მონაცემებით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ორი-მესამედი ქალაქებში იცხოვრებს. ურბანიზაციის ყველაზე თვალსაჩინო პროცესი კი ჩინეთში, ინდოეთსა და ნიგერიაში წარიმართება.

 

2018 წლისთვის ურბანულ ზონებსა და ქალაქებში მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 55% ცხოვრობს, რაც მომდევნო 32 წელიწადში 66%-მდე გაიზარდება.

 

გაეროს კვლევაში აღნიშნულია, რომ მომდევნო წლებში მეგაქალაქების (10 მლნ.-ზე მეტი მაცხოვრებელი). რაოდენობაც მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამ მომენტისთვის მსოფლიოში 33 მეგაქალაქი არსებობს. კვლევაში ვკითხულობთ, რომ ასეთი ტიპის ქალაქები 43-მდე გაიზრდება.


 

შეგახსენებთ, რომ 1990 წელს მსოფლიოში სულ 10 მეგაქალაქი არსებობდა.

 

მოსახლეობის მხრივ მსოფლიოში უდიდესი ქალაქი ტოკიოა, სადაც დაახლოებით 37 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. მეორე პოზიციას ნიუ-დელი იკავებს (29 მილიონი), ხოლო მესამეზე კი შანხაია (26 მილიონი). ნავარაუდევია, რომ ნიუ-დელი პირველ ადგილზე 2028 წლისთვის გადაინაცვლებს.

 

ჩრდ. ამერიკის მოსახლეობის 82% ქალაქებში ცხოვრობს, ევროპაში კი - 74%. ყველაზე ნაკლებად ურბანული კონტინენტი აფრიკაა, სადაც ქალაქებს გარეთ მოსახლეობის 57% ცხოვრობს.

 





გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და "ოცნებას" არ ენოდბა

გია ნოდია: ივანიშვილი აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს და
person access_time2018-08-16 19:38:45
პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება რომ მმართველ პარტიას არ ჰყავდეს საკუთარი კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებზე ორმაგი აბუჩად აგდებაა. როგორც პოლიტოლოგი Facebook-ში წერს, ის ერთი მხრივ აბუჩად იგდებს პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხოლო მეორე მხრივ "ქართულ ოცნებას", რომელსაც უნდობლობას უცხადებს.   ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება, არ დააყენოს კანდიდატი საპრეზიდენტო არჩევნებში, ორმაგი აბუჩად აგდებაა. ერთი მხრივ ის აბუჩად იგდებს პრეზიდენტის...

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“ „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

კომპანია „სფერო დეველოპმენტი“  „სვეტის“ წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს
person access_time2018-08-16 18:31:58
 „სფერო დეველოპმენტი“, სამშენებლო კომპანია „სვეტის“ წინააღმდეგ, რომელთანაც მიმდინარე წლის მაისში ნასყიდობის  წინარე ხელშეკრულება გააფორმა, სამართლებრივ დავას...

პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს

 პარლამენტს აზარტული თამაშების შესახებ კანონში ცვლილებები შეაქვს, მაგრამ მიღებას ისევ აჭიანურებს
person access_time2018-08-16 20:00:00
ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმდჯომარემ ლევან გოგიჩაიშვილმა „აზარტული თამაშების შესახებ“ კანონპროექტში მორიგი ცვლილებების შეტანა დაანონსა. როგორც ლევან გოგიჩაიშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან უკვე შეთანხმებულია და მნიშვნლოვნად გადამუშავდება „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. ცნობილია, რომ  ცვლილებები პარლამენტის პლენარულ...

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა

სებ: ლარი 3 თეთრით გამყარდა
person access_time2018-08-16 16:53:00
...

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება

შრომის უსაფრთხოების კონტროლს ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება
person access_time2018-08-16 16:55:31
შრომის ინსპექტორის უფლებები გაიზრდება და  უსაფრთხოების კონტროლს  ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფერო დაექვემდებარება.  ეს იმას ნიშნავს, რომ 1 აგვისტოდან ამოქმედებული ნორმები მხოლოდ  მომეტებული საფრთხის შემცველ, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებზე არ...


მსგავსი სიახლეები

up