გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

გაძვირებული ელექტროენერგიის მინუს ნიშნით დათვლის მიუხედავად, ინფლაციამ 3.5%-ს გადააჭარბა

access_time2021-03-02 12:00:01

წლიურმა ინფლაციამ თებერვალში 3.6%-ს მიაღწია, თუმცა ისევე როგორც იანვარსა და დეკემბერში მასში გაძვირებული ელექტროენერგია ფასების კლებად აისახა, რამაც განაკვეთი 1.85 პროცენტით შეამცირა, მის გარეშე ინფლაცია 5.4%-ს გადააჭარბებდა. 


Commersant საქსტატის ორიგინალურ მეთოდოლოგიაზე ადრეც წერდა. იანვრიდან ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 19-24 პროცენტით გაიზარდა. მთავრობამ 1 წლის ვადით სხვაობის სუბსიდირება იკისრა. გარდა ამისა 4 თვის განმავლობაში მოსახლეობის მიერ 200 კვტ/სთ-მდე მოხმარებული ელექტროენერგიისა და 200 კუბურ მეტრამდე ბუნებრივი გაზის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა. კლებაში საქსტატმა სწორედ ეს სუბსიდირება ასახა. რეალურად ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელების ფულით ივსება და სუბსიდირებაც თანხების გადანაწილებაა და არა რაიმე საჩუქარი, მაგრამ მაშინაც კი თუ მეთოდოლოგია სწორია, ჩნდება კითხვა რატომ არ გაითვალისწინა საქსტატმა იგივე ფასების კლება 2020 წლის ნოემბრის ინფლაციაში ან 2020 წლის მარტი-მაისის სამომხმარებლო ფასების გაანგარიშებისას, როდესაც კომუნალურ გადასახადებზე ანალოგიური სუბსიდირება ხორციელდებოდა.



ოფიციალური მონაცემებითაც ერთ წელიწადში სურსათი და უალკოჰოლო სასმელი 6.2%-ით გაძვირდა, მათ შორის ზეთი 34.3%-ით, შაქარი 14.1%-ით, ყავა და ჩაი 12.4%-ით, თევზი 10.6%-ით, პური - 8.7%-ით. წლიური 3.6%-დან სურსათის წილი ყველაზე მეტით 2.03%-ით განისაზღვრა. სურსათის გარდა ასევე გაძვირდა ჯანდაცვა 9.8%-ით, ავეჯი და საოჯახო ნოვთები - 12.3%-ით, ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო 8.1%-ით.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up