გაძვირებული ცხოვრების ფონზე მთავრობის შენახვაც სულ უფრო ძვირი ჯდება

გაძვირებული ცხოვრების ფონზე მთავრობის შენახვაც სულ უფრო ძვირი ჯდება

access_time2019-12-17 19:00:54

2019 წლის 9 თვეში მთავრობის შრომის ანაზღაურება 1.1 მილიარდ ლარამდე, მივლინების ხარჯები კი 62 მილიონამდე გაიზარდა.ინფლაციის ზრდის პარალელურად საქართველოში ცხოვრება სულ უფრო და უფრო ძვირდება, მოსახლეობას ყოველდღიურად გაძვირებული პროდუქციის შეძენა უწევს, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს. ამ ყველაფრის ფონზე კი მთავრობის ბიუროკრატიული ხარჯებისთვის სულ უფრო მეტი თანხები იხარჯება ბიუჯეტიდან.


მიუხედავად იმისა, რომ წლებია საქართველოში მცირე მთავრობის კონცეფციის აუცილებლობაზე მიმდინარეობს მსჯელობა და ფაქტობრივად ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს მსგავს პატარა ქვეყანას სჭირდება უფრო მოქნილი და ეფექტური მცირე მთავრობა, რომელიც ზედმეტი ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მოაგვარებს ყველა პრობლემას, ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები ჯერ კიდევ არ გადადგმულა. მცირე მთავრობის კონცეფცია გულისხმობდა მთავრობის ზომის შემცირებას ეკონომიკასთან მიმართებაში ისე, რომ ის არ აღემატებოდეს მშპ-ს 3,9 %-ს. ასევე, უნდა მომხდარიყო ბიუროკრატიული ხარჯების შემცირება 100–120 მილიონით. თუმცა არსებული მონაცემები სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და ფაქტია წლიდან–წლამდე მთავრობის შენახვა საქართველოს ბიუჯეტს სულ უფრო ძვირი უჯდება. საქართველოს აუდიტის სამსახურის, პროექტ ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით 2019 წლის 9 თვეში, საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურებამ 1.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2018 წელთან შედარებით 53 მილიონი ლარით მეტია.


გაზრდილია პრემია/დანამატების რაოდენობაც, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საჯარო დაწესებულებებში ჯამში 167 მილიონი ლარის პრემია/დანამატი გაიცა. პრემია–დანამატების წილმა შრომის ანაზღაურებაში 15% შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 149 მილიონი ლარის პრემია/დანამატები იყო გაცემული.


ბიუჯეტის მონიტორის ცნობით, 2019 წლის პირველ ცხრა თვეში მთავრობის მიერ გაცემული პრემია 4.8 მლნ ლარია, ხოლო სახელფასო დანამატები 163 მილიონი ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15%-ით მეტია. თუ წინა წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მთავრობამ სულ 141 მილიონი ლარის დანამატები გამოიწერა, წელს იგივე მაჩვენებელი 22 მილიონით გაიზარდა. შესაბამისად, გაზრდილია დანამატების ხვედრითი წილი მთლიანად მთავრობის შრომის ანაზღაურებაშიც.


3.7 მილიონითაა გაზრდილი მივლინების ხარჯები, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ადგილობრივ თუ საერთაშორისო მივლინებებზე 62.3 მილიონი ლარი დახარჯა. ბიუჯეტის მონიტორის მონაცემებით, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში მივლინების ხარჯები 58.6 მილიონს შეადგენდა.



ამჟამად საქართველოში მოქმედებს 11 სამინისტრო: შინაგან საქმეთა სამინისტრო, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი.


შედარებისთვის: გერმანიას 15 სამინისტრო აქვს, იტალიას – 18, საფრანგეთს -16, ესპანეთს – 17, უნგრეთს – 11, ბულგარეთს – 16, ლიეტუვას – 14, პოლონეთს – 19, ფინეთს – 11, ხორვატიას – 20, რუმინეთს – 15, კვიპროსს – 11, ჩეხეთს – 14, ესტონეთს – 11, სლოვაკეთს – 13, სლოვენიას – 14, მალტას – მალტას 13, შვედეთს – 12, ლატვიას – 13, ავსტრიას – 10, დიდ ბრიტანეთს – 25 და ა.შ.


სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოს მთავრობა თავისი “ზომით” (სამინისტროების რაოდენობით) დასავლურ ქვეყნებს არათუ შეესაბამება, რიგ შემთხვევაში ჩამორჩება კიდეც, თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ ქვეყნებში არსებობს სამინისტროები, რომელთა არსებობის საჭიროებაც ჩვენს რეალობაში არ დგას – იმიგრაციის სამინისტრო (ევროპა იმიგრაციული კრიზისის წინაშეა), საზღვაო საქმეების, კუნძულებისა და თევზჭერის სამინისტრო, ოჯახის სამინისტრო (ოჯახის ინსტიტუტი საქართველოში მყარია) და ა.შ.


გარდა ამისა, თუ შედარებას იმის გათვალისწინებით მოვახდენთ, რომ საქართველოში მხოლოდ 3.717 მილიონი ადამიანი (2017 წლის აღწერით) ცხოვრობს, გამოდის, რომ 1 სულ მოსახლეზე 0.0000029 სამინისტრო გვაქვს, რაც ბევრად აღემატება დანიის, ირლანდიის, სლოვაკეთისა და ფინეთის მაჩვენებლებს – იმ ქვეყნების, რომლებიც პოპულაციით ჩვენი მსგავსია.


ხოლო თუ სამინისტროების რაოდენობას ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მიხედვით დავთვლით, აღმოჩნდება, რომ 11 სამინისტრო არც ისე ცოტაა, მეტიც, ასეთი ანგარიშით ყოველ ერთ დოლარზე (მშპ ესმ-ის) საქართველოში 0,0099 სამინისტრო მოდის, რაც ამ ქვეყნებს შორის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“


თეგები:
ბიუჯეტი



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება

ახალციხისა და ასპინძის ტერიტორიაზე ახალი დაცული ტერიტორია იქმნება
access_time2020-02-29 16:00:47
ახალციხისა და ასპინძის მუნიციპალიტეტების ფარგლებში ახალი დაცული ტერიტორია - ერუშეთის ეროვნული პარკი - იქმნება. შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა ბიუროს 2 მარტის სხდომაზე წარედგინება.   „ერუშეთის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ახალი დაცული ტერიტორიის ფართობი 11 385 ჰექტარი იქნება. როგორც კანონპროექტის ინიციატორი - საქართველოს მთავრობა - აღნიშნავს, ერუშეთის ეროვნული პარკის დაარსებით უზრუნველყოფილი იქნება აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...


მსგავსი სიახლეები

up