გაძვირებული ცხოვრება - რატომ გაიზარდა ბოსტნეულზე და ხილზე ფასები?

გაძვირებული ცხოვრება - რატომ გაიზარდა ბოსტნეულზე და ხილზე ფასები?

access_time2019-04-05 09:00:19


საქსტატის“ მონაცემებით, 2019 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ყველაზე   მეტად ფასები შემდეგ პროდუქციაზე გაიზარდა.BPN-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ფასები გაიზარდა  სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. მათ შორის,კომბოსტოზე ფასები - 166%-ითაა გაზრდილი; ადგილობრივი წარმოების უფილტრო სიგარეტზე - 98.2%-ით; მწვანილზე - 70.4%-ით; ხახვზე - 60.6%-ით; მსხალზე - 41.3%-ით; ბადრიჯანზე - 40.1%-ით; პომიდორზე - 38.8%-ით; კიტრზე - 36.4%-ით; წიწაკაზე - 32.0%-ით; იმპორტული წარმოების ფილტრიან სიგარეტზე - 30.1%-ით; ადგილობრივი წარმოების ფილტრიან სიგარეტზე - 29.6%-ით.


რამ განაპირობა სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ასეთი  მასშტაბის ზრდა?  სპეციალისტები ამას რამდენიმე მიზეზით ხსნიან.არასამთავრობო ორგანიზაცია „მომავლის ფერმერის“ წარმომადგენელი მიხეილ ჭიჭაყუა განმარტავს, რომ  ბაზარზე  ადგილობრივი წარმოების დეფიციტია, ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქცია დიდი რაოდენობით შემოდის და ფასის მატებას კურსთა შორის სხვაობა იწვევს.


ამავე ორგანიზაციის აგრონომი ნინო ჭიორელი ბოლო ერთ წელიწადში სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს.  პირველი - იმპორტირებულ პროდუქციაზე კურსთა შორის სხვაობა, პესტიციდებზე მაღალი ფასი, კლიმატური პირობების გავლენები, მავნებლების ზიანი და ასე შემდეგ.


შპს „ქართული მწვანილის“ ხელმძღვანელი ჯუმბერ ბელთაძე  განმარტავს, რომ მას მიმდინარე წელს მწვანილზე ფასები არ გაუზრდია, რასაც ვერ ვიტყვით იმპორტირებულ პროდუქციაზე. მისი განმარტებით, თუ „ქართული მწვანილის“ მიერ წარმოებული 1 კილოგრამი ოხრახუშის ღირებულება 5 ლარს შეადგენს, იმპორტირებულის შემთხვევაში ფასი საკმაოდ დიდია.


„შემოტანილ  მწვანილზე  თვითღირებულება მეტია, რადგან პროდუქციის  ფასს ემატება ტრანსპორტირების ხარჯი,სხვაობაა ვალუტის კურსებს შორისაც,რაც დამატებით ხარჯს ქმნის. ქართული მწვანილი შედარებით იაფია, თუმცა, არ არის იმ რაოდენობის, რომ ადგილობრივი ბაზარი დააკმაყოფილოს„  აღნიშნავს ბელთაძე.



მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია „ჰერბიას“ დამფუძნებელი ზურაბ  ჯანელიძე სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე ფასების ზრდას რამდენიმე ფაქტორით ხსნის:


„ჩვენ 4 წლის განმავლობაში მწვანილსა და ბოსტნეულზე  ფასი არ შეგვიცვლია. გაუძვირდათ  იმ ადამიანებს, ვინც ყიდვა-გაყიდვით არიან დაკავებული. ჩვენ კი ვაწარმოებთ. 4 წლის წინ პირველადი წარმოება რაც გვიჯდებოდა, ის გვიჯდება ახლაც. მცირედით გაძვირდა მხოლოდ. თუმცა, ეს პროდუქციის საბოლოო ხარჯზე არ ასახულა. მეორე მიზეზი, რის გამოც ბოსტნეულზე და მწვანილზე ფასები გაიზარდა, პესტიციდების გაძვირებაა.  პროდუქტებზე ფასების ზრდა ამასაც შეეძლო გამოწვია. მინდა ავღნიშნო, რომ „ჰერბია“ 100%-ით ნატურალურ  პროდუქტს აწარმოებს, პესტიციდებს არ მოიხმარს, პროდუქცია ქიმიური საშუალებების გარეშე მოგყვავს, შესაბამისად, საფასო პოლიტიკა არ გადაგვიხედია“, -აცხადებს ჯანელიძე.


როგორც ცნობილია, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.7 პროცენტი შეადგინა.

 

სოფო ქსოვრელი 

 

 

 

 

 






„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა

„რუსთავი 2“ საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ სრულმა შემადგენლობამ დატოვა
access_time2019-08-21 18:55:00
 „რუსთავი 2“  საინფორმაციო გამოშვება “კურიერის“ თითქმის ყველა ჟურნალისტმა დატოვა.  ინფორმაცია “კომერსანტს“ რუსთავი 2-ის ჟურნალისტებმა დაუდასტურეს. რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში კურიერის რამდენიმე ჟურნალისტმა სამსახურის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, თუმცა მათ რიგებს, სავარაუდოდ, მთელი გუნდი შეუერთდა. „რუსთავი 2“-ის ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ „მთავარი არხი“ მაუწყებლობის...

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა

კობა გვენეტაძის არასწორმა საფინანსო პოლიტიკამ ლარს 1 მილიარდი დოლარის საყრდენი გამოაცალა
access_time2019-08-21 20:00:50
გვენეტაძე - სავალუტო ფონდის უპირობო მსახური, თუ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სულ ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპონდენტების 70% ეროვნულ ბანკს არ ენდობა. საქართველო, დღესდღეობით, ადეკვატური მოცემულობის ქვეყანა რომ იყოს, მხოლოდ ეს ერთი მონაცემი იქნებოდა საკმარისი, ეროვნული ბაკის პრეზიდენტს, საიდანაც მოვიდა (ვოშინგტონი/სავალუტო ფონდი) ისევ იქეთ რომ აეკრა გუდა-ნაბადი (თუ მიიღეს),...

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც „ფორსაჟი 9“-ის გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს

კომერსანტის ექსკლუზივი - მაღაზია რუსთაველზე, რომლის ვიტრინაშიც  „ფორსაჟი 9“-ის  გადაღებებისას მანქანა შევარდება, სოლიდურ კომპენსაციას მიიღებს
access_time2019-08-21 17:30:38
უკვე მესამე დღე რაც თბილისში  „ფორსაჟი 9“-ის გადაღებები მიმდინარეობს და  უკვე მესამე დღე რაც ჰოლივუდური ბლოკბასტერი განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაცაა. “კომერსანტი“ ერთ-ერთი პირველი იყო ვინც წერდა, რომ ჰოლივუდის ფილმში ქართული წარმოების “დიდგორი მეომარი“ გამოჩნდებოდა. ამჯერად ახალ ექსკლუზიურ დეტალზე გესაუბრებით: აღსანიშნავია, რომ საზოგადოებისთვის ფილმის სიუჟეტის მხოლოდ ერთი მონაკვეთია ცნობილია - სპეცტრაილერი ბეთანიაში დიდი სიმაღლიდან...

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება

ხაზარაძე-ჯაფარიძე თანხის დაყადაღების განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, მომავალში კი საქმე სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნება
access_time2019-08-21 15:00:48
„ძალიან მშრალი განჩინებაა, რომელსაც გავასაჩივრებთ, მაგრამ  ისეთი უცნაურობები ხდება ამ საქმეზე, სიმართლე გითხრათ,  დიდი იმედი არ მაქვს, რომ აპელაცია რამეს შეცვლის.  მაგრამ ჩვენ ეს საფეხური უნდა გავიაროთ, რადგან როგორც ვატყობ, ეს საქმე და მისი არცერთ შუალედური განჩინება აქ არ დამთავრდება და მოგვიწევს ამ ყველაფრის სტრასბურგში ეტაპობრივად გასაჩივრება,“ - ასე აფასებს თიბისი ბანკის დამფუნძებლების  მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად...

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს, სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება

„რაინეარი“ საქართველოდან ფრენებს 12 მიმართულებით შეასრულებს,  სამი მიმართულებით ავიარესები წელსვე დაიწყება
access_time2019-08-21 14:31:27
ქართულ მხარესა და ირლანდიურ დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია „რაინეარს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელს მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ დირექტოrმა, გიორგი ჩოგოვაძემ და „რაინეარის“ (Ryanair) კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა. ღონისძიებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა...


მსგავსი სიახლეები

up