გაძვირდება თუ არა პური ? - თუ კი მარცვლეულის ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, მოგვიწევს გადავხედოთ პურის ფასს

გაძვირდება თუ არა პური ? - თუ კი მარცვლეულის ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, მოგვიწევს გადავხედოთ პურის ფასს

access_time2018-05-07 14:30:00

რუსული ხორბალი გაძვირდა, საქართველოში ხორბლის 90 % კი რუსეთთიდან შემოდის. დარგის სპეციალისტები აცხადებენ, რომ ფასების მატება რუსული რუბლის გაუფასურების შედეგია. პარალელურად საფასო პოლიტიკა იცვლება ხორბლის მწარმოებელ დანარჩენ ქვეყნებშიც (აშშ. არგენტინა და ა.შ.).  FAO (მსოფლიო სასურსათო ორგანიზაცია)-ს მიმდინარე საფასო ტენდენცია აჩვენებს, რომ მარცვლეულის ფასების თვიურმა ინდექსმა აპრილში 1.7 %-ით მოიმატა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს   ზუსტად 15.4 %-ით აღემატება.


რა ხდება ადგილობრივ ბაზარზე? გაიზრდება თუ არა ხორბლისა და ფქვილის ფასი და შედეგად გაძვირდება თუ არა პური ? 


საკითხთან დაკავშირებით დაგის სპეცილისტების პოზიცია არაერთგვაროვანია, თავად პურის მცხობელები კი ფასების ზრდის პარალელურად პურის გაძვირებასაც არ უარყოფენ. 


საქართველოს ხორბლისა და ფქვილის ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა პურის გაძვირებას  უახლოეს თვეებში არ მოელის, მაგრამ მიმდინარე ეკონომიკური მოვენების ფონზე სამომავლოდ აღნიშნულის დაზუსტებით თქმა უჭირს. რაც შეეხება მომავალი ორი თვის პროგნოზებს, ლევან სილაგავას თქმით, შესაძლოა გაიზარდოს ხორბლისა და ფქვილის ფასები, თუმცა პურის მცხობელები დარჩენილი მარჟების შედეგად პროდუქტს  არ გააძვირებენ.


„აქ ორი ფაქტორია. დადებითი არის ის, რომ შარშან რუსეთში მოსავალი იყო რეკორდული, ამიტომ დიდია გარდამავლი მარაგების რაოდენობა. ამას ემატება წლევანდელი მოსავალიც, რაც მოსალოდნელია რომ  სტაბილური იქნება.  დადებითია ასევე ხორბლის ფასიც. კერძოდ, პურის ფქვილისთვის გამოსაყენებლი ხორბლის ფასი 34-35 ლარს შეადგენს, კრიტიკულ ფასად კი მეპურეებთან მიჩნეულია დაახლოებით 42-43 ლარი. დისტანცია საკმაოდ დიდია. ვალუტის რყევები უნდა იყოს კატასტროფული მაქსიმუმ ნიშნულამდე , რომ შესაბამსად პურის გაძვირებამდე მივიდეთ. უარყოფითი ფაქტორიც სწორედ ესაა - დოლარის რუბლთან და დოლარის ლართან მიმართებაში კომბინაცია. მაგრამ დადებითი ფაქტორი რადგან უფრო მეტია, ვფიქრობ, პურის გაძვირება უახლოეს თვეებში მაინც არ მოხდება“,- განმარტავს სილაგავა.



ლევან სილაგავს პოზიცია არ იზიარებს პურპროდუქტების ასოციაციისხელმძღვანელი მალხაზ დოლიძე. მისი თქმით, საერთაშორისო ბაზარზე არსებული ვითარება ბუნებრივად აისახება დგილობრივ ბაზარზეც.  შესაბამისად გაძვირდება ხორბალიც, ფქვილიც და ეს ტენდენცია პირდაპირ აისახება პურის თვითღირბეულებაზე.


„არ ვაპირებ ოფიციალურად განვაცხადო, რომ პური გაძვირდება, დასკვნები თავად გააკეთეთ. უბრალოდ ფაქტია, ძვირდება ხორბალი და ზოგადად მარცვლეული, რაც ფქვილს თავისთავად გააძვირებს, ეს ყველაფერი კი ბუნებრივად  აისახება პურის თვითღირებულებაზე. რაც შეეხება პურის მცხობელების მარჟებს, რომ თითქოს მათ დიდი რეზერვი აქვთ, ეს ასე აღარ არის. დაწყებული საგადასახადოებიდან, მათ შორის ფიტო სანიტარული გადასახადიც,  ყველა გვწურავს და რა მარჟები უნდა გქვონდეს,“- განმარტავს დოლიძე.


როგნოზების გაკეთება რომ რთული არაა, ამ მოსაზრებას იზიარებს, კომპანია „მარგის ხელმძღვანელნუგზარ ღონიაშვილიც. მეტიც, მისი  თქმით, მარცვეულის ფასების ზრდა ადგილობრივ ბაზარზე უკვე დაწყებულია და სამომავლოდ უფრო გაიზრდება.


„ძნელი არ არის ამ ყველაფრის პროგნოზირება.  როცა მარცვეულის ფასები არის გაზრდილი საერთაშორისო ბაზარზე , რა თქმა უნდა, აქაც დაწყებულია და უფრო გაიზრდება კიდეც. პურის საკითხზე კონკრეტული პასუხის გაცემა მიჭირს, რადგან სოციალური პროდუქტია და რთულია ცალსახად რომელიმე პოზიცია დავიკავო. რაც შეეხება ხორბალსა და  ფქვილს, შესაძლოა ახლა წისქვილებს გარკვეული მარაგები ჰქონდეთ, მაგრამ საბოლოოდ ის ამოიწურება და მაინც ახალი ფასით მოუწევთ პროდუქტის შესყიდვა. ჯამში, კიდევ უფრო მეტად გაძვირდება ხორბალიც და ფქვილიც“,- განმარტავს ღონიაშვილი.


რაც შეეხება კომპანია იფქლის დირექტორის არისი ბოჭოიძის პოზიციას, მისი თქმით, მცირე ცვლილებები პროდუქტზე არ არისახება, მაგრამ თუ ფასების ზრდის ტენდენცია გაგრძელდება, კომპანიას საფასო პოლიტიკის გადახედვა მოუწევს. 


დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენთვის საჭირო ფქვილზე ფასი ტომარაზე ერთი ლარით არის გაზრდილი. ხორბლის ფასის ზრდა საერთაშორისო ბაზარზე, როგორც წესი, აისახება ხოლმე საქართველოში იმპორტირებული ხორბლის და შესაბამისად ფქვილის ფასზეც. პურის საბოლოო ფასი ძირითადად დამოკიდებულია ნედლეულსა და ენერგომატარებლებზე. თუ ნედლეულის ფასი მნიშვნელოვნად შეიცვლება ბაზარზე, ეს რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს პურის გასაყიდ ფასზეც. შედეგად, თუკი ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდა და სისტემური სახე მიიღო, მაშინ პურის მწარმოებელ კომპანიებს მოგვიწევს გადავხედოთ პურის ფასს, განმარტავს ბოჭოიძე. 

 

 ავტორი: სალომე ლემონჯავა

 




ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება

ცესკოს თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება
access_time2021-08-02 13:55:18
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 6 თვით გიორგი კალანდარიშვილი იქნება. პარლამენტმა ის მეოთხე მცდელობაზე დღეს, 2 აგვისტოს აირჩია. კალანდარიშვილის კონკურენტმა გიორგი სანტურიანმა ხმების საჭირო რაოდენობა ვერ მოაგროვა. გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურას 83 მომხრე და 3 წინააღმდეგი ჰყავდა;გიორგი სანტურიანს კი 4 მომხრე და 1 წინააღმდეგი.დღესვე ცესკოში პროფესიული ნიშნით ორი წევრი აირჩიეს, გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე. წევრობის...

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს

ვაშინგტონი ამერიკელებს საქართველოში მოგზურობისგან თავის შეკავებისკენ ეპიდვითარების გამო მოუწოდებს
access_time2021-08-02 14:00:48
ტურიზმის სამნიშნა პროცენტული ზრდის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს კოვიდის გამო საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავებიკენ მოუწოდებს. დამატებით რისკებად კი შესაძლო ძალადობის შემთხვევებს ასახელებს. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ანგარიში 16 ივნისითაა დათარიღებული, მაშინ როცა კოვიდის შემთხვევათა 7 დღის საშუალო მაჩვენებლი 704-ს შეადგენდა და უცხოელებზე თავდასმხებიც არ იყო გახშირებული. ივნისში ვიზიტორების რაოდენობა, გასული წლის...

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა

სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორირება BP-მ SOCAR-ს გადააბარა
access_time2021-08-02 15:00:10
სამხრეთ კავკასიის მილსადენის ტექნიკური ოპერატორის როლი კომპანია ბი-პი ექსპლორეიშენ (შაჰ დენიზ) ლიმიტედმა კომპანია სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედს გადააბარა. სამხრეთ კავკასიის მილსადენი ერთ-ერთია სამხრეთის გაზის კორიდორის ოთხი სეგმენტიდან, რომელიც ემსახურება ბუნებრივი გაზის ექსპორტს აზერბაიჯანიდან თურქეთსა და ევროპაში საქართველოს გავლით. სოკარ მიდსთრიმ ოპერეიშენს ლიმიტედი კი სოკარის შვილობილი კომპანიაა. ტექნიკური ოპერატორობის გადაცემა...

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი

გიგა ზედანიამ „სეისმური მონიტორინგის ცენტრის“ გამჭვირვალობის პრობლემა სასწრაფოდ უნდა გადაჭრას - არჩილ კაიკაციშვილი
access_time2021-08-02 13:00:52
„სეისმურ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და დაინტერესებული მეცნიერებისა თუ პოტენციური ინვესტორებისთვის ის, პრაქტიკულად, დახურულია“, -ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე არასამთავრობი ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების ასოციაციის“  ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა. აღნიშნული პრობლემის გადაჭრისკენ მან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას მოუწოდა. სწორედ ილიუნის ერთეულია „დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი“,...

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს

ირაკლი ღარიბაშვილი - ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს
access_time2021-08-02 11:45:00
„ვაქცინაციაზე გადის ეკონომიკის შენარჩუნების გზა და ზოგადად, ამ სიტუაციის გადარჩენის გზა, იმიტომ, რომ ქვეყანა ვეღარ გაუძლებს დაკეტვებს და შეზღუდვებს. ამიტომ, ჩვენ ერთის მხრივ, უნდა ვმართოთ პროცესი და მეორეს მხრივ, ხელი უნდა შევუწყოთ ეკონომიკის აღდგენას და ზრდას. ეს ნიშნავს მეტ დასაქმებას და მეტ კეთილდღეობას ჩვენი მოსახლეობისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური...


მსგავსი სიახლეები

up