გაძვირდება მგზავრობა, დისტრიბუცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტი

გაძვირდება მგზავრობა, დისტრიბუცია, სოფლის მეურნეობის პროდუქტი

access_time2021-05-13 19:00:18

საქართველოში საწვავის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ამის გამო შესაძლოა, უამრავი პრობლემა წარმოიქმნას და ნავთობპროდუქტზე რეკორდულ ფასს მომსახურებისა და პროდუქციის გაძვირებაც მოჰყვეს. „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია, როგორ იმოქმედებს  საწვავის გაძვირება ბიზნესის დარგებზე და რა გზები არსებობს ამასთან დასაპირისპირებლად.

 

მძიმე ეკონომიკურ სიტუაციასა და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ახლა საწვავის რეკორდული ფასიც ემატება. ნავთობპროდუქტების გაძვირება მოქმედებს როგორც მომხმარებელზე, ასევე _ არაერთ სექტორზე, რომლებიც პირდაპირ არიან დამოკიდებულნი საწვავის მოხმარებაზე. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ტაქსისა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მომსახურება და სადისტრიბუციო სფერო და სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია.

 

დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტის, ივა ჭყონიას განცხადებით, საწვავის რეკორდულად გაძვირების გამო, კომპანიებს ფასის მომატება მოუწევთ. 

 

„საწვავის გაძვირება გამოიწვევს იმას, რომ კომპანიებს მოუწევთ ფასების გაზრდა. ახლა ერთადერთი გამოსავალი, რაზეც რამდენიმე თვის წინაც ვისაუბრე, არის ის, რომ სახელმწიფომ გამონახოს რესურსი და აქციზი შეამციროს, რათა ამის ხარჯზე კომპანიებმა საწვავი აღარ გააძვირონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 1 ლიტრი ბენზინი 3 ლარს გადასცდება კი არა, უფრო ზევითაც წავა. ეს ჩვეულებრივი მომენტი იქნება, რადგან ნავთობის ფასი, დიდი ალბათობით, აღარ შემცირდება, თუ არ მოიმატა კიდევ.

 

აბსოლუტურად ყველაფერი საწვავზეა დამოკიდებული. ჩვენ ძალიან ბევრი პროდუქტი გვაქვს იმპორტირებული და ლოგისტიკა საერთაშორისო ბაზარზეც გაზრდილია. ელემენტარულად, პროდუქტის მიტანის ხარჯი ეზრდებათ კომპანიებს. ნებისმიერ ფასწარმოქმნაში ერთადერთ კომპონენტად გათვალისწინებულია სწორედ საწვავი და მისი ცვალებადობა არის ძალიან ნეგატიური“, - განუცხადა „რეზონანსს“ ივა ჭყონიამ.

 

ქვეყანაში ფასების შენარჩუნება ისედაც შეუძლებელი იყო, ახლა კი, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებასა და მძიმე ეკონომიკურ ვითარებას საწვავზე ფასის გაზრდაც ემატება, ვითარება უფრო დრამატული ხდება. 

 

პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებული იყო, სატაქსო კომპანებმა მომსახურება გაზარდეს. მაშინ კომპანიებმა და ტაქსის მძღოლებმა არსებული ვითარებით ისარგებლეს და კონკრეტულ მიმართულებაზე გადაადგილება, მინიმუმ, 3-4 ლარით გააძვირეს. ახლანდელი რეკორდული ფასი მომსახურებას კიდევ გააძვირებს.

 


სატაქსო კომპანიები კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და აცხადებენ, რომ ამ თემაზე საუბრის უფლება არ აქვთ.  „ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, რადგან არ მაქვს უფლება“, - განუცხადეს „რეზონანსს“ სატაქსო კომპანია „იანდექსში“.

 

თუმცა საუბრისგან თავს არ იკავებენ თავად ტაქსის მძღოლები. რევაზ ჩიჩუა ამბობს, რომ ტაქსის მძღოლებისთვის საწვავის გაძვირება დიდ პრობლემას წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, ტარიფის შეცვლა მოუწევთ.

 

„ჩვენი ერთადერთი მამოძრავებელი საშუალება საწვავია, რომელიც ძალიან გაძვირებულია. ეს ხომ რეკორდულად მაღალი ფასია! რადგანაც „ტაქსისტების“ საქმიანობა საწვავის გარეშე ვერანაირად მოხდება, ჩვენც მის ღირებულებაზე ვართ დამოკიდებული. როგორი ფასიც იქნება საწვავზე, ისე მოგვიწევს მომსახურების გაძვირება-გაიაფება. 1 ლიტრ საწვავზე 3 ლარი უკვე ზედმეტად მაღალი ფასია, ამიტომ იძულებულნი ვართ, მომსახურება გავაძვიროთ. ახლა სხვა გზა, უბრალოდ, არ გვაქვს“, - განუცხადა „რეზონანსს“ რევაზ ჩიჩუამ.

 

საწვავის გაძვირების პირობებში, საყურადღებოა საქალაქთაშორისო გადაადგილების საკითხიც. მეორე „ლოქდაუნის“ შემდეგ მგზავრობა გაძვირდა, ახლა კი ბილეთების ფასი ალბათ, მეტად გაიზრდება.

 

როგორც დიდუბის ავტოსადგურის ხელმძღვანელი ნესტორ მიქატაძე აცხადებს, ჯერჯერობით, მიუხედავად იმისა, რომ მკვეთრად მომატებულია საწვავის ფასი, არალეგალური კონკურენციის გამო, მგზავრობის ტარიფს ვერ ზრდიან.

 

„მეორე „ლოქდაუნის“ შემდეგ, თებერვლის ბოლოსათვის შევძელით მიმოსვლის აღდგენა და ფასი 10%-ით მოვამატეთ. ამის შემდეგ საწვავის ფასი მუდმივად იზრდება, თუმცა ჩვენ ვერ ვცვლით მგზავრობის ფასს. მძღოლები მუდმივად წუწუნებენ, რომ არაფერი რჩებათ. რეალურად ასეა, მაგრამ ჩემი პოზიციაა, რომ ფასებს ვერ გავზრდით და უნდა გავიჭირვოთ.

 

მომხმარებლის რაოდენობა ისედაც გვიმცირდება, რადგან დიდია არალეგალური კონკურენცია ე.წ. „ხიშნიკების" მხრიდან, რომლებიც ავტოსადგურის მიმდებარედ დგანან. ლამის, ყოველ კვირაში ვაგზავნი წერილს სხვადასხვა უწყებაში, რომ მოხდეს ამის რეგულირება, საკანონმდებლო ბაზის შექმნა, თუმცა _ ამაოდ. ერთი და იგივე პასუხია, რომ კანონპროექტი არსებობს და უნდა მიიღონ. 2014 წლიდან დღემდე, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა ჩემი დიდი მცდელობის მიუხედავად“, - განაცხადა ,,ოკრიბას“ ხელმძღვანელმა ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

 

საწვავზე რეკორდულად მაღალი ფასის გამო, ქვეყანა ახლა მორიგი გაძვირების საფრთხის წინაშეა. საყურადღებოა სასოფლო-სამეურნეო მიმართულებაც. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა აცხადებს, ძვირი საწვავის პირობებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ღირებულებაც მოიმატებს.

 

„საწვავზე ფასის ზრდა საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობაა. ჯერ ერთი, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ფაქტორი მოქმედებს. ახლა დაწყებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები, ხვნის პროცესი და აქტიური, ზაფხულის პერიოდი. ამ დროს ბევრი გადაადგილდება ქალაქიდან სოფელში, რომ მოსავალს მოუაროს და შემდეგ მისი რეალიზაცია მოახდინოს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მოითხოვს ტრანსპორტირებას, ეს კი საწვავის გარეშე ვერ ხდება.

 

თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, შეიძლება, ეს აისახოს პროდუქტების ღირებულებაზე, მაგრამ ვფიქრობ, როგორც შარშან გააკეთა სახელმწიფომ ფერმერთა სტიმულირების მხრივ (საწვავზე შეღავათი), იმავე ღონისძიებას კიდევ აამოქმედებს, რათა ფსიქოლოგიური ფაქტორი მოეხსნათ ფერმერებსა და სოფლად დასაქმებულ მოსახლეობას. შარშანდელი შეღავათით ფერმერები კმაყოფილნი იყვნენ და თუ ახლაც იგივე გაკეთდა, შედეგს მოიტანს, სიტუაციას დაასტაბილურებს“, - განუცხადა „რეზონანსს“ მიხეილ ჭიჭაყუამ.

 

resonancedaily.com



თეგები:
მგზავრობა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up