გადის თუ არა თბილისის ავტობუსები ტექდათვალიერებას?

გადის თუ არა თბილისის ავტობუსები ტექდათვალიერებას?

person access_time2016-03-08 18:13:24

თბილისში ყვითელი ავტობუსები ახალი ავტობუსებით ჩანაცვლდება. თბილისის მერია ახალი მუნიციპალური ტრანსპორტის შემოსაყვანად ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკთან (EBRD) აწარმოებს მოლაპარაკებებს. როდის შემოვა თბილისში ახალი ავტობუსები, ამ დროისთვის უცნობია. თემაზე რადიო „კომერსანტის" რუბრიკა „საათის თემაში" ავტოექსპერტმა დავით მესხიშვილმა ისაუბრა:


- თუ არსებობს მონაცემები, უშუალოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტის წილი როგორია გარემოს დაბინძურებაში ?

 

- სამწუხაროდ, საზოგადოებრივი ტრანსპორტი წილი გამოყოფილი არ არის. ეს იმის ბრალია, რომ არ არის დეტალური და სიღრმისეული კვლევა ჩატარებული. ჩვენს ასოციაციას გარემოს დაცვის სამინისტროში არაერთი შეხვედრა ჰქონდა და საბედნიეროდ, სამინისტრო დაინტერესებულია ასეთი კვლევის ჩატარებით. ამის შემდეგ, ჩვენ დეტალურად გავიგებთ, თუ რამდენად ბინძურდება გარემო და რა ტიპის სატრანსპორტო საშუალებაა უფრო მეტად დამაბინძურებელი გარემოსთვის. ზოგადად შემიძლია ვთქვა, რომ ჰაერის დაბინძურების 72 პროცენტიანი წილი ავტომობილებზე მოდის. მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ისე ბოლავს, რომ შეიძლება 2-3 წუთი გზაც არ გამოჩნდეს.


- თუ არსებობს ტექნიკური შესაძლებლობა, რომ სანამ ახალ ავტობუსებს შემოიყვანენ მავნე გამონაბოლვის რაოდენობის შემცირება მოხდეს?



- საზოგადოებრივი ტრანსპორტი არის საქალაქთაშორისო და მუნიციპალური. ყველა მათგანს ვალდებულება აქვს, რომ წელიწადში ორჯერ ტექნიკური დათვალიერება გაიაროს. მათ შორის დიდუბის სადგურიდან გამავალმა ავტობუსმა ან მიკროავტობუსმა. ამ სატრანსპორტო საშუალებებს ტექნიკური დათვალიერების გავლის არაფერი არ ეტყობათ. თუ რაიმე მოძრაობს დედაქალაქში ან მის ფარგლებს გარეთ, ზუსტად არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. არადა, ის უნდა იყოს ყველაზე სამაგალითო, მოწესრიგებული და მასში დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების სტანდარტები.

 

არ მინდა ჩვენი საზოგადოება შევაშინო, მაგრამ დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი არამარტო არაკომფორტულია, არამედ საფრთხის შემცველია. მათ შორის თბილისში მოსიარულე მიკროავტობუსები, რომლებიც კუსტარულადაა გაზზე გადაყვანილი. ეს ძალიან საშიშია. ყვითელ მიკროავტობუსებზე ძრავებია შეცვლილი, რაც პირდაპირ ფეთქებად საშიშია. მხოლოდ გამონაბოლქვი რომ იყოს ჩვენი პრობლემა, რაღა გვიჭირს. თუმცა, გამონაბოლქვი ერთერთი გრძელვადიანი პრობლემაა. მე არ მინდა ხალხი დავზაფრო, უბრალოდ რეალობაა. რაც შეეხება გამონაბოლქვის შემცირებას, ძველი, არსებული ავტობუსების შემთხვევაში ეს შეუძლებელია. ავტობუსების შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი ახალი ავტობუსების შეძენაა. ჩვენ ვითხოვდით, რომ საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა, ეს ყოფილიყო ელექტრომობილი ავტობუსები, თუმცა, მერიამ ამაზე უარი თქვა, ახლა აპირებენ გაზზე მომუშავე ავტობუსების შემოყვანას.

 

- უკვე ცნობილია, რომ თბილისს მალე ახალი, გაზზე მომუშავე ავტობუსები ექნება. თუ გაქვთ ინფორმაცია, რამდენად ეკოლოგიურად სუფთა იქნება ისინი?


- გაზზე მომუშავე ავტობუსები გაცილებით ეკოლოგიურია, თუმცა გააჩნია საერთაშორისო ტენდერში რა კომპანია გაიმარჯვებს. ხარისხობრივი თვალსაზრისით ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება. მაგალითად, ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტენდერში მონაწილეობას იღებს რუსული კომპანია „გაზგრუპი". მე ამ კომპანიის პროდუქციას ვახასიათებ, როგორც მსოფლიოში ყველაზე დაბალი დონისას. მსოფლიოში ეს არის ერთერთი ყველაზე დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომელსაც არ აქვს უფლება საქართველოში ტენდერში მიიღოს მონაწილეობა. ის თანამშრომლობს აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებასთან, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. თუმცა, მერიამ ამ კომპანიისგან უკვე შეიძინა დასუფთავების სამსახურისთვის გაზელები. ახლა კი ტენდერში მონაწილეობას აპირებს. ჩვენ ვთავაზობდით მერიას, გადაედგა ნაბიჯი და შეეძინა ელექტრომობილები. ძალიან მაგარი ნაბიჯი იქნებოდა, აქ იყო ფინანსური საკითხი, კერძოდ ის, რომ უფრო ძვირი ჯდება ელექტრომობილების შეძენა. თუმცა, არ თვლიან იმას, თუ რამდენად ეკონომიას აკეთებს ყოველწლიურად. ელექტრომობილების ფინანსური ეკონომია იძლეოდა საშუალებას, რომ თავის თავს 3 წელში ამოიღებდა. ამას მერიამ მოკლევადიან პერსპექტივაში შეხედა.


- იმაში, რომ გარემო დაბინძურებულია, თუ დგას მერიის პასუხისმგებლობა? როგორ შეაფასებთ სახელმწიფოს მუშაობას ეკოლოგიური პრობლემების აღმოფხვრის მხრივ?


- ჰაერის დაბინძურებაზე როდესაც ვსაუბრობთ, რამდენიმე დეტალი უნდა ვთქვათ. პირველი ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. სადაც საცობია შექმნილი, იქ ჰაერის დაბინძურება ზღვარს აჭარბებს. შედეგად, მერია უნდა ზრუნავდეს გადატვირთული საგზო მოძრაობის აღმოფხვრაზე, რასაც ის არ აკეთებს. ახლა თუ დროულად არ შეიძენს ახალ ავტობუსებს, გამოვა, რომ არაფერს არ აკეთებს. მერია ჯერჯერობით იღებს გადაწყვეტილებებს, რომელიც არის სრულიად მცდარი. დღეს ქალაქის მუნიციპალიტეტი სწორ გადაწყვეტილებებს არ იღებს, ასევე არ თანამშრომლობს იმ დოზით არასამთავრობო სექტორთან, რა დოზითაც უნდა თანამშრომლობდეს. ბუნებრივია, მათი პასუხისმგებლობის საკითხი თავის წილში დგას.




მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი

მასკარადი „ბენ-გურიონში“ - ქართველი არალეგალების ისრაელში შეღწევის ახალი მეთოდი
access_time2019-06-18 20:00:21
ისრაელის სამართალდამცველებმა გამოავლინეს ქვეყანაში ქართველი არალეგალების შეღწევის საინტერესო და ორიგინალური ხერხი  - კერძოდ, ისრაელში ჩამოსვლისთანავე არალეგალებს აცმევდნენ აეროპორტის თანამშრომლის უნიფორმებს, რის შემდეგაც ისინი მშვიდად, ყოველგვარი შემოწმების და კონტროლის გარეშე შედიოდნენ ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ სქემით მოქმედებდა დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელსაც 2017 წლიდან ქართველი არალეგალები ისრაელში შეჰყავდა. გამომძიებლების...

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა

რომან გოცირიძე - მინისტრების განთავისუფლება შიდა ინტრიგების შედეგია - „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა
access_time2019-06-18 19:00:38
დღევანდელ ხელისუფლებაში საკადრო გადაწყვეტილებას ბიძინა ივანიშვილი იღებს - როდის და რა ხასიათზეა.  ეს არ არის პოლიტიკური მსჯელობის საგანი. წარმოიდგინეთ „ქართული ოცნების“ 62 მინისტრიდან 50 გაქრა. ორი მინისტრი იყო, რომელსაც ეს ცვლილება არ შეხებია 7 წლის განმავლობაში.  “უკანასკნელი მოჰიკანად“ დარჩა  თეა წულუკიანი. 7 წლის განმავლობაში  ოქროც რომ იდოს, ისიც დაჟანგდება. მინისტრების განთავისუფლება მაინც შიდა ინტრიგების შედეგია, პირადი ურთიერთობებიდან...

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე

რატომ გვატყუებს მუდმივად ქართული ოცნება? - ნაწილი მეშვიდე
access_time2019-06-18 18:00:10
რატომ გვატყუებს მუდმივად “ქართული ოცნება“? - ამ რუბრიკით “კომერსანტი“  factcheck.ge-ს უკვე მეშვიდე მასალას აქვეყნებს,  რომლებიც  ფაქტ-მეტრის ანალიზს ემყარება.  კვლევა ძირითადად მმართველი გუნდის დაპირებებს და ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს ეხება — დასკვნა კი უმეტეს შემთხვევაში უარყოფითია.  ამჯერად გთავაზობთ ქართული ოცნების დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრება
access_time2019-06-18 16:45:48
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე  16:30 საათზე ერთი დოლარი 2,7770 ლარად ივაჭრებოდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის  1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7559 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ, დღის განმავლობაში მოქმედებდა, 2.7468 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0091 ლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის მიერ დღეს 17:00 სთზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 1 აშშ დოლარის...

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე

მამუკა ბახტაძე - ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე
access_time2019-06-18 14:51:48
საქართველოში ჯერ კიდევ საკმაოდ მაღალია მოქალაქეების მიერ ე.წ. ჯიბიდან გადახდილი თანხა, განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ მედიკამენტების შეძენაზე, - აღნიშნული განცხადება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯანდაცვის ახალი მინისტრის წარდგენისას გააკეთა. პრემიერ-მინისტრმა მიმოიხილა ჯანდაცვის რეფორმა და განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვაზე გააკეთა. ბახტაძის თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში ჯანდაცვის სისტემა თითოეულ ადამიანზე ორინეტირებული...


მსგავსი სიახლეები

up