გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა

გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა

access_time2020-02-17 10:00:54

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის დასკვნის მიხედვით, დარღვევებს შორის არის გადახდის სისტემა, რომელიც „თაღლითობის“ საშუალებას იძლევა. უმაღლესი აუდიტორული ორგანო ამბობს, რომ როგორც სატრანსპორტო კომპანიის ასევე, თბილისის მერიის მიერ დანერგილი კონტროლის მექანიზმების არასათანადოდ ფუნქციონირების გამო, 2017-18 წლებში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი მოცულობის საბიუჯეტო რესურსი დაკარგა და არსებული წესების დარღვევით გამოყენებული შეღავათიანი მგზავრობის ღირებულებები აანაზღაურა.

 

„უფასო და შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სხვადასხვა დროს 305-მა მილიონმა პირმა ისარგებლა, რაც გადაყვანილი მგზავრების 61%-ს შეადგენს. 2017-2018 წლებში მგზავრთა გადაყვანით მიღებული 241.8 მლნ ლარის შემოსავლიდან 124.4 მლნ ლარი მიღებულია უშუალო გადახდების შედეგად, ხოლო 117.4 მლნ ლარი წარმოადგენს საშეღავათო თანხას, რომელსაც მერია ანაზღაურებს. საშეღავათო პირობებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ჩვეულებრივი რეჟიმით ტრანსპორტირებულთა რიცხვს აჭარბებს. შესაბამისად, მგზავრობის ღირებულების გადახდით და კომპენსაციის სახით კომპანიას მიღებული აქვს თითქმის იდენტური შემოსავლები, რაც რისკის შემცველია“- აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

 

სახელმწიფო აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ მგზავრობის ფასდაკლების სისტემის გამართული მუშაობა უზრუნველყოფილი არ არის. აუდიტის ჯგუფმა კომპანიის წარმომადგენელთან ერთად განახორციელა მეტროსადგურებისა და გადახდის პროცესის დაკვირვება, რის შემდეგაც დადასტურდა, რომ არსებობენ პირები, რომლებიც ბარათებს ერთსა და იმავე სადგურში მრავალჯერადად იყენებდნენ.

 

„მონაცემების შესწავლით გამოვლინდა ბარათები, რომლებიც ძირითადად მეტროს ერთსა და იმავე სადგურის ტურნიკეტებზე დღის განმავლობაში მოკლე შუალედით და მრავალჯერადად გატარდა და მათზე გავრცელდა დაწესებული შეღავათები. მაგალითად, სამგზავრო ბარათის ერთ-ერთმა მფლობელმა 2017 წლის 6 იანვარს ბარათი გამოიყენა 50-ჯერ. აქედან, მეტროსსადგურ „სამგორში“ – 28-ჯერ და სხვადასხვა ავტობუსში (გადახდის შუალედებში) – 22-ჯერ. პირმა მგზავრობის ღირებულების სახით 25 ლარის ნაცვლად გადაიხადა სულ 3 ლარი, ხოლო მერიამ დადგენილი წესის შეუსაბამოდ გავრცელებული შეღავათისათვის კომპანიას აუნაზღაურა 22 ლარი“,-განმარტავენ აუდიტის სამსახურში.

 

ბარათის შეღავათიანი პირობის დარღვევის საილუსტრაციოდ აუდიტის სამსახურმა 6 დღის მონაცემებზე დაკვირვების შედეგები გაასაჯაროვა.


 




ცხრილიდან ჩანს, 6 დღეში გავრცელებულია 3.4 ათას ლარზე მეტი შეღავათი. მგზავრობის 6 დღის მონაცემების შესამოწმებელ პერიოდზე გავრცელებით, 2017-2018 წლების განმავლობაში არსებული წესის შეუსაბამოდ გადახდილმა მგზავრობის კომპენსაციამ სავარაუდოდ, 414 ათასი ლარი შეადგინა. გასათვალისწინებელია, რომ დამრღვევი პირები შესაძლებელია ფლობენ რამდენიმე სხვადასხვა ტიპის საშეღავათო ბარათს და მონაცვლეობით იყენებენ მას.

 

უმაღლესი აუდიტორული ორგანო აცხადებს, რომ სატრანსპორტო კომპანიის პასუხისმგებელმა პირებმა მოვალეობა სათანადოდ არ შეასრულეს და არ აღკვეთეს მეტროსადგურების ტურნიკეტთან სხვა მგზავრის ნაცვლად ბარათების მრავალჯერადი გატარება. მათი თქმით, მოძრაობის სამსახურის კონტროლიორი ფაქტობრივად, მუდმივად იმყოფება ტურნიკეტებთან და მას სამსახურებრივად ევალება გააკონტროლოს მგზავრთა ის კატეგორია, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო მგზავრობის უფლებით. კომპანიამ არ დააწესა საკმარისი კონტროლი და სათანადოდ არ გამოიყენა მინიჭებული უფლებამოსილება დარღვევით გამოყენებული მგზავრობის შეღავათიანი გადახდების აღსაკვეთად მეტროთი გადაადგილებისას, სადაც არსებობს შეუსაბამობის მეტი ალბათობა.

 

აუდიტის სამსახურის დასკვნის თანახმად საკრებულოს სამართლებრივი აქტი არ აკონკრეტებს რამდენჯერ არის შესაძლებელი უფასო მგზავრობა 90 წუთის განმავლობაში. შეზღუდვას არ აწესებს შესაბამისი მომსახურე მხარის მიერ დანერგილი მართვის სისტემაც. გარდა ამისა, პირველი გადახდის შემდეგ ბარათის სხვადასხვა აპარატზე გატარებით, ბარათის მფლობელს შეუძლია მრავალჯერადად მოიპოვოს შეღავათიანი მგზავრობის უფლება. გადახდის მექანიზმის ამ ნაკლოვანებებით აქტიურად სარგებლობენ როგორც საშეღავათო, ისე სამგზავრო ბარათების მფლობელები.

 

„კომერსანტი“ დაინტერსდა, როგორ აფასებენ უმაღლესი აუდიტორული ორგანოს მიერ გამოვლენილ დარღვევებს დედაქალაქის მთავრობაში, ეთანხმებიან თუ არა აუდიტის სამსახურის დასკვნას, რომ მეტროსადგურებსა და ავტობუსებში მგზავრობის ბარათით გადახდის სისტემა არ არის დაცული.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი, გიორგი შარკოვი ამბობს, რომ საკითხის შეფასება უჭირს, რადგან ეს საკრებულოს მიერაა დადგენილი და სატრანსპორტო კომპანია ასრულებს იმ დადგენილებას, რაც თბილისის მთავრობის მიერაა მიღებული.  მისი თქმით,  შეღავათიან ტარიფები მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებაა, რომელსაც თბილისის მერია ანაზღაურებს.

 

„თითოეული გატარება შეღავათიანი იქნება თუ სხვა, ბანკის მხრიდან წარმოშობს ვალდებულებას კომპანიას ზუსტად ის თანხა აუნაზღაუროს, რაც არის დაფიქსირებული. ჩვენ თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საშეღავათო ბარათების შემთხვევაში მაგალითად, სტუდენტის ბარათით ისარგებლა სტუდენტის სტატუსის არ მქონე ადამიანმა და ამით ჩვენს კომპანიას მიადგა ზიანი, შემიძლია გითხრათ, რომ კომპანიისთვის თითოეული გატარება არის შემოსავალი 50 თეთრი. საშეღავათო გატარების შემთხვევაში, ამას ასუბსიდირებს მერია. ჩვენთვის არანაირი ზარალის მომტანი ეს პროცედურა არ არის.“, განმარტავს გიორგი შარკოვი.

 

მისი განცხადებით, დიდი მგზავრთნაკადის დროს, შეუძლებელია სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებმა გააკონტროლოს, იყენებს თუ მგზავრი საშეღავათო ბარათს არა კანონიერად. მისი თქმით, კონტროლიორები შეძლებისდაგვარად ცდილობენ გამოავლინონ მსგავსი ფაქტები, რის შემდეგაც მსგავსი ბარათები იბლოკება.

 

„პრობლემის მოსაგვარებლად მეტროში გვყავს კონტროლიორი, ავტობუსში კი კონდუქტორი. ეს ადამიანები ცდილობენ გააკონტროლონ ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ბარათი პიროვნებას, მაგრამ პიკის საათში როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა გააკონტროლოს სწრაფად  გამავალი მგზავრების ყველა ბარათი, წარმოუდგენელია ამის მონიტორინგი. გამოდის,რომ თითო მგზავრს თითო კონტროლიორი უნდა დაუყენო რაც წარმოუდგენელია. მგზავრი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს ისედაც მცირე ტარიფის პირობებში მგზავრობის საფასურის გადახდას, უნდა გაითავისოს ის, რომ გამართული ავტობუსით და მეტროთი მგზავრობისთვის თანხა უნდა გადაიხადოს“, - აცხადებს გიორგი შარკოვი.

 

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ სამგზავრო ბარათების კონტროლი რთულია. მისი თქმით, პრობლემის მოსაგვარებლად საკანონმდებლო ცვლილებები უნდა გატარდეს.

 

„ხდება ხოლმე კანონსაწინააღმდეგოდ ბარათების გატეხვა და თანხების ჩარიცხვა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოებისგან შარშანაც იყო რეაგირება. სხვა შემთხვევაში არის 90 წუთიანი საშუალედო პერიოდი, ამ დროში მეტროდან ავტობუსში გადაჯდომა არის უფასო. ტექნიკურად ძალიან რთულია იმის დარეგულირება ბარათი რამდენად ადეკვატურად გაატარდა. ვფიქრობთ, რომ საჭიროა დამატებითი კონტროლის მექანიზმების ამოქმედება, თუნდაც, საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილებების გატარება, რომ ე.წ. არამართლზომიერი გამოყენება ამ ბარათების იყოს აღმოფხვრილი. მხოლოდ ჩვენი კომპანია ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება“, - განაცხადა გიორგი შარკოვმა.


ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up