გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა

access_time2020-05-07 13:27:10

გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის შესახებ საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.


თბილისის მერიისა და ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებულ ონლაინკონფერენციაში მონაწილეობა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და მერის მოადგილე მაია ბითაძემ მიიღეს. 


ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობის ეგიდით, საერთაშორისო კონფერენცია ადგილობრივი, რეგიონული და ეროვნული მასშტაბით წარმატებული სამოქალაქო ჩართულობის საჭირო და ინოვაციური გამოცდილების გამოვლენის მიზნით ჩატარდა.


კონფერენციის გახსნითი სესიის მონაწილეებს სიტყვით ევროსაბჭოს გენერალურ მდივან მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩისთან ერთად, თბილისის მერმა მიმართა, სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობაზე კი მერის მოადგილემ ისაუბრა.


კახა კალაძემ ევროპის საბჭოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას თბილისის მერიის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.


„არსებული ვითარების გათვალისწინებით, ჩვენთვის ორმაგად უფრო მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოსთან ერთად, დემოკრატიის ერთ-ერთ წამყვან ელემენტზე - გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობაზე ვიმსჯელეთ. დემოკრატიული განვითარების კვალდაკვალ უფრო და უფრო იზრდება მოქალაქეთა საჭიროებებისა და სურვილების მრავალფეროვნების დონე. შესაბამისად, კონსენსუსის მიღწევა უფრო რთულია. ამის გათვალისწინებით, მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერება შეიძლება ამ გამოწვევის ერთ-ერთ პასუხად მივიჩნიოთ. სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეების მუდმივი ჩართულობა დემოკრატიის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია და ის საფუძველს უყრის კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოებრივი დიალოგის დაწყებას. რა თქმა უნდა, ამის მისაღწევად აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და წარმატებული გამოცდილების მქონე ქალაქებთან. მსურს, მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობას, მათი უმნიშვნელოვანესი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.



თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სამოქალაქო ჩართულობის ერთ-ერთი მაგალითია დედაქალაქის მერიის მიერ შექმნილი პლატფორმა - „შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც დღემდე წარმატებით მიმდინარეობს. აღნიშნული პლატფორმის საფუძველზე, უკვე რამდენიმე იდეა განხორციელდა.


„დემოკრატიას აქვს ხმის მიცემის ძლიერი ინსტრუმენტი, მაგრამ ზოგჯერ ეს სახელმწიფოსგან მოქალაქეების გაუცხოების თავიდან აცილებისა და ჯგუფების მარგინალიზებისთვის საკმარისი არ არის, რასაც საბოლოოდ კონფლიქტამდე, ან კრიზისის სხვა სახეობებამდე მივყავართ. თბილისის მერია ცდილობს, არასამთავრობო ორგანიზაციები და ცალკეული მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში აქტიურად ჩართოს. ყოველი დიდი და მრავალი მცირე პროექტის განხორციელებისთვის ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ჩავატარეთ და პროექტების იდეები დეტალურად განვიხილეთ. ზოგ შემთხვევაში, შეხვედრების გარდა, ადგილობრივი მოსახლეობა გამოვკითხეთ, რათა უკეთესად მომხდარიყო მათი საჭიროებების იდენტიფიცირება.


ძალიან ხშირად თავისუფალი ინტერაქცია ხალხსა და მთავრობას შორის ბრწყინვალე იდეების მოსმენისა და განხორციელების საშუალებაა. ყველა მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები, რათა ნიჭიერ ხალხს საკუთარი იდეების რეალიზების შესაძლებლობა მიეცეს. ადამიანები, როგორც წესი, მიდრეკილნი არიან, მოსწონდეთ და პატივს სცემდნენ იმას, რაშიც მათ წვლილი შეიტანეს. გასაკვირი არ არის, რომ ზოგადად, მოქალაქეები უფრო კმაყოფილი არიან იმ გადაწყვეტილებებითა და შედეგებით, რომლებზეც მათ გავლენა მოახდინეს, ვიდრე იმით, სადაც არასდროს არაფერი უთქვამთ“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2019 წლის ნოემბერში გახდა, რაც ევროპული საბჭოს მიერ აღნიშნულ სფეროში მიღწეულ შედეგებსა და გაწეულ შრომას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე შეხვედრა თავდაპირველი გეგმის თანახმად, ევროსაბჭოს სათაო ოფისში, მიმდინარე წლის მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა კორონავირუსის პანდემიის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების გამო, შეხვედრა 6-7 მაისს, ონლაინრეჟიმში ჩატარდა.


გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა გააჩნია. მოქალაქეთა ჩართულობა ასევე, ევროპული ქვეყნების საერთო ღირებულებას და ისეთი მმართველობის მოდელს წარმოადგენს, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე თანაბრად მონაწილეობს.


ონლაინკონფერენციაში ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნათია მეზვერიშვილი და თბილისის საკრებულოს წევრი ოთარ გრიგოლია მონაწილეობდნენ.


დასკვნები, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გამართულ დებატებს დაეყრდნობა, 11 მაისს, ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up