„გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დაუშვებელია, თბილისის მერს არ მიუღია“

„გადაწყვეტილება, რომ სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა დაუშვებელია, თბილისის მერს არ მიუღია“

access_time2016-06-23 14:14:59

სასტუმრო “ბუდაპეშტთან“ დაკავშირებით „კომერსანტის“ სტატიას ერთერთი მკითხველი თემურ კალანდაძე ეხმაურება. მის წერილს უცვლელად გთავაზობთ:


„ვაკის პარკთან სასტუმრო „ბუდაპეშტი" აღარ აშენდება“ - ასეთი იმედის მომცემი სათაურით აქვეყნებს commersant.ge სტატიას თავის 30 მაისის გამოცემაში. სტატია ძირითადად ეყრდნობა თბილისის მერიაში მიღებულ ინფორმაციას და „ვაკის პარკთან“ დაკავშირებულ, საზოგადოებისთვის მეტად მტკივნეულ პრობლემას საბოლოოდ მოგვარებულად წარმოგვიდგენს. როგორც მოსარჩელე და ორწლიანი პროცესის ერთ-ერთი მონაწილე, თავი ვალდებულად ჩავთვალე მივუთითო მერიის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციის უზუსტობებზე და საზოგადოებას გავაცნო საქმესთან დაკავშირებული ფაქტები. ვაკის პარკში სასტუმრო ნამდვილად არ აშენდება! მაგრამ - არ აშენდება - არა სტატიაში წარმოდგენილ მიზეზთა გამო, არამედ _ არ აშენდა, დღემდე, რადგან საზოგადოებამ, მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ თაოსნობით, იბრძოლა ამისთვის, და მიაღწია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებამდე არ განხორციელებულიყო მშენებლობა. 


არ შენდება დღეს, რადგან მიწის ნაკვეთის მესაკუთრე დარწმუნდა, რომ ნებისმიერ მის აქტიურ მოქმედებას წინ აღუდგება საზოგადოება და არ მისცემს ქალაქის პარკში მშენებლობის უფლებას. 


არ აშენდება, რადგან დედაქალაქის პარკში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გაცემულია კანონმდებლობის უხეში დარღვევებით, რასაც ადასტურებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და რის დადასტურებასაც ველოდებით სააპელაციო სასამართლოსგანაც. შესაბამისად, მშენებლობის დაუშვებლობის შესახებ გადაწყვეტილება თბილისის მერს არ მიუღია. ასეთი შინაარსის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არსებობის შესახებ ჩემთვის, როგორც მოსარჩელისათვის, მით უმეტეს საზოგადოებისათვის, დღემდე არაფერია ცნობილი. ასე რომ, სტატიის სათაურში გამოტანილ მტკიცებას არ აქვს რაიმე ფორმალური საფუძველი.


 

„არ აშენდება“ - თუ მერის მხოლოდ სურვილზე დამყარებული დაპირებაა, ძნელია მას ვენდოთ, რადგან მერია, როგორც მხარე, სასამართლო პროცესის ბოლომდე ცდილობდა გაემართლებინა სასტუმროს მშენებლობის მიზანშეწონილობა და მისი აუცილებლობა. ამიტომ იყო, რომ მერიის იურისტთა კორპუსი მედგრად იცავდა პროცესზე დამკვეთ-ინვესტორის პოზიციას. სკანდალურად ცნობილ პროექტზე დავით ნარმანიას უარის მიზეზად „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის“ დასახელება უსაფუძვლოა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამოხატვის გარდა საზოგადოება თითქმის სამი წელია მძაფრ პროტესტს გამოთქვამს „ვაკის პარკში“ (და არა „ვაკის პარკთან“) სასტუმროს მშენებლობის წინააღმდეგ. გასული ორი წლის მანძილზე დედაქალაქის ორივე - როგორც საკანონმდებლო, ასევე აღმასრულებელ - ორგანოს ჰქონდა შესაძლებლობა და სრული საფუძველი, ანგარიში გაეწია „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისთვის“ და თავად გაეუქმებინა წინა ხელისუფლების მიერ გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებები. ეს ქალაქის ხელისუფლებას დღემდე არ გააკეთა.

 

დღეს კი, ხელისუფლება იძულებულია დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეყილებას. მართალია მერიის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია - საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თბილისის მერს არ გაუსაჩივრებია. მაგრამ, არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია მიწის ნაკვეთის მესაკუთრის და მშენებლობის ინიციატორის - „ტიფლის კოსტავას“ მიერ. ასე რომ, გადაწყვეტილება არაა კანონიერ ძალაში შესული და საბოლოო შედეგებზეც საუბარი ჯერ-ჯერობით ნაადრევია. სტატიაში არასწორადაა მითითებული სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობის ადგილი. მშენებლობა იგეგმებოდა არა „ვაკის პარკთან“, არამედ „ვაკის პარკის“ ისტორიულ ტერიტორიაზე, მის შუაგულ ნაწილში. მკითხველს გაუკვირდება, როცა შეიტყობს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში გეოგრაფიული ერთეული, დასახელებით „ვაკის პარკი“ არაა რეგისტრირებული. ქალაქის ხელისუფლება „ვაკის პარკს“ უწოდებს (მხოლოდ უწოდებს, თორემ ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი არ არსებობს) თვითმმართველი ერთეულის სახელზე რეგისტრირებულ 19 ჰა მიწის ნაკვეთს. რეალურად, „ვაკის პარკი“, გასული საუკუნის ორმოციან წლებში პარკისთვის გამოყოფილი და ხე- ნარგავებით ინტენსიურად გაშენებული 140 ჰექტარი ტერიტორიაა. სწორედ რომ, ამ ტერიტორიის ცენტრალურ ნაწილში იგეგმებოდა შვიდ სართულიანი სასტუმროს მშენებლობა. ისიც გაუკვირდება მკითხველს, რომ პარკის ისტორიული ტერიტორიის ამსახველი და მისი საზღვრების დამდგენი გრაფიკული და ტექსტური მასალის დედაქალაქის ხელისუფლებისთვის მიწოდების მიუხედავად, დღემდე არავის უფიქრია განეხილა ეს საკითხი, პარკისთვის აღედგინა მისი კუთვნილი ტერიტორია, ტერიტორიისთვის მიენიჭებინა შესაფერისი სტატუსი და ამ გზით დაეცვა დედაქალაქისთვის ეს მატად მნიშვნელოვანი ტერიტორია გასხვისებისგან, თუ განაშენიანებისგან. ასეთი დროული ღონისძიება ავტომატურად გამორიცხავდა პარკის სტატუსის მქონე ტერიტორიების გასხვისებას, და მათზე სასტუმროს, ან პარკისთვის სხვა შეუსაბამო მშენებლობებს. სამწუხაროდ, დედაქალაქისთვის ეს მეტად საჭირო და აუცილებელი ღონისძიება დღემდე განუხორციელებელია, და მრავალი მოთხოვნის მიუხედავად არც არავინ ფიქრობს ამ საკითხის წამოწევაზე. ასე რომ, მერიის ზეპირი შეპირების გარდა არ არსებობს რაიმე სამართლებრივი გარანტია, რომ პარკის ტერიტორიაზე მშენებლობა არ განხორციელდება.

 

ამ საკითხს სრულად ვერც დედაქალაქის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ახალი წესები არეგულირებს. ჩვენი მხრიდან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ტერიტორიას მიენიჭოს, უფრო კი აღუდგეს შედატრებით მკაცრი რეგულაციების, კერძოდ კი პარკის სტატუსი და მასზე განხორციელდეს მხოლოდ პარკებისთვის დასაშვები ბიზნეს პროექტები. სტატიაში „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელი არ ასახელებს იმ ამერიკელ ინვესტორთა ვინაობას, ვინც 2016 წლის დასაწყისში - გასაჩივრებული და იმ დროისთვის სასამართლო განხილვის პროცესში მყოფი საინვესტიციო ობიექტი შეიძინა ისე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებას არც კი დაელოდა. მაქვს სრული საფუძველი არ დავუჯერო ზაქაიძეს, რადგან მან ასეთი გაყიდვების თაობაზე არა ერთხელ გვამცნო ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობისას, რომელთაგან არც ერთი აღმოჩნდა სიმართლე. მით უმეტეს მაშინ, როცა მიწის ნაკვეთი ისევ იგივე კომპანიის საკუთრებაა, რომელიც სამი წელია იბრძვის მის განაშენიანებაზე. მშენებლობა შეჩერებულია თითქმის სამი წელია, ნაცვლად მშენებელი კომპანიის მიერ სატატიაში მითითებული ერთი წელისა.

 

მიუხედავად ამისა, არავითარი საფუძველი არ აქვს „ტიფლის ბიზნეს ჯგუფის“ ხელმძღვანელს, მუნიციპალური ხელისუფლებისაგან მოითხოვოს სავარაუდო მოგების და გაწეული ზარალის კომპენსაცია, რადგან კომპანიის მიერ დაგეგმილი ბიზნესსაქმიანობა დაკავშირებული იყო კანონდარღვევით გაცემულ სანებართვო დოკუმენტაციის საფუძველზე განსახორციელებელ მშენებლობასთან და მისგან მისაღებ სავარაუდო მოგებასთან, ამიტომ, უადგილო, და იმავდროულად სიცილის მომგვრელია კომპანიის მუქარა 11, მით უმეტეს 30 მილიონი დოლარის მოთხოვნის თაობაზე. ისიც საინტერესოა, რას გულისხმობს მშენებელი, როცა აცხადებს - მერია სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ გვაძლევდაო - და ამის მიზეზად ტერიტორიისადმი გარკვეულ ინტერესს ასახელებს. ასეთი ინტერესი „ვაკის პარკის“ ამ ტერიტორიისადმი მართლაც არსებობდა. ამიტომაა, რომ 1998 წლიდან მოყოლებული განხორციელდა ამ მიწის ნაკვეთის რამოდენიმე უკანონო პრივატიზაცია და რამოდენიმე მოჩვენებითი გასხვისება. სწორედ ასეთი მოჩვენებითი გარიგების შედეგად გადაეცა მიწის ნაკვეთი მის დღევანდელ მესაკუთრეს. ასე რომ, კომპანიის ხელმძღვანელს ვურჩევდი - მოერიდოს ამ ტერიტორიისადმი დაინტერესებაზე საუბარს. ასე რომ, თემა არ დახურულა და მისი შემდგომი განხილვა სააპელაციო სასამართლოში გაგრძელდება. როგორც ირკვევა, პროცესების მომავალი განვითარებით „კომერსანტიცაა“ დაინტერესებული და აგრძელებს ამ თემაზე მუშაობას. ამიტომ ვურჩევ, - სრული და ნათელი სურათის წარმოჩენისათვის მომავალში ინფორმაციის მისაღებად მომართოს არა მხოლოდ ერთ, არამედ პროცესის მეორე მხარესაც.“



ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული

ვენეცია დაიტბორა - ქუჩები და ისტორიული ადგილები წყლით არის დაფარული
access_time2019-11-13 20:51:02
ვე­ნე­ცი­ა­ში წყალ­დი­დო­ბაა - წყლის დონე რე­კორ­დულ მაჩ­ვე­ნე­ბელს მი­უ­ახ­ლოვ­და. ევ­რო­ნი­უ­სის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მერ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ა­ცხა­და, ის ფიქ­რობს, რომ სტი­ქია კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბებს უკავ­შირ­დე­ბა. „ეს კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბის შე­დე­გია, ძა­ლი­ან ძვი­რად დაგ­ვიჯ­დე­ბა,“ - და­წე­რა ლუ­ი­ჯი ბრუ­გა­ნომ „ტვი­ტერ­ზე“. მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყლის დო­ნემ ორ­შა­ბა­თის­თვის 187 სმ-ს მი­აღ­წია, რაც სულ ოდ­ნავ ჩა­მორ­ჩე­ბა...

„საზოგადოების გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?

„საზოგადოების  გადაგდების მცდელობა“- რა საჭიროა პარლამენტში მაჟორიტარები?
access_time2019-11-13 21:30:36
პარლამენტმა საარჩევნო ცვლილების შესახებ კანონპროექტის კენჭისყრა ხვალისთვის გადადო.აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დეპუტატებს სხდომაზე უმრავლესობის ლიდერთან, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარესთან და ოპოზიციასთან კონსულტაციების შემდეგ აცნობა.   მანამდე კი, რუსთაველზე საპროტესტო აქციებისა და 20 ივნისს დემონსტრანტების ძალისმიერი...

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა

ონლაინ მედია რეიტინგებში „კომერსანტი“ მე-10 ადგილზეა
access_time2019-11-13 18:40:00
საქართველოს პირველი არხის ანალიტიკურმა სამსახურმა ჩაატარა კვლევა, რომელიც ეყრდნობა საერთაშორისო მთვლელის alexa.com-ის, ასევე youtube.com-ისა და google analytics-ის მონაცემებს.ALEXA.COM არის გლობალური სარეიტინგო სისტემა, რომელიც ახდენს მსოფლიოში არსებული ვებგვერდების რანგირებას სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით. იგი წარმოადგენს საიტების შედარებითი ანალიზის ინსტრუმენტს, რომელსაც...

გორში რე|ბანკის ფილიალი გაიხსნა

გორში რე|ბანკის ფილიალი  გაიხსნა
access_time2019-11-13 16:10:25
გორში რე|ბანკის, პაშა ბანკის საცალო საბანკო მომსახურების ქვე-ბრენდის, ფილიალი გაიხსნა. დღეიდან მომსახურების მიღებას მომხმარებლები უკვე ქალაქ გორში, სტალინის გამზირზე #13-ში შეძლებენ. თბილისში რე|ბანკის სამი ფილიალი ემსახურება მომხმარებლებს შემდეგ მისამართებზე: ომარ ხიზანიშვილის ქ. #15, ჯავახეთის ქ. #75 და პეკინის გამზ. #19, ასევე ბათუმში - ილია ჭავჭავაძის ქუჩა #53, ქუთაისში - აკაკი წერეთლის ქუჩა #5 და ზუგდიდში მერაბ კოსტავას ქუჩა #54. რე|ბანკი მომხმარებელს სამ ძირითად...

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება

ივანე მაჭავარიანი: 2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს შრომის ანაზღაურება გაეზრდება
access_time2019-11-13 16:25:34
2020 წელს განათლების სისტემაში დასაქმებულ 75 ათასამდე ჩვენს თანამოქალაქეს გაეზრდება შრომის ანაზღაურება, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას. პრეზენტაციის დროს მან ისაუბრა ზოგადი განათლების სისტემაში დასაქმებული პედაგოგებისთვის წელს დაწყებული პროგრამის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ პროგრამამ ასაკით პენსიონერ პედაგოგებს საშუალება მისცა ღირსეული ჯილდოს მიღებასთან ერთად დაეტოვებინათ სისტემა, ამავე დროს, გამოათავისუფლა საათები...


მსგავსი სიახლეები

up