გადაწყვეტილება, რამაც მიზნამდე მიმიყვანა იყო ის, რომ ავდექი და  გავბედე- Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, თათული ოქრიაშვილი

გადაწყვეტილება, რამაც მიზნამდე მიმიყვანა იყო ის, რომ ავდექი და გავბედე- Fulbright-ის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი, თათული ოქრიაშვილი

access_time2021-06-01 11:44:06

საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, წლებია განათლების მხარდამჭერ პროექტებს ახორციელებს. შედეგად უკვე არაერთმა სტუდენტმა მიიღო და იღებს განათლებას ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში. ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობას ბანკის ის სასტიპენდიო პროგრამები ქმნის, როგორიცაა: ჩივნინგი, ფულბრაიტი, Miami Ad School Europe.


„ადამიანებს გვახასიათებს, როცა დაბრკოლებას, პრობლემას შევეჩეხებით, მასთან გამკლავების ნაცვლად, ხშირად ვცდილობთ ამ მდგომარეობას შევეჩვიოთ და მის გარშემო შევქმნათ კომფორტის ზონა. რასაც, ბევრი სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. მათ შორის ის, რომ არ გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების. ჩემთვის კი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმარტებაა, აღმოვაჩინოთ, გავაცნობიეროთ საკუთარი შესაძლებლობები და ნაბიჯები გადავდგათ უკეთესი მომავლისკენ” - სწორედ ეს გახდა მიზეზი თათული ოქრიაშვილისთვის იმ გაბედული გადაწყვეტილებისა, რამაც Pacific Northwest-ის #1 MBA პროგრამის სტიპენდიანტად აქცია.


როგორც თათული გვიყვება, ამერიკაში სწავლა ყოველთვის იყო მისი სურვილი, თუმცა მიზნამდე კიდევ უფრო ახლოს მაშინ მივიდა, როდესაც მეგობარს განათლების გამოფენაზე გაყვა. იქ კი EducationUSA-ს Advisor-ის სავიზიტო ბარათი აიღო და უბრალოდ ფლაერზე მითითებულ ნომერზე დარეკა. მერე იყო აპლიკაციის შევსების, ინტერვიუს, გამოცდების ეტაპები. „ერთი წელი ველოდი იმ ბედნიერ დღეს, როდესაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ფულბრიატის ერთერთი გამარჯვებული ვიყავიდა საქართველოს ბანკის დაფინანსება მოვიპოვე“,- იხსენებს თათული.


„მას შემდეგ რაც გავაცნობიერე, რომ წინ ამერიკა მელოდა, იყო განცდები, მოლოდინები, შეგუების პროცესი. როცა უკვე უნივერსიტეტში აღმოვჩნდი, პირველ რიგში აღტაცებული ვიყავი კამპუსის სილამაზით. თავიდან, ბუნებრივია დისკომფორტი იყო ამდენი ახალი ადამიანის გაცნობა და რადიკალურად განსხვავებულ ცხოვრების სტილთან შეჩვევა, თუმცა მე ძალიან მიყვარს ცვლილებები და მასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავება. შესაბამისად, დიდი დრო არ დამჭირდა, მოვრგებოდი იქაურობას.შეგუებაში ძალიან დამეხმარა ხალხი ჩემს გარშემო - კურსელები, ლექტორები, სხვა სტუდენტები, რომლებიც ძალიან მეგობრულები იყვნენ და ყოველთვის მზად იყვნენ ჩემს დასახმარებლად. როგორც კი ჩავედი, მაშინვე საკმაოდ რთულ გრაფიკში ამოვყავი თავი, დილიდან გვიან საღამომდე მხოლოდ ნახევარ საათს თუ გამოვნახავდი დასასვენებლად, შაბათ-კვირის არ არსებობაზე არც ვსაუბრობ, თუმცა ამასაც მალე მივეჩვიე, თანაც ისე, რომ დასვენება მეუცნაურებოდა“, -გვიმხელს თათული და იმასაც გვიყვება, რომ სირთულეების დაძლევაში ქართველი ფულბრაიტელები დაეხმარნენ. „ერთმანეთსსულ მხარს ვუჭერდით (დღემდე ასეა), ვამხნევებდით, ვეხმარებოდით როცა საჭირო იყო. დღემდე ვაგრძელებთ მეგობრობას“,- ამბობს ის.



თათული ასევე გვიყვება ამერიკაში მიღებულ განათლებასა და პერსპექტივებზე. ამბობს, რომ პროგრამა, რომელზეც ის სწავლობდა,ვილამეტის უნივერსიტეტის 2 წლიანი MBA პროგრამაზე, განსაკუთრებით ცნობილი იმით, რომ სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, დიდი რაოდენობით პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ სწავლის დროს. „ერთერთი ამის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო - უნივერსიტეტს აქვს Angel Investing Fund, სადაც ყოველ წელს ხდება სტუდენტების შერჩევა სხვადასხვა ენჯელ ჯგუფებში გადასანაწილებლად. მეც შემარჩიეს და თვეში ერთხელ პასადინაში, კალიფორნიაში, ვესწრებოდი ინვესტორების და სტარტაპერების შეხვედრას. ჩვენი დავალება იყო მოგვესმინა სტარტაპერებისთვის, გაგვეფილტრა მათი შეთავაზებები და საბოლოო ჯამში, მიგვეღო $100,000 ინვესტიციის გაცემის გადაწყვეტილება. ორი წელიწადის განმავლობაში ყველაზე საინტერესო გამოცდილება სწორედ ეს იყო. პროექტი, რომელიც ასევე დამამახსოვრდა, ერთ-ერთ ყველაზე დიდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად განვახორციელეთ. პროექტი გულისხმობდა მზის ენერგიის ფერმების შექმნას იმისთვის, რომ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვისა და დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გადასახადები შეგვემცირებინა. ასევე, მომეცა შესაძლებლობა მემუშავა ორგანიზაცია Mercy Corps-ის გლობალურ სათაო ოფისში, პორტლენდში, რამაც მომცა ამერიკული სამუშაო გარემოს გამოცდილება. შესაბამისად, ჩამომიყალიბდა აზრი თუ რა შეიძლება რომ შეიცვალოს ჩვენი ქვეყნის კორპორატიულ კულტურაში იმისთვის, რომ უფრო ეფექტური გავხადოთ სამუშაო პროცესი“,- ამბობს თათული.


კითხვაზე, რა შესაძლებლობებსა და ბენეფიტებს იძლევა პროგრამაში მონაწილეობა, თათული გვპასუხობს, რომ მიღებულმა გამოცდილებამ მოლოდინებს გადააჭარბა კიდეც. „გარდა იმისა რომ ამერიკაში სრულიად უფასოდ სწავლის შესაძლებლობა გაქვს, ხდები ძალიან დიდი community-ს ნაწილი. ფულბრაიტი აერთიანებს ბევრი სხვადასხვა სფეროს ექსპერტებს და მათთან საუბარი ყოველთვის იმით სრულდება, რომ რაღაც ახალს სწავლობ. ყველა ამ ადამიანისგან იღებ საოცრად დადებით მუხტს, რაც ძალას გმატებს რომ ორმაგი და ათმაგი ენერგიით შეუტიო შენს საქმეს. სწორედ ამიტომ, ვურჩევ ყველას, ვისაც საზღავრგარეთ სწავლის სურვილი აქვს, აუცილებლად გადადგით ნაბიჯი და სცადეთ. ცდას წინ არაფერი უდგას. საზღვარგარეთ სწავლა საშუალებას მოგცემთ გააფართოვოთ თქვენი ხედვა. ასევე, როდესაც იძულებული იქნებით რომ მარტო გაუმკლავდეთ გამოწვევებს, ეს ძალიან გაგაძლიერებთ და გაგზრდით როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად“- დასძენს თათული.


თათული საქართველოში 2020 წლის ივლისში დაბრუნდა. დაბრუნების შემდეგ ბრენდინგ სააგენტო branding.ge-სთან ერთად Marriott International-ისერთ-ერთი სასტუმროს ბრენდ სტრატეგიაზე მუშაობს, რომელიც თბილისშიცოტახანში გაიხსნება. ასევე, ის კავკასიის უნივერსიტეტში არის მოწვეული ლექტორი და კითხულობს ლექციებს მარკეტინგის მიმართულებით.


„ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩემი ხედვის სისრულეში მოსაყვანად და მიზნების მისაღწევად სწორედ დასავლური განათლება და მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება იყო საჭირო. დიდი მადლობა ამ უნიკალური შესაძლებლობისთვის საქართველოს ბანკს და რაც მთავარია ნდობისთვის. ვიმედოვნებ, სხვა ქართული კომპანიებისთვისაც სამაგალითო იქნება საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია ამ მიმართულებით და მომავალში კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიეცემა სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა“,- ამბობს თათული.


მათ კი ვისაც ფულბრაიტის სტიპენდიის მოპოვება სურს, აპლიკაციის შევსება ჯერ კიდევ შეუძლია, რადგან განაცხადების მიღება 2021 წლის 1 აგვისტოს დასრულდება. დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://ge.usembassy.gov/education-culture/exchange-programs/fulbright-graduate-student-program-announcement/


(R)




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up