„გადათარგმნა დამახინჯებას არ ნიშნავს“ - მსხვილი ბიზნესი საერთაშორისო ბრენდების ქართულენოვან წარწერებზე

„გადათარგმნა დამახინჯებას არ ნიშნავს“ - მსხვილი ბიზნესი საერთაშორისო ბრენდების ქართულენოვან წარწერებზე

access_time2017-11-08 09:00:44

საქართველოში შვედური ბრენდის H&M-ის მაღაზიაზე გაკეთებულ ქართულენოვან წარწერას — „ჰ და მ“ საზოგადოებაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოჰყვა. ერთი ნაწილის შეფასებით, სასაქონლო ნიშნების სახის და ფორმის შეცვლა დაუშვებელია. მეორე ნაწილის აზრით კი „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, კომერციულ ობიექტებზე სახელმწიფო ენაზე წარწერა სავალდებულოა.


„კომერსანტი“ დაინტერესდა, უნდა ითარგმნებოდეს თუ არა საერთაშორისო ბრენდების სახელები. როგორც აღმოჩნდა, მსხვილი ბიზნესი სრულად თანხმდება იმაზე, რომ ქვეყანაში ქართულის ენის დაცვა კანონითა არის გამყარებული და მისი აღსრულება ყველასთვის სავალდებულოა.


ბიზნესმენი თემურ ჭყონია აცხადებს, რომ  შეიძლება ბრენდი გადაითარგმნოს, მაგრამ პრიორიტეტი საერთაშორისო დასახელებაზე უნდა გაკეთდეს.


კითხვაზე, უნდა ითარგმნოს თუ არა საერთაშორისო ბრენდი, მითუმეტეს იმ პირობებში, როდესაც არსებობს „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონი“, რომლის თანახმადაც კომერციულ ობიექტებზე სახელმწიფო ენაზე წარწერა სავალდებულოა, ჭყონია აცხადებს, რომ გადათარგმნა დამახინჯებას არ ნიშნავს.


„ჩვენ ბრენდი რატომ მოგვყვავს? იმიტომ, რომ მთელმა მსოფლიომ იცოდეს და მათთვის მაჩვენებელი იყოს ის, რომ ეს სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც არის. ეს შეიძლება ქვეყანაში სხვა მსგავსი ცნობილი ბრენდების შემოსვლის საფუძველი გახდეს. თუ ჩვენ ეს გადავთარგმნეთ და მსოფლიოს ეს ქართულად მივაწოდეთ, ქართველების გარდა ქართული დამწერლობა არავინ არ იცის და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგებს“-აცხადებს ჭყონია.


თუმცა ბიზნესმენი ეთანხმება იმას, რომ ქვეყანაში კანონი ყველამ უნდა დაიცვას, თუმცა, ყველაფრის ასე გადათარგმნა და მხოლოდ ქართულის არსებობა სწორი არ არის. „კანონს იცავენ, სხვა შემთხვევაში, H&M-ს დარწმუნებული ვარ, არ ექნებოდათ სურვილი ქართულად „ჰ და მ“ დაეწერათ. კანონი უნდა დავიცვათ, მთავარია ორივე აწერია. H&M ყველასათვის მაინც წამყვანი იქნება“-აცხადებს ჭყონია.


„ვისოლ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ბიზნესმენი სოსო ფხაკაძე აცხადებს,რომ საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს იმას, რომ აუცილებლად ნებისმიერ სავაჭრო ობიექტზე გარედან, ლოგოტიპის სახით იყოს წარწერა გაკეთებული როგორც ქართულად, ისე უცხოურ ენაზე. მისი თქმით, ეს ყველაფერი კანონით არის გამყარებული.


მეორეს მხრივ, ფხაკაძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში ქართველებს არ გაუხარდებათ ის, რომ კომერციულ ობიექტებზე მხოლოდ უცხოური წარწერები იყოს.



ფხაკაძე მის მიერ შემოყვანილ ბრენდებზეც საუბრობს, ამ შემთხვევაში საუბარია „ვენდიზე“ და „დანქინ დონატზე“. ფხაკაძის განცხადებით, იმ დროს, როდესაც მას ეს ორივე ბრენდი საქართველოში შემოჰყავდა, ვერ შექმნიდა რაღაც ახალს. შესაბამისად,საქართველოში მისი ადაპტირება მოხდა ჩვეულებრივად, ისე როგორც ინგლისურად წარმოითქმება.


„დანქინ დონატსი“ და „ვენდი“ გადმოვიტანეთ ქართულად. „ვენდი“ რომ რამეს ნიშნავდეს, მაგალითად, ლამაზს, ამას ვერ დავაწერდით. ჩვენ უნდა გადავთარგმნოთ ის აბრევიატურა, რაც არის და უნდა შევინარჩუნოთ იმ სახელის კონოტაცია, რაც მას ჰქვია.


„ბრენდის სახელი უნდა დაიწეროს.  „ვენდის“ სახელი 1969 წელს შეიქმნა, „დანქინ დონატსი“ - 1950 წელს. ჩვენ საქართველოში თავიდან ხომ არ შევქმნით? ის ასოები გადავთარგმნეთ ქართულად. სხვანაირი მიდგომა ვერ წარმომიდგენია“-აცხადებს ფხაკაძე.


ბიზნესმენი გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ყველამ ქართულ ენას პატივი უნდა სცეს. შესაბამისად,საქართველოში ყველა სახის კომერციულ ობიექტზე წარწერა ქართულად უნდა იყოს. „მე პროქართული ორიენტაციის კაცი ვარ, წარწერაც ქართული უნდ იყოს და ყველაფერი. დავაჩვიოთ უცხოელები, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო, ქვეყანა და ჩვენი ენა და წარწერები ქართულად უნდა იყოს. მხოლოდ ინგლისური წარწერები, ჩემთვის მიუღებელია“-აცხადებს თოფაძე.


როგორც ცნობილია, „რეკლამის შესახებ საქართველოს კანონის“ თანახმად, კომერციულ ობიექტებზე სახელმწიფო ენაზე წარწერა სავალდებულოა. კანონი 1998 წლიდან მოქმედებს. კანონის თანახმად, აბრაზე წარწერა, სურვილის შემთხვევაში, შეიძლება უცხოურ ენაზეც შესრულდეს, თუმცა იმ პირობით, რომ უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს ქართულ ენაზე შესრულებულ წარწერას. ამავე კანონით, ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია, რომ ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.


რაც შეეხება ჰ და მ- H&M-ს - ეს შვედური კომპანიაა. სრული სახელია Hennes & Mauritz, რაც ნიშნავს ქალს და კაცს. თბილისში ის მაღაზიას 30 ნოემბერს, გალარეა თბილისში გახსნის. H&M-ის მაღაზიაზე გაკეთებულ ქართულენოვან წარწერას საზოგადოებაში განსაკუთრებული აჟიოტაჟი მოყვა.


ფაქტს facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ძნელაშვილი.


„ამიტომ ვამბობდი, რომ სასაქონლო ნიშნების სახის და ფორმის შეცვლა დაუშვებელია! არ დამიჯერეთ და აი შედეგიც. იარეთ ახლა ჰ და მ-ში. გაიგეთ, რომ სასაქონლო ნიშანი არ არის წარწერა, რომელიც უნდა წაიკითხო და გაიგო, სასაქონლო ნიშანი არის გამოსახულება, რომელიც უნდა აღიქვა, დაიმახსოვრო და რომელიც უნდა ასოცირდებოდეს გარკვეულ ხარისხთან/სტანდარტთან', - წერს ძნელაშვილი facbook-ის პირად გვერდზე.


H&M-ის მაღაზიაზე ქართულენოვანი წარწერის ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირიც. მან სოციალურ ქსელში ბრენდს ქართულენოვანი წარწერისთვის მადლობა გადაუხადა.


„დედანში H&M იკითხება როგორც ჰაუნდემი, ხოლო ინგლისურად წარმოსთქვამენ „ეიჩენდემი“-ს.თუ მაინცდამაინც ისე უნდა დავწეროთ, როგორც წარმოითქმის, მაშინ ჰაუნდემი იქნება, რადგან მწარმოებლის სახელია. ხოლო თუ ქართულით მივყვებით, მაშინ ლოგიკურად, ჰოედამანი იქნება. აბრევიატურა საკუთარ ენაზე მორგებას იტანს, ისევე, როგორც ინგლისურმა „ეიჩენდემი“ მოირგო. რატომაც არა? დავუძახოთ „ჰოედამანი““-განმარტავს ჩანადირი.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 



შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up