გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებისას ცალკე სტანდარტები იმოქმედებს

გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებისთვის ტექდათვალიერებისას ცალკე სტანდარტები იმოქმედებს

access_time2017-10-03 15:20:22

ტექდათვალიერებისას მარჯვენასაჭიან ავტომობილებისთვის სტანდარტული შემოწმების გარდა, სავალდებულო ხდება სპეციალური სტიკერების გამოყენება, რომელიც მაშუქებს ეხება, ამის შესახებ პირველ არხს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მიხეილ ხმალაძემ განუცხადა. 

 

 

„კერძოდ, რადგან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების შუქი მარცხნივაა მიმართული, შემხვედრ მანქანას რომ ხილვადობის პრობლემა არ შეექმნას, სტიკერი შუქს წინაღობას შეუქმნის“,- აცხადებს ხმალაძე.

 

 

ყველაზე პრობლემატურ თემად მიხეილ ხმალაძე გადატანილი საჭის მქონე ავტომობილებს ასახელებს და აცხადებს, რომ მათ შემთხვევაში ცალკე შემოწმების სტანდარტები იმოქმედებს,რაც თვის ბოლოს გახდება ცნობილი, თუმცა ზოგადი პრინციპი ასეთი იქნება: რადგან სახელმწიფო ვერ გააჩერებს ასეთ მანქანებს, სხვა პარამეტრებზე სტანდარტული შემოწმება ჩატარდება, საჭის მექანიზმზე კი ცალკე სტანდარტი იმოქმედებს - თუ აღმოჩნდება, რომ საჭე უხარისხოდაა გადატანილი და მომატებულ საფრთხეს შეიცავს, ავტომობილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუმცა გამოსწორებისთვის დრო მიეცემა. თუ სერიოზული საფრთხე აღმოჩენილი არ იქნება, სხვა პარამეტრების დაკმაყოფილების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალება ტექდათვალიერებას წარმატებით გაივლის. 

 

 


ჯარიმების ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი საპატრულო პოლიციაა. ტესტირების ცენტრი ვალდებული იქნება, ყოველი თვის 10 რიცხვამდე მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციას წინა თვის განმავლობაში ტესტირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა. 

 

 

მიხეილ ხმალაძე ხასზ უსვამს, რომ ავტომობილის ასაკი არ იქნება განმსაზღვრელი, გაივლის თუ არა ის ტექდათვალიერებას, და ეს მხოლოდ მის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული. ხარვეზების გამოსასწირებლად ავტომფლობელს საშუალოდ 1 თვიანი ვადა მიეცემა, თუმცა თუ ხარვეზი სერიოზულ საფრთხეს უქმნის უსაფრთხო მოძრაობას, ეს ვადა შემცირდება. 

 

 

საქართველოში მილიონ 200 ათასი რეგისტრირებული ავტომობილია. სავალდებულო ტექდათვალიერება მომავალი წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

 

 

http://1tv.ge

 

 

 
 
 



„სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება

 „სილქფესტის“ აქციები 2020 წელსაც გაგრძელდება
access_time2020-01-22 13:30:10
სილქნეტი აგრძელებს მიმზიდველი პირობებით ინტერნეტ პაკეტებისა და  მრავალფეროვანი აქციების შეთავაზებას მობილურ ქსელში.  თბილისსა და რეგიონში სერვისის გაუმჯობესება კომპანიამ მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ინდუსტრიებთან -  „ერიქსონთან“ და „ჰუავეისთან“ თანამშრომლობით და...

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს

Georgian Airways-ის საჩივარს რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული იურიდიული კომპანია დააფინანსებს
access_time2020-01-22 14:00:15
Georgian Airways-ის საჩივარი რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ თებერვალში დამტკიცდება. როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი რომან ბოკერია „კომერსანტთან“ აღნიშნავს,საქმე საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) განიხილება, ხოლო პროცედურას ამერიკული იურიდიული კომპანია 10 მილიონამდე დოლარით დააფინანსებს. დავის საგანს წარმოადგენს 2019 წლის...

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს

„სათამაშო ბიზნესის გაკეთება უნდოდათ, მაგრამ უარი ვუთხარი – გოგი თოფაძე „ყაზბეგის“ ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებელობას გეგმავს
access_time2020-01-22 12:50:17
გოგი თოფაძე ყაზბეგის ქარხნის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორებს ეძებს. როგორც ბიზნესმენმა  განაცხადა, იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული ფართი დედაქალაქის ცენტრშია, დაინტერესება დიდია, თუმცა, მისთვის მისაღები პირობები ჯერ არავის შეუთავაზებია. მისივე თქმით, იყო სხვადასხვა ინიციატივა, მათ შორის, ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნეს ობიექტის განთავსების, თუმცა, ბიზნესმენმა უარი განაცხადა. ამასთან, გოგი თოფაძე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების...

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის

პირველი მარტიდან ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური ერთი ფანჯრის პრინციპზე გადადის
access_time2020-01-22 12:15:20
მიმდინარე წლის პირველი მარტიდან თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახური მოქალაქეებს ერთი ფანჯრის პრინციპით - საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსით მოემსახურება, - ამის შესახებ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერიაში მოსვლის შემდეგ, ერთ-ერთი პირველი რეფორმა, რაც განხორციელდა, ურბანული გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია და ზონალური საბჭოს გაუქმება...

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ

სამორინეების ინკოგნიტო ბარათები - ფულის გათეთრების საფრთხეზე დეპუტატებიც საუბრობენ
access_time2020-01-22 11:30:18
საქართველოში ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკი სათამაშო ბიზნესშია. ამის შესახებ ექსპერტების შემდეგ უკვე დეპუტატებიც ალაპარაკდნენ. მათი შეფასებით, სექტორში არსებული რისკი საშუალო და მაღალ დონეზეა.  მისი განცხადებით, ფულის გათეთრების...


მსგავსი სიახლეები

up