გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი: ბიზნესი არ არის მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების სფერო

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი: ბიზნესი არ არის მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების სფერო

access_time2019-06-15 11:42:21

გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა ალექსანდრე რატიშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა, რომ ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა „ოქროს სიის“ ცვლილება, მყისიერად არ უნდა მოხდეს, რადგან ეს ბიზნესზე დამაზიანებლად მოქმედებს. მისივე თქმით, ხშირად გადაწყვეტილებები მათთან კომუნიკაციის გარეშე მიიღება.



„მთავარი ჩვენთვის, ბიზნესგაერთიანებებისთვის არის ის, რომ მთავრობის მსგავსი გადაწყვეტილებები ჩვენზე მყისიერად ახდენს გავლენას და გვიწევს გამოსავლის ძებნა თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში. ბიზნესი არაა მყისიერი გადაწყვეტილებების მიღების სფერო. ჩვენ გეგმები გვაქვს. ბიუჯეტი, რომელიც გაწერილია გრძელ ვადაზე, ერთ და ზოგჯერ რამდენიმე წელიწადზეც. მთავარი პრობლემა არის გადაწყვეტილების მიღების ალგორითმი, რატომ და რა მიზეზების გამო ხდება ცვლილებები, ამ ყველაფრის არგუმენტაცია უნდა მოხდეს. თან ცვლილებები უშუალოდ ჩვენზე აისახება და ამ დროს ჩვენთან კომუნიკაცია საერთოდ არ მიმდინარეობს, - აღნიშნავს რატიშვილი.



მისივე თქმით, ოქროს სიის შეღავათების გაუქმების გადაწყვეტილება ბიზნესისთვის არანაირი სიკეთის მომტანი არ იქნება და გაუგებარია, რაში დასჭირდა მთავრობას ამ ნაბიჯის გადადგმა.




„ჩემთვის გაუგებარია, რა საჭირო იყო ამ გადაწყვეტილების მიღება ან ახლა ან 3 თუ 6 თვის მერე. ეს გაუგებარია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ტიპის განმარტება. სწორედ ამიტომ 11-მა ორგანიზაციამ გავამზადეთ წერილი, მივმართეთ ოფიციალურად სამინისტროს და ველოდებით დასაბუთებულ პასუხს.“ - ამბობს რატიშვილი.



შეგახსენებთ, რომ ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს. აღნიშნულს საქართველოს ფინანსთა მინისტრ ვანო მაჭავარიანის 2019 წლის 31 მაისს ხელმოწერილი ბრძანება №162 ითვალისწინებს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვით, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა გავრცელდება ოქროს სიის მონაწილის კუთვნილ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა) და წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზეც (ნაცვლად მანამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა). არსებულ საკითხთან დაკავშირებით, საქართველოში მოქმედმა 11 ბიზნეს-გაერთიანებამ ერთობლივი წერილით ფინანსთა მინისტრს მიმართეს.



„მიმართვის მიზანია, ფინანსთა მინისტრის მხრიდან გაკეთდეს ოფიციალური და საჯარო განმარტებები მიღებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რაც ჯერჯერობით მხოლოდ დახურულ კარს მიღმა ხდება“, - აცხადებენ ბიზნეს გაერთიანებები.



BM.GE 







ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...

„ექიმები თეთრი ხალათებით“ - დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია

„ექიმები თეთრი ხალათებით“ - დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია
access_time2020-08-10 12:20:06
„ექიმები თეთრი ხალათებით“ - აღნიშნული სახელწოდებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლებმა დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. ქუჩაში გამოსულ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს და ამ მიდგომის შემსუბუქებას პირადად ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი არ ენდობა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას,...


მსგავსი სიახლეები

up