გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადება - შემოსავლების სამსახური კომპანიების ხელმძღვანელთა ნაწილს იბარებს

გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადება - შემოსავლების სამსახური კომპანიების ხელმძღვანელთა ნაწილს იბარებს

access_time2019-08-27 12:20:21

საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელიც შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო მონიტორინგის გამკაცრებას უკავშირდება.


კომერსანტი  ორგანიზაციის განცხადებას სრულად გთავაზობთ:


გადამხდელების საყურადღებოდ!



ბოლო პერიოდში, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი უკავშირდება კომპანიების დირექტორებს და ვინაიდან ისინი მოხვდნენ რისკიანი კომპანიების სიაში, სთხოვენ მათ შემოსავლების სამსახურში მისვლას. ანალოგიური შეტყობინება მიიღო ჩვენი კავშირის რამდენიმე წევრმა კომპანიამაც.


გადასახადის გადამხდელებს გვინდა ვაცნობოთ, რომ ჩვენი ინფორმაციით, საქმე ეხება იმ კომპანიების ნაწილს, რომელთაც უფიქსირდება დღგ-ის ზედმეტობა, ხოლო შემოსავლების სამსახურში მათი მისვლა უკავშირდება წერილობითი ახსნა-განმარტების გაკეთებას წარმოშობილი ზედმეტობის მიზეზების შესახებ, რისთვისაც საჭიროა სპეციალური ფორმის შევსება.


აქვე, მოვუწოდებთ შემოსავლების სამსახურს მეტი სიცხადე შეიტანოს აღნიშნულ პროცესში, რათა ხელმძღვანელმა პირებმა შეძლონ მომზადება და ინფორმაციის სრულყოფილად წარდგენა შემოსავლების სამსახურში. ასევე, აუცილებელია გადამხდელებს ინფორმაციის დისტანციურად მიწოდების შესაძლებლობაც ჰქონდეთ,- ნათქვამია განცხადებაში.





დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან

დღეს ჩინეთიდან საქართველოში ჩამოსული მგზავრები კორონავირუსზე აეროპორტში შემოწმდებიან
access_time2020-01-25 16:30:27
...

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს

„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოში ცვლილებებია - ვინ ტოვებს ბანკს
access_time2020-01-25 15:16:25
„თიბისი ბანკის“ დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთი წევრი დავით ჭყონია ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაცია თიბისი...

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ

კორონავირუსით დაავადებულებისთვის ჩინეთში სპეციალურ ჰოსპიტალს 6 დღეში ააშენებენ
access_time2020-01-25 10:00:11
ჩინეთის ქალაქ უხანში ახალი კორონავირუსით დაავადებულებისთვის დროებითი საავადმყოფოს მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ წერს და ვიდეოს...

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“

ანაკლია და საქართველოს ადგილი „ახალი აბრეშუმის სავაჭრო გზაზე“
access_time2020-01-25 18:00:28
შუა საუკუნეებში საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად სამხრეთით - სომხეთისა და შირვანისკენ (თანამედროვე აზერბაიჯანი) იყო მიმართული. წერილობით წყაროებში შემორჩენილი მწირი ინფორმაციის თანახმად, შავი ზღვის მიმართულებას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. მხოლოდ XVII საუკუნიდან მოგვეპოვება მრავალი ცნობა ხელსაყრელი საპორტო ადგილის შესახებ, რომელიც უკვე “ანაკლიად” მოიხსენიება.   აღსანიშნავია, რომ ანაკლიის საპორტო აქტივობა დაემთხვა დასავლეთ საქართველოში საქალაქო ცხოვრების ზოგად...

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის

სოსო გალუმაშვილი - სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის
access_time2020-01-25 11:00:19
სახელმწიფო მზად არ არის მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების დანერგვისთვის, რაც კომპანიების მიერ წარმოების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავებას გულისხმობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ თანაწამყვანმა და კომპანია „ჯეპრას“ დამფუძნებელმა, სოსო გალუმაშვილმა გადაცემაში დღეს განაცხადა.   გადაცემაში ნარჩენების გადამუშავების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებული გამოწვევები განიხილეს. დისკუსიის დროს აღინიშნა, რომ ნარჩენების...


მსგავსი სიახლეები

up