„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“: სახელმწიფო შესყიდვებში  სისტემური პრობლემებია

„გადასახადის გადამხდელთა კავშირი“: სახელმწიფო შესყიდვებში სისტემური პრობლემებია

access_time2020-03-12 19:30:40

„გადასახადის გადამხდელთა კავშირის“ დირექტორის მოადგილე, ქეთევან კრიალაშვილმა  რადიო თავისუფლების ეთერში  სახელმწიფო შესყიდვებზე და სფეროში არსებულ სისტემურ ხარვეზებზე ისაუბრა. 


„ეს ადამიანები წყვეტენ, რომ, მაგალითად, ფანქარი, რომელიც მაღაზიაში ღირს 1 ლარი, იყიდონ 5 ლარად, 10 ლარად. ოღონდ, ეს ფული არის ჩვენი. დღემდე, მიუხედავად დასკვნებისა, მიუხედავად ძალიან ბევრი ორგანიზაციის მიერ ამაზე საუბრისა, აუდიტის სახელმწიფო სამსახურის ანგარიშებისა, არ მახსენდება პირი, რომელმაც პასუხი აგო ამგვარ გადაწყვეტილებაზე.


ტენდერის ერთ-ერთი ფორმა, როცა განსაკუთრებით ხშირია მსგავსი შემთხვევები, არის სპეციალური წესით შესყიდვები, რომლებსაც ახორციელებენ სახელმწიფო შპს-ები....მაკონტროლებელი ვინ უნდა იყოს ამ ყველაფრის? შესყიდვების სააგენტო, ხო? მე აქ მაქვს წერილი, რომლითაც შესყიდვების სააგენტო მეუბნება, რომ ჩვენ ამგვარ ინფორმაციას არ ვაგროვებთ და, შესაბამისად, სააგენტოში ამგვარი შესყიდვების სტატისტიკა საერთო არ გვაქვსო.მე ვლაპარაკობ ისეთ მსხვილ კომპანიებზე, როგორებიცაა რკინიგზა, ტრანსპორტის კომპანია, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, მარაბდა-კარწახის რკინიგზა და ა.შ..ამ კომპანიების უმრავლესობა ბოლო წლების განმავლობაში არის წამგებიანი.



ძალიან ბევრ ფულს ვიხდით ამ ორგანიზაციების მენეჯმენტშიც კი. თითქმის ყველა ხელმძღვანელს 100 ათას ლარზე მეტი აქვს წლიური ხელფასი.3 მილიონამდე ვუხდით ამ წამგებიანი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს.


...პასუხისგების დაკისრების ბერკეტი არსებობს, ოღონდ მე ამუშავებული არ მინახავს. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არის სისტემური პრობლემა, იმდენად გადაჯაჭვულია ერთმანეთთან სისტემა, ჩინოვნიკები და კონკრეტული ბიზნესწრეები, რომ ისინი ერთმანეთს ამით კვებავენ. ბუნებრივია, ამ წრის ინტერესებში არ შედის, ვინმემ პასუხი ააგოს. ყველა დონემდე ჩავიდა ამგვარი მიდგომები“.-აცხადებს კრიალაშვილი. 


წყარო: რადიო თავისუფლება 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up