გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუგებარია და ნეგატიურად აისახება ბიზნესზე

გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ მოუწოდებს - გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუგებარია და ნეგატიურად აისახება ბიზნესზე

access_time2019-06-06 10:05:11

მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ! - ასე ეხმაურება გადასახადის გადამხდელთა კავშირი ფინანსთა მინისტრის ბრძანებას, რომლის თანახმადაც კომპანიების ე.წ.ოქროს სია გაუქმდა და ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში მოუწევს.


გადასახადის გადამხდელთა კავშრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაუგებარია და ის ნეგატიურად აისახება ბიზნესზე.


„კომერსანტი“ გადასახადის გადამხდელთა კავშირის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციაში ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 31 მაისით დათარიღებული ცვლილება იყო ბიზნესისთვის მოულოდნელი და ის ვერ შეფასდება პრო-ბიზნესურად.



კერძოდ, აღნიშნული ბრძანებით გაუქმებული იმპორტის გადასახდელების გადახდის საშეღავათო პერიოდი გაზრდის იმპორტიორი კომპანიების მხრიდან ნაღდ ფულზე მოთხოვნას, რაც, ისედაც ფინანსებზე გართულებული წვდომის პირობებში, მხოლოდ ნეგატიურად აისახება მათ ფინანსურ მდგომარეობაზე.


გაუგებარია, ერთი მხრივ, რით იყო გამოწვეული აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება, ხოლო მეორე მხრივ, რა საჭირობას წარმოადგენდა ასეთი სიჩქარე. მსგავსი ცვლილებები არ უნდა შედიოდეს მყისიერად ძალაში და ბიზნესს უნდა ეძლეოდეს გონივრული ვადა ადაპტაციისთვის.


მოვუწოდებთ ფინანსთა სამინისტროს ბიზნესთან კონსულტაციისკენ! ,“-აღნიშნულია განცხადებაში.


ცნობისთვის, 2019 წლის 31 მაისს, ცვლილება შევიდა „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში (საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნების თარიღი: 03.06.2019).


ცვლილების თანახმად, იმპორტის გადასახდელების გადახდის 5-დღიანი ვადა, ასევე გავრცელდება „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 30-დღიანი ვადისა), წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 15-დღიანი ვადისა) და დეკლარანტის მიერ შევსებული და რეგისტრირებული დეკლარაციით გაფორმებისას (ნაცვლად ცვლილებამდე მოქმედი 10-დღიანი ვადისა).


ამასთანავე, ამ ცვლილების ძალაში შესვლამდე რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელები გადაიხდება დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის მოქმედი წესით განსაზღვრულ ვადაში.






სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში

სახელმწიფო ბიუჯეტი საპარლამენტო არჩევნების სამსახურში
access_time2019-12-13 19:45:25
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი პოლიტიკურად მიზანშეწონილი გადაწყვეტილებებით არის დატვირთული. სახელისუფლებო პარტიისთვის 2020 წლის მთავარი პოლიტიკური მიზანშეწონილობა საპარლამენტო არჩევნების მოგებაა. პირველ რიგში, ბიუჯეტსაც ეს დაკვეთა აქვს.2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტი პენსიისა და საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასების ზრდაა. 2019 წელთან შედარებით, 2020 წლის...

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას

მარსზე გაფრენილ პირველ ადამიანს  შესაძლოა, საქართველოში დამზადებული კოსტიუმი ეცვას
access_time2019-12-13 18:30:11
ქართული სტარტაპი Elven Technologies მარსის მომავალი მისიისთვის და ამერიკული ბაზრის დაპყრობისთვის ემზადება, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქტის საბოლოო ვერსიის დასამზადებლად ინვესტიციის მოზიდვას ცდილობს. ქართული დამწყები მცირე ბიზნესის პროდუქტი, მეხანძრის ინოვაციური კოსტიუმია, რომელსაც ორი მთავარი ინოვაცია აქვს, სრულიად ცეცხლგაუმტარია და ტემპერატურისგან 8-ჯერ უფრო ხანგრძლივი დაცვა გააჩნია, ვიდრე არსებულ კოსტიუმებს. ამავდროულად, მას გაგრილების სისტემის ახალი ტექნოლოგია...

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო

კობა გვენეტაძე - რუსეთის ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო
access_time2019-12-13 16:33:47
ჩვენი შეფასებით, ავიასანქციების გამო ქვეყანამ 300 მილიონით ნაკლები ტურისტული შემოსავალი მიიღო,- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის პლენარული სხდომაზე 2020-2022 წლების ფულად–საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებზე საუბრისას განაცხადა. კობა გვენეტაძემ მაღალი ინფლაციის მიზეზებზე საუბრისას აღნიშნა, რომ წლის დასაწყისში ინფლაციაზე ერთჯერადი ფაქტორების გავლენას ჰქონდა ადგილი, რაც ეროვნული ბანკის მონეტარულ პოლიტიკაზე...

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“

„პროდუქციის გაიაფებისა და წარმოების ზრდისათვის საჭიროა მეფრინველეობის დარგის მინიმუმ 5-10 წლით გათავისუფლება დღგ-ს გადასახადისგან“
access_time2019-12-13 17:30:57
მეფრინველეობის დარგის წარმომადგენლები დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვენ. სექტორში კანონმდებლობის დახვეწის საჭიროების საკითხიც ნათელია. პარალელურად პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის წარმომადგენლებს თვითკმარი სოფლის მეურნეობის შექმნის და...

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად და დაზოგე გონივრულად

შეხვდი დღესასწაულებს განსაკუთრებულად  და  დაზოგე გონივრულად
access_time2019-12-13 16:30:34
ახალი წელი hotsel.ge-ზე ! ახალ წელს ისე არაფერი უხდება, როგორც სადღესასწაულო ფუსფუსი, ნობათისა თუ საჩუქრების შეძენა, განსაკუთრებით გვახარებს საჩუქრების შერჩევისა და საახალწლო დეკორაციების შეძენა, რომ ჩვენი სახლი და ნაძვის...


მსგავსი სიახლეები

up