გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს, 22 აგვისტოს დაიწყება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2020 წელს, 22 აგვისტოს დაიწყება

access_time2020-07-13 22:35:00

ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება. აღნიშნული გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  სამეცნიერო-ექსპერტული წრეებიდან მიღებულ რეკომენდაციებზე და მონადირეთა უმრავლესობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებებზე დაყრდნობით მიიღო. ნადირობის სეზონის აღნიშნულ დროს დაწყება გადამფრენი ფრინველების დაცვისა და აღწარმოების მიზნებს ემსახურება.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის გათვალისწინებით, წლევანდელი სეზონისთვის ცვლილებები განხორციელდა შემდეგი მიმართულებებით:

ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე მყოფ, გამრავლებულ/მოშენებულ ცხოველებზე ზიანისა და სტრესის თავიდან აცილების მიზნით, აიკრძალა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებული საშენი მეურნეობების ფართობებზე ნადირობა.

ჩვეულებრივი გვრიტის (Streptopelia turtur) სახეობის პოპულაციის შემცირების გამო, მისი დღიური მოპოვების ლიმიტი შემცირდა  10 ინდივიდიდან 5-მდე.

2020-2021 წლების სანადირო სეზონისთვის შეიცვალა ტყის ქათამზე (Scolopax rusticola) ნადირობის ვადა და განისაზღვრა 1 ოქტომბრიდან (ნაცვლად 15 ოქტომბრისა) 1 მარტამდე პერიოდით, ვინაიდან, ბოლო წლებში, აღმოსავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში, დაფიქსირებულია ამ სახეობის  15 ოქტომბერზე ადრე შემოსვლა. ტყის ქათამზე ნადირობის დასრულების ვადა, 1 მარტი, დარჩა უცვლელი, რადგან დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ტყის ქათამზე ნადირობა, ძირითადად, თებერვლის თვეში წარმოებს. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ტყის ქათმის რაოდენობის მნიშვნელოვანი კლება არ არის დაფიქსირებული.


გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033

ვრცლად, ნადირობის აკრძალული მეთოდებისა და ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით, ასევე, განმარტება მოსაკრებლის გადახდისათვის იხილეთ:





ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს

ავიაკომპანია British Airways პანდემიის გამო თანამშრომლებს ამცირებს
access_time2020-08-08 12:21:19
ბრიტანული საავიაციო კომპანია British Airways კორონავირუსის პანდემიის გამო თანამშრომლების მეოთხედის შემცირებას აპირებს. როგორც ტელეკომპანია Sky News იუწყება, საუბარია, 42 ათასიანი შტატის 10,7 ათასით შემცირებაზე. British Airways-მა პარასკევს გამოაცხადა,...

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს

გიორგი გახარია - ჩვენი ვალია, არა მხოლოდ 8 აგვისტოს, არამედ ყოველდღე პატივი მივაგოთ გმირებს
access_time2020-08-08 11:23:58
ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს და გარდაცვლილთა საფლავები ყვავილებით...

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება

Extra.ge - პირველი ქართული Ecommerce პლათფორმა, სადაც ამიერიდან ავტომობილებიც იყიდება
access_time2020-08-08 10:10:35
პირველად ქართული ელექტრონული კომერციის ისტორიაში - ახალი გზა ავტომობილის შესაძენად! დიახ, ნამდვილად! შეგიძლიათ ეწვიოთ www.extra.ge, აირჩიოთ სასურველი ავტომობილი, დაათვალიეროთ და გაეცნოთ მის ტექნიკურ მახასიათებლებს, ხოლო სურვილის შემთხვევაში კი დააჭიროთ შეძენას, გადაიხადოთ და ავტომობილი თქვენია... მოგიყვანენ, გადმოგცემენ გასაღებს და სულ მწვანეზე გევლოთ, სადაც გაგიხარდებათ! ეს ყველაფერი Extra.ge-სა და KIA-ს...

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?

რად დაუჯდა ომი და ოკუპაცია პუტინის რუსეთს?
access_time2020-08-08 10:24:19
რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ისევ ეჭვის თვალით უყურებენ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებს, რომელთა მხარდაჭერაც ერთადერთი იმედია საქართველოსთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 12 წელი გავიდა - გადაიხადა თუ არა ადეკვატური საფასური რუსეთმა საქართველოს ოკუპაციისთვის, ისტორიის გადაწერისთვის და მზარდი აგრესიისთვის? რაზეა დამოკიდებული საერთაშორისო პარტნიორების მეტი მეტი მხარდაჭერა და რეაგირება? სოხუმში ევროკავშირზე გაბრაზდნენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებას...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-07 21:00:06
დღის Top 10 საინტერესო ამბავი 1.ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 17 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის II კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ...


მსგავსი სიახლეები

up