გადაკეტილი გზები და უკმაყოფილო ტურისტი - რატომ ემთხვევა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულად აქტიურ სეზონს?

გადაკეტილი გზები და უკმაყოფილო ტურისტი - რატომ ემთხვევა ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტულად აქტიურ სეზონს?

access_time2021-03-25 13:00:40

„სანამ ველდოებით ტურისტულ სეზონს, მაშინ უნდა მიმდინარეობდეს ინფრასტრუქტურული მზადებაც. რატომ არ შეიძლება რამდენიმე თვით ადრე გაკეთდეს საგზაო თუ სხვა სამუშაოები? პრინციპში არ მიკვირს იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში იმდენი რამე ხდება ქაოტურად, არც მსგავსი პრეცედენტებია უჩვეულო,“ - ტურიზმის ექსპერტი მაია სიდამონიძე საქართველოში ტურისტული სეზონის პერიოდში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარების დისკომფორტსა და სახელმწიფოს მოუმზადებლობის ჩვევად ქცეულ ტენდენციაზე საუბრობს.



აღსანიშნავია, რომ ტურისტული სეზონის მსვლელობისას ინფრასტრუქტურული/საგზაო სამუშაოები, გზის გადაკეტვასთან, ხმაურთან და დისკომფორტთან ერთად, წლის ყველაზე აქტიურ პერიოდს აფერხებს.  როგორც ცნობილია, საქართველოში არ არსებობს მარეგულირებელი ნორმა, რომელიც ტურისტული სეზონის დროს მსგავსი ტიპის სამუშაოების აკრძალვას ან შეზღუდვას ითვალისწინებს. მაია სიდამონიძე განმარტავს, რომ ამ დამთხვევების მიზეზი უწყებებს შორის კოორდინაციის არ არსებობასთან ერთად, დაგვიანებული და სპონტანური გადაწყვეტილებებია. მისივე თქმით ლოგიკურია, რომ ნებისმიერი ტურისტული სეზონის დასაწყისიდანვე ყველა ინფრასტრუქტურული ხარვეზი რამდენიმე თვით ადრე უნდა იყოს აღმოფხვრილი.

 


„ზოგადად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები ტურისტული სეზონის დროს ძალიან დიდ უკმაყოფილებას იწვევს.  ვერ გეტყვით, რატომ ხდება ასე, რადგან ეს იმდენად მარტივია როგორც ორჯერ ორი ოთხი, ანუ  მაინცდამაინც მაშინ არ უნდა ჩაატარო სხვადასხვა სამუშაოები როცა ტურისტი გყავს და შეიძლებოდა სეზონის დაწყებამდე ყველაფრის მოგვარება. ჩემი აზრით, არავინ ფიქრობს ამაზე წინასწარ და ისევ და ისევ ხდება გარკვეული პროცესები რაღაც სპონტანური გადაწყვეტილებების შედეგად. მეორეს მხრივ, ვფიქრობ, რომ  შეიძლება უწყებებს შორის კოორდინაცია არ იყოს ისეთი ეფექტური. შეიძლება ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არ იცოდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მხრიდან კონკრეტულად რა ვადებში რისი გაკეთება იგეგმება. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ რაღაც ჩასწორებებს შეიტანდნენ დაგეგმარებაში. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ეს რომ სულ ხდება ყველამ ვიცით და არასწორია იმიტომ, რომ ეს იწვევს ძალიან დიდ დისკომფორტს  ტურისტებისა და შიდა დამსვენებლებისთვისაც.  კარგად მახსენდება ზამთრის კურორტების შემთხვევა, როცა მაინც და მაინც, მაშინ წყდება ყველა საკომუნიკაციო ინფრაქსტრუქტურის მოგვარება, როცა სეზონია,“ - განმარტავს მაია სიდამონიძე.

 



თბილისის მერია უახლოეს მომავალში ქეთევან წამებულისა და ეროსი მანჯგალაძის სახელობის ქუჩების სრულფასოვან რეაბილიტაციას გეგმავს. „კომერსანტი“ დაინტერესდა ემთხვევა თუ არა ეს სამუშაოებიც დედაქალაქში ტურისტულად აქტიურ სეზონს? ამაზე პასუხად, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში განგვიმარტეს, რომ ამჟამად მიმადინარეობს დაგეგმარება და დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი, თუმცა დიდი ალბათობით, შეიძლება დაემთხვეს.   მოხდება ამ ქუჩების ეტაპობრივი რეაბილიტაცია თუ სრულად გადაკეტვა, ეს ჯერ კიდევ უცნობია.



„ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე ვაკეთებთ და დედაქალაქისთვის ვზრუნავთ. შესაძლოა ეს ყველაფერი დაემთხვეს კიდეც ტურისტულ სეზონს,  როდესაც გრძელვადიანი პროექტები გვაქვს და ეს რა თქმა უნდა გეგმა-გრაფიკის მიხედვით გაიწერება. როგორ დაემთხვევა, დეტალებში ვერ გეტყვით, მაგრამ შესაძლოა ასეც მოხდეს. ჩვენი მთავარი პრიორიტეტია, რომ ქალაქი მოვაწესრიგოთ, შევქმნათ კომფორტული გარემო გადაადგილებისთვის.



პანდემიის პერიოდშიც ვმუშაობთ, წელსაც შევეცადეთ რომ დაგვეგეგმა რაღაც პროექტები.  ქეთევან წამებულისა და ეროსი მანჯგლაძის სახელობის ქუჩების რეაბილიტაცია მალე იგეგმება,  რადგან ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და სულმოუთქმელად ელის მოსახლეობა, როდის გაკეთდება.  მთლიანად გადაიკეტება თუ არა, ამას წინასწარ ვერ ვიტყვით, შეიძლება ეტაპობრივად მოხდეს, ეს სპეციალისტებმა უნდა თქვან. გრაფიკი რომ გაიწერება მერე გვეცოდინება, როგორი მონაკვეთი დაიკეტება. საფუძვლიანად უნდა გამოიცვალოს მიწისქვეშა კომუნიკაციები და სრული რეაბილიტაცია ჩატარდეს.  სრულ რეაბილიტაციას უფრო ხანგრძლივი პერიოდი სჭირდება, ვიდრე რაღაც მონაკვეთების მოწესრიგებას, რასაც ღამით ვაკეთებთ ხოლმე და არ ვაწუხებთ მოსახლეობას. შესაბამისი პროცედურები მიმდინარეობს და ამის მიხედვით გვეცოდინება დეტალურად პერიოდი, როდის მოხდება წამებულისა და მანჯგალაძის ქუჩების რეაბილიტაცია, რასაც დავაანონსებთ კიდეც,“ - განმარტავენ მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში.  



მარიამ მორგოშია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up