გადაიხედება თუ არა  ავანსის დღგ-თი დაბეგვრის რეგულაცია?

გადაიხედება თუ არა ავანსის დღგ-თი დაბეგვრის რეგულაცია?

access_time2018-02-06 09:00:25

რეგულაციაში ცვლილებების შეტანა აუცილებელია, რათა პროცესი უფრო მარტივი გახდეს და რეგულაციაც მეტად კონკრეტული, დეტალიზირებული იყოს“,- ამის შესახებ განცხადებს „კომერსანტთან“ „მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე მიხეილ ჭელიძე აკეთებს.


მისი განმარტებით, ავანსის დღგ-თი დაბეგვრა ისეთ ტექნიკურ ხარვეზებს უკავშირდება, როგორიცაა მაგალითად,ბუღალტერია.


„დავუშვათ მარტში კონკრეტულმა კომპანიამ მიიღო ავანსი და ოპერაცია დაბეგრა. შემდეგ გამოწერა ავანსის ანგარიშფაქტურა, ამასობაში კი მიმღებმა არ დაუდასტურა პროცედურა. როცა დასრულდა ოპერაცია და მოვიდა ივნისი, მიმღები საბოლოო ანგარიშსწორების გამოწერას სთხოვს. ამ დროს კი კომპანია ვალდებულია მოთხოვნა დააკმაყოფილოს, შედეგად, კი გამოდის, რომ ოპერაცია ორჯერ დაიბეგრა. სწორედ ამაზე გვაქვს საუბარი. პროცესი უფრო დეტალიზირებული უნდა გახდეს, რომ მსგავს ხარვეზთან საქმე არ გვქონდეს და იგივე ბუღალტერული სამუშაოები უფრო არ გართულდეს,“-აცხადებს ჭელიძე.


რაც შეეხება რეგულაციის ადრესატს, როგორც მიხეილ ჭელიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რეგულაცია უნდა ეხებოდეს იმ ძირითად სამ მიმართულებას, რომელზეც გრძელვადიანი კონტრაქტები ფორმდებოდა. ესენია: მშენებლობა, მონტაჟი და წარმოება.


„გრძელვადიან კონტრაქტორებს რეგულაცია ცალსახად უნდა ეხებოდეს, დანარჩენისთვის კი დაბეგვრა ან უნდა მოიხსნას ან მეტად დაკონკრეტდეს. ჩვენ საუბარი გვაქვს არა ავანსის საკითხის გაუქმებაზე ზოგადად, არამედ, ამ მიმართულებაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრაზე“,-აღნიშნა ჭელიძემ.


„კომერსანტი“ დაინტერესდა რას ფიქრობენ აღნიშნულ ინიციატივაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლები და დეველოპერები.



მიხეილ ჭელიძის მოსაზრებას არ ეთანხმება „კავკაზუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი პაატა ტრაპაიძე. მისი თქმით, არასწორია ზოგადად რეგულაციის მშენებლობაზე გავრცელება, რადგან დღგ-ს კომპანია მხოლოდ შესრულებულ სამუშაოზე უნდა იხდიდეს.


„თავის დროზე, დეველოპერების 99 %-ი ბინა რომ ბარდებოდა, სწორედ მაშინ იხდიდნენ დღგ-ს, ამიტომ ჰქონდათ უზარმაზარი წინმსწრები. ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ შემოიღეს ავანსის გადასახადი და მიგვაყოლეს ჩვენც, რომლებიც არაფერ შუაში არ ვართ. საჭიროა რეგულაცია ჩვენზე არ გავრცელდეს“,-აცხადებს ტრაპაიძე.


რაც შეეხება თავად დეველოპერების მოსაზრებას, კომპანია „რედკოს“ პროექტების მენეჯერი მალხაზ კუნელაური „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ ზოგადად მისაღები იქნება, თუ ავანსის დღგ-თი დაბეგვრა არ იქნება, რადგან ასეთ დროს ბიზნესი შეძლებს თანხები უფრო ეფექტურად დახარჯოს. კუნელაური ეთანხმება მიხეილ ჭელიძის ინიციტივას იმასთან დაკავშირებით, რომ პროცესის გამარტივების მიზნით რეგულაციაში ცვლილებები უნდა შევიდეს, თუმცა, რეგულაციის მხოლოდ გრძელვადიან კონტრაქტორებზე გავრცელებას პაატა ტრაპაიძის მსგავსად, არ ეთანხმება.


„თავის დროზე, აღნიშნული რეგულაცია ამოქმედდა იმიტომ, რომ კანონი ვერ არეგულირებდა პროცესის დასრულების ეტაპს და ეს ბუნდოვანება პრობლემებს ჰქმნიდა. შესაბამისად, აქ არაფერ შუაში არ ყოფილა გრძელვადიანი ან მოკლევადიანი კონტრაქტები. მეორეს მხრივ, დეველოპერსაც შეუძლია მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმება. იქნებ რა ეტაპზეა მშენებლობა, ან ისეთ დროს მოდის კლიენტი, რომ ორ თვეში შემიძლია ბინის ჩაბარება. მაშინ ეს ყველაფერი ვადაზე უნდა მიაბან და არა დეველოპმენტზე ან მსგავს კატეგორიებზე,“-აცხადებს კუნელაური.


კერძო სექტორმა ფინანსთა სამინისტროს ავანსის დღგ-თი დაბეგვრის გაუქმების შესახებ თხოვნით უკვე მიმართა. ცნობილია, რომ ამის შესახებ ინფორმირებულია შემოსავლების სამსახურიც და შესაძლოა რეგულაციაში გარკვეული ცვლილებები შევიდეს.


ბიზნესისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება 2017 წლის პირველი იანვრიდან მოქმედებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულმა ვალდებულებამ ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილს პრობლემები შეუქმნა. დაახლოებით ერთი თვის წინ საქართველოს ბიზნესასოციაციისა და ფინანსთა მინისტრის შეხვედრაზე, კერძო სექტორმა ავანსის დღგ-თი დაბეგვრის საკითხის გადახედვა მოითხოვა. მოგვიანებით, ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, რომ ავანსის დღგ-თი დაბეგვრის სისტემის გაუქმების წინააღმდეგია.


ავტორი: სალომე ლემონჯავა



ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up