„გადაიხადე ღიმილით“  -  როგორ მუშაობს Face ID, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინერგება?

„გადაიხადე ღიმილით“ - როგორ მუშაობს Face ID, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინერგება?

access_time2019-11-23 12:00:45

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას, მაღაზიაში პროდუქტების შეძენისას ან სულაც ონლაინ-შოპინგისას სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება მომავლის ტექნოლოგია აღარ არის.

 

მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის მცხოვრებლებს ამ ტექნოლოგიით სარგებლობა უკვე შეუძლიათ და დაუსრულებელ რიგებსა და გაუთვალისწინებელ შემთხვევებსაც არიდებენ თავს.

 

ცოტა ხნის წინ, ჩინეთის რამდენიმე ქალაქის მოსახლეობამ მეტროში სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება დაიწყო. თავდაპირველად, ინოვაციური სისტემა ტექნოლოგიურ დედაქალაქ შენძენში დაინერგა, შემდეგ კი სატესტო რეჟიმში შანხაი, ნანკინი და ძინანიც ჩაერთვნენ.

 

სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება - Face ID-ის გამოყენება უკვე შესაძლებელია ჩვენს მეზობელ უკრაინაშიც.

 

რა არის Face ID და როგორ მუშაობს ის?

 

Face ID ანუ სახის ამომცნობი სისტემა შენძენის მეტროსადგურში შემდეგნაირად მუშაობს: სენსორულ ეკრანზე, სადაც მოქალაქემ საბანკო ბარათი ან Apple ID უნდა დააფიქსიროს, შეუძლია, სახის სკანირების რამდენიმეწუთიანი პროცედურა გაიაროს და მგზავრობის თანხა ამ ფორმით გადაიხადოს. სისტემა ავტომატურად აფიქსირებს პიროვნებასთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს და ჩამოჭრის მგზავრობის საფასურს.

 

Face ID-ის სისტემით სარგებლობისთვის მოქალაქემ თავდაპირველად, რეგისტრაცია უნდა გაიაროს, რათა სახის სკანირებისას მისი ანგარიშების ამოცნობა შესაძლებელი გახდეს.

 

ტექნოლოგიური დედაქალაქის მეტროში Face ID სისტემა სადგურის ადმინისტრაციამ და მობილური ტელეფონების მწარმოებელმა კომპანია Huawei-მ ერთობლივად შეიმუშავეს.


 

როგორ იყენებენ Face ID-უკრაინელები?

 

თუ Face ID-ის ტექნოლოგია მაინც ჩინეთივით შორეულად გვეჩვენება, მეზობელი უკრაინა ამ შთაბეჭდილებას გაგვიქარწყლებს. ქვეყანაში Face ID-ით გადახდა პოპულარული ხდება.

 

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ინტერნეტ-ბანკისა და მობაილ-ბანკის სისტემების გამოყენებაში ერთ-ერთი მოწინავეები არიან. ბევრი ჩვენგანი კომუნალური ხარჯების გასასტუმრებლად ბანკში მისვლას, რიგში ჩადგომას, მოლარე ოპერატორთან გადახდის პროცედურის გავლას, მობაილ-ბანკინკის ერთწუთიან პროცედურას ამჯობინებს, ამიტომაც გახადის ტექნოლოგიებთან საკმაოდ „მეგობრულები“ გავხდით.

 

უკრაინის მოსახლეობას Kasta ID-ის სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, შეუძლია, მაგალითად, მაღაზიაში შეძენილი კაბის საფასური მხოლოდ სახის სკანირების სისტემით გადაიხადოს. ამისთვის მათ საბანკო ბარათის გამოყენება აღარ სჭირდებათ.

 

რა თქმა უნდა, ამ ინოვაციურ სისტემას სკეპტიკოსებიც ჰყავს. მათ შორის, ისეთ განვითარებულ სახელმწიფოში, როგორიც დიდი ბრიტანეთია, სადაც მოსახლეობას Face ID-ის შემქმელებთან ბევრი კითხვა აქვთ, რადგან ტექნოლოგია საკმაოდ ახალია. თუმცა გვახსოვს, წარსულში რამდენად სკეპტიკური დამოკიდებულება და უნდობლობა არსებობდა ინტერნეტის, ფულადი გადარიცხვებისა და სხვა ტექნოლოგიების მიმართაც, რომლებიც ჩვენს ყოველდღიურობას წარმოადგენენ.

 

მაგალითად, საქართველოში საბანკო ბარათით გადახდა 20 წლის წინ, იშვიათობას წარმოადგენდა. დღეს კი სუპერმარკეტში ნაღდი ანგარიშსწორებისას ხანდახან ხურდასაც კი ვეღარ გვიბრუნებენ, რადგან ყველა ბარათით იხდის.

 

რა უპირატესობები აქვს Face ID-ის?

 

Face ID-ის შემქმნელები რამდენიმე დადებით მხარეს გამოკვეთენ:

 

სახის ამომცნობი სისტემით ანგარიშსწორება შესაძლებელია მაშინაც, როცა საბანკო ან საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო ბარათი თან არ გაქვთ;

სისტემის გამოყენება ამცირებს რიგებს მეტროსადგურებში, აეროპორტებში, მაღაზიებსა და სხვა ობიექტებში, სადაც ხალხმრავლობაა-ხოლმე;

ზრდის უსაფრთხოებას - თუ თან არ დაგაქვს საბანკო ბარათი, რთულია დაკარგო. შესაბამისად, შენი ანგარიშები უფრო დაცულია.

Face Id-ით მგზავრობა და განაღდება არის სრულიად უსაფრთხო, რადგან ის უსაფრთხოების ბიომეტრიულ სისტემას იყენებს. სისტემა იდენტიფიკაციას ახდენს რამდენიმე სენსორის მეშვეობით როგორიცაა: ულტრაიისფერი სენსორი, წერტილოვანი პროექტორი და განათების ილუმინატორი. ეს ყველაფერი კი მას კიდევ უფრო სანდოს ხდის. ალბათობა იმისა, რომ სხვა შემთხვევითმა ადამიანმა შეძლოს თქვენი face id –ით მგზავრობა ან თანხის განაღდება სრულიად შეუძლებელია. (შედარებისთვის, Touch ID-ის განბლოკვის შესაძლებლობა არის 1-ი 20 000 შემთხვევაში, Face Id –ის შემთხვევაში კი ალბათობა შეადგენს 1-ს მილიონ შემთხვევაში)

აღსანიშნავია, რომ Face ID-ით გადახდის სისტემა 2017 წელს, ჩინეთში რესტორნების ქსელმა KFC-მ დანერგა და დღემდე წარმატებით მუშაობს. „გადაიხადე ღიმილით“ - გვეუბნებიან KFC-სა და უკრაინის Kasta ID-ის სახის ამომცნობი სისტემის შემქმნელები. საინტერესოა, რამდენად შეუერთდება ღიმილით გადახდის ტენდენციას საქართველო.


bpn.ge

თეგები:
face ID



გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის დელეგაცია წინანდლის ფესტივალის გახსნას დაესწრო
access_time2020-09-18 15:00:11
გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი  დელეგაციასთან ერთად წინანდლის მამულში გამართულ კონცერტს დაესწრნენ.  სტუმრებს შორის იყვნენ ესპანეთის, პორტუგალიის, საბერძნეთის, რუმინეთის, მაროკოს, საუდის არაბეთის, კონგოს, კენიის და სხვა ქვეყნების წარმოამდგენლები,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - მარიამ ქვრივიშვილი. წინანდლის ფესტივალის პირველ...

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ შემოვიდეს

ბიძინა ივანიშვილს საქართველო წარმოუდგენია, როგორც თავისი დენდროლოგიური პარკი - მისი ინტერესია რომ ქვეყანაში ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს
access_time2020-09-18 15:48:14
„ბიძინა ივანიშვილის ინტერესი არის რომ ქვეყანაში ინვესტიცია არ  შემოვიდეს, მას  საქართველო წარმოუდგენია, როგორც  თავისი დენდროლოგიური პარკი, თავისი ზოოპარკი უნდა ჰყავდეს და სხვამ არ უნდა გაბედოს ბიზნესის კეთება“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტში განაცხადა სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.  ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოში უმძიმესი მდგომარეობა, უმუშევრობა, ფასების ზრდა...

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას

თქვენს მთავრობაში ვიყავი და ვნახე როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - თურნავა ოპოზიციას
access_time2020-09-18 15:16:52
„წინა ხელისუფლების დროსაც ვმუშაობდი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ და დავინახე წყალგამყოფი, როდის დაანებეთ თავი რეფორმების გატარებას და გადახვედით ბიზნესის ტერორზე, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. ნათია თურნავამ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის საპასუხოდ იმ არაეფექტურ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც  ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ წინა მმართველობის დროს გაატარა. „წინა ხელისუფლების დროს...

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას

ეკონომიკის მინისტრი არ უნდა საუბრობდეს ბუღალტრულ თემებზე, უნდა გვესაუბრებოდეთ ეკონომიკურ ხედვებზე - კობერიძე თურნავას
access_time2020-09-18 14:18:32
„გვაინტერესებს რა არის თქვენი ხედვა, თუნდაც მომავალი წლის ეკონომიკურ სტრატეგიასთან დაკავშირებით რაც უკვე ბიუჯეტში უნდა აისახოს“, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ლევან კობერიძემ ნათია თურნავას სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს დეპუტატები ინტერპელაციის წესით უსმენენ.     „პირველი ოქტომბრისთვის მზად უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტის 2020-2021 წლის პროექტი. კარგი იქნება თუ დაგვანახებთ, რომ მთავრობას 2020-21 წლის ბიუჯეტის...

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა

პროექტი ახალი გუდაური 2024 წელს დასრულდება - რა ეტაპზეა გუდაურის განვითარების გეგმა
access_time2020-09-18 13:00:32
„პანდემიამ ხელი შეუშალა ახალი გუდაურის განვითარების ტემპს, მაგრამ ვეცდებით, რომ პროექტი დარჩენილ 3-4 წელიწადში მთლიანად დავასრულოთ,“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ დეველოპერული კომპანია „რედკოს“ იურისტმა მალხაზ კუნელაურმა განუცხადა. გუდაურში კომპანია „რედკომ“ მასშტაბური პროექტის „ახალი გუდაურის“ განვითარება 2016 წელს...


მსგავსი სიახლეები

up