გადაიხადე 1000-ზე მეტი სერვისი საკომისიოს გარეშე

გადაიხადე 1000-ზე მეტი სერვისი საკომისიოს გარეშე

access_time2020-12-21 11:41:49

თიბისი ფეი მუდმივად ზრუნავს ციფრული სერვისების განვითარებაზე და ამჯერად მომხმარებელს ონლაინ გადახდებისთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო პირობას სთავაზობს - გადაიხადეთ დეკემბრის თვის განმავლობაში ნებისმიერი სერვისი   საკომისიოს გარეშე. ეს შემოთავაზება მოქმედებს თიბისი ფეის ციფრულ არხებით - ვებგვერდით და მობილური აპლიკაციით შესრულებული ტრანზაქციებისთვის. აირჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი ფორმატი გადახდების შესასრულებლად და დაფარეთ გადასახადები სახლიდან გაუსვლელად. ამის გარდა, ციფრულ პლატფორმაზე კიდევ არაერთ საჭირო და სასარგებლო ფუნქციას იპოვნით.

 

რისი გადახდა გსურთ?

 

თიბისი ფეი უნივერსალური სივრცეა, სადაც 1000-ზე მეტი სერვისის გადახდას მარტივად და კომფორტულად შეძლებთ. გადაიხადეთ თქვენთვის მოსახერხებელ დროს, სახლიდან გაუსვლელად კომუნალური, ამანათების ტრანსპორტირების, პარკინგის, პატრულის ჯარიმის, მობილურის ბალანსის, საკრედიტო ორგნიზაციების თუ სხვა კიდევ მრავალი კერძო თუ სახელმწიფო ორგანიზაციების გადასახადები სწრაფად და მარტივად.  მომენტალური გადახდების სისტემაში წარმოდგენილია ქვეყანაში მოქმედი  1100 ორგანიზაცია. აქ ყველაფერს ნახავთ, რისი გადახდაც გსურთ.


თიბისი ფეის ონლაინ გადახდების მოქნილი სისტემა დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთშია ხელმისაწვდომი. თიბისი ფეიზე გადახდები მომენტალურად სრულდება, შაბათ-კვირის და არასამუშაო დღეების მიუხედავად. ვებ-გვერდი და მობილური აპლიკაცია გათვლილია ინტერნეტ გადახდებისთვის და მორგებულია მომხმარებლის იმ საჭიროებებზე, რაც ონლაინ ტრანზაქციებისთვისაა საჭირო - სისწრაფე, სიმარტივე და უსაფრთხოება.


თიბისი ფეის ციფრულ პლატფორმაზე რეგისტრაციის შემდეგ მომხარებელს სხვადასხვა მოსახერხებელი ფუნქციის გამოყენება შეუძლია, მაგალითად, შეგიძლიათ ნებისმიერ დროს შეამოწმოთ კომუნალური სერვისების დავალიანება, ამ დროისათვის კი მათი დაფარვისას  საკომისიოს გადახდა არ მოგიწევთ. კომუნალურების გადახდის გასამარტივებლად, შეგიძლიათ სისტემაში დაამახსოვროთ თქვენი სააბონენტო ნომერი და მომდევნო გადახდისას თავიდან აირიდოთ მონაცემების ხელახალი შეყვანა.



გარდა ამისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ დავალიანების შესახებ შეტყიბინების მიღების ფუნქციით. თქვენს სააბონენტო ნომერზე დავალიანების ასახვისთანავე მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას და ამ გზით არ დაგავიწყდებათ მნიშვნელოვანი დავალიანების დაფარვა. ამ ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომუნალური გადახდების, ასევე სატელეკომუნიკაციო (ტელევიზია, ინტერნეტი, ტელეფონი) სერვისებისთვისაც.


რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან ხშირად გამოყენებადი სერვისების გადახდის შაბლონები. შაბლონების გამოყენება დაგიზოგავთ დროს და ნებისმიერ ტრანზაქციას უფრო სწრაფად და მარტივად შეასრულებთ. თიბისი ფეის მთავარი იდეაც ხომ ესაა - გაგიმარტივოთ ყოველდღიური ოპერაციები.


კიდევ ერთი საჭირო სერვისი თანხის გადარიცხვაა. თიბისი ფეიზე გადარიცხვის სერვისი, სტანდარტულ საბანკო სერვისთან შედარებთ, ბევრად გამარტივებულია. ამისათვის არ დაგჭირდებათ მიმღები პირის IBAN ანგარიშის სრული რეკვიზიტები. გადარიცხეთ თანხა მარტივად პირადი ნომრით, ან მობილურის ნომრით ანდაც მიმღები პირის საბანკო ბარათის 16-ნიშნა ნომრის მითითებით, რომელიც ბარათებს ზედვე აქვთ ამოტვიფრული. მიმღები პირი თქვენს მიერ გადარიცხულ თანხას მომენტალურად მიიღებს.


თიბისი ფეი მუდმივად ნერგავს ფინანსური ტექნოლოგიების ინოვაციურ სერვისებს. ერთ-ერთი ასეთია თანხის მოთხოვნის ფუნქცია, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ჯგუფური თანხა მარტივად  შეაგროვოთ. თუ საერთო საქმისთვის თანხის მოგროვებას ყოველთვის თავს არიდებდით, ახლა შეგიძლიათ ეს საქმე სახალისოდაც კი აქციოთ. ამისი საჭიროება კი ხშირად დგება - მეგობრის დაბადების დღისთვის საერთო საჩუქრის შეძენა, ლანჩის თანხის გაყოფა, ქალაქგარეთ პიკნიკის დაგეგმვა და ა.შ. თანხის მოსაგროველად კი საჭიროა აპლიკაციაში შეიტანოთ გასაყოფი თანხის ოდენობა, პირდაპირ კონტაქტების სიიდან აირჩიოთ მონაწილე პირთა ტელეფონის ნომრები და დააჭიროთ ღილაკს „მოითხოვე თანხა“.  არჩეული პირები SMS-ის სახით მიიღებენ თანხის მოთხოვნის შეტყობინებას, სადაც  გადასარიცხი ბმული იქნება მითითებული.


თიბისი ფეის გამოყენება ნებისმიერი ბანკის ნებისმიერი ტიპის ბარათითაა შესაძლებელი. მომხმარებელს შეუძლია სისტემაში დაამახსოვროს ბარათი და მარტივად გადაიხადოს ყველა გადასახადი. თუმცა თიბისი ფეის გამოყენება საბანკო ბარათის გარეშეც შესაძლებელია. ამისათვის ბალანსს სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან თქვენს პირად ანგარიშზე შეიტანთ და თანხის ასახვის შემდეგ მას მარტივად, ვებ-გვერდის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით განკრგავთ. თიბისი ფეის გამოყენება სტანდარტული ინტერნეტ-ბანკებისგან განსხვავებით უფასოა, ყოველთვიური საკომისიოს გარეშე. მრავალფეროვანი ციფრული სერვისებით თიბისი ფეი ინტერნეტ-ბანკების ალტერნატიული ფინანსური პლატფორმაა, რომელიც სისწრაფეზე, უსაფრთხოებასა და სიმარტივეზეა ორიენტირებული. ამ ყველაფერთან ერთად კი, დეკემბრის თვეში ყველა ტრანზაქციას საკომისიოს გარეშე შეასრულებთ.



®


 



თეგები:
თიბისი ფეი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up