ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

ტერიტორიების მორიგი დავა მეზობელ სახელმწიფოსთან - საზღვრის მონაკვეთი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს, შესაძლოა, სომხეთს გადაეცეს

access_time2019-09-17 20:00:45

სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო-სომხეთის საზღვრის დამდგენმა კომისიამ მუშაობა დაასრულა და ივერიის ღვთისმშობლის ქართული მონასტერი (ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი) და მის ირგვლივ მდებარე არპის ნაციონალური ტყე-პარკი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ოფიციალურად 1 სექტემბრიდან აღმოჩნდა. ინფორმაციას სოციალური ქსელების მომხმარებლების მხრიდან აღშფოთება მოჰყვა, მიუხედავად იმისა, რომ დაზუსტებული ინფორაცია ან ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობს. 


საზღვრის ამ მონაკვეთის დემილიტარიზაციასთან დაკავშირებით დიდი ხანია მოლაპარაკებები მიმდინარეობს სომხეთის მხარესთან, მოლაპარაკებებში ჩართულია ქართული მხრიდან საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლობა - მიხეილ დონდუა, მალხაზ მიქელაძე, ივერი მელაშვილი, ლევან წურწუმია, თამარ ჩაჩიბაია. ასევე საზღვრის მდგენელ კომისიაში შედის იუსტიციის, ფინანსთა , რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლობა.




„კომერსანტმა“ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გადაამოწმა. უწყებაში აცხადებენ რომ სომხეთთან საზღვრის დემილიტარიზაციის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. საზღვრის ის ნაწილი, სადაც ხუჯაბის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ჯერ კიდევ შეუთანხმებელია. 


„სამთავრობო სადელიმიტაციო კომისიამ უკვე შეათანხმა საზღვრის 160 კილომეტრი, ანუ დაახლოებით 71 პროცენტი, ახლა მიმდინარეობს მუშაობა დარჩენილ მონაკვეთზე, ეს არის საზღვრის 65 კილომეტრი. სწორედ ამ შესათანხმებელ ნაწილში მდებარეობს ხუჯაბის მონასტერი. როდის დამთავრდება სადელიმიტაციო სამუშაოები წინასწარ განსაზღვრული არ არის და ეს დამოკიდებულია იმაზე, როდის და როგორ შევძლებთ მხარეები შეთანხმების მიღწევას. შესაბამისად,  ვიდრე არ არის დასრულებული საზღვრის დელიმიტაციის პროცესი, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, თუ რომელ მხარეს იქნება კონკრეტული ისტორიული ძეგლი, ნაადრევია. ნამდვილად გეუბნებით, რომ სომხეთის რესპუბლიკასთან საქართველოს საზღვრის დელიმიტაციის პროცესი ჯერ არ დაუსრულებია. ჩვენ არ ვიცით საზოგადოებას ვინ კვებავს ამ ინფორმაციით, რადგან ის ინფორმაცია, რაც საზოგადოებას მიეწოდა, რომ ეს პროცესი დასრულებულია, მცდარია.  საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი ნიშნავს იმას, რომ ამ მონაკვეთზე შეთანხმება არ არსებობს და მუშაობა მიმდინარეობს სომხეთის მხარესთან იმაზე,  რომ მიღწეულ იქნეს შეთანხმება. პროცესებზე და შიგნით რა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ამაზე საჯარო კომენტარის გაკეთება არ არის მიზანშეწონილი,“  - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში



როგორც სააგენტო “კავკაზ პლუსი“ წერს,  1987 წლის მდგომარეობით ხუჯაბის მონასტერი იყო საქართველოს სსრ-ს ტერიტორიაზე. თუმცა, სომხები თვითნებურად გადაადგილდებოდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე დაახლოებით 400 მეტრით ჩრდილოეთით და მონასტერი „გამოცხადდა“ „სომხურად“. აქ არც ქართველ მომლოცველებს, არც რესტავრატორებს არ უშვებენ. ისევე როგორც ათობით სხვა ქართულ ეკლესიასა და მონასტერში, რომლებიც სომხეთის სსრ-ს აღმოჩნდნენ ტერიტორიაზე, რომლებიც ბოლშევიკების მიერ „გაჩუქებულ“ მათზე. ახლა ამ ტერიტორიაზე, სადაც სომეხი მოსახლეობა იყო ჩამოსული, არც ერთი ქართველი და არც ერთი აზერბაიჯანელი არ ცხოვრობს.



მარიამ მორგოშია




ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up