გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

გადადი ახალ ბინაში — ტერაბანკის იპოთეკური სესხი მათთვის, ვისაც სახლის შეცვლა სურს

access_time2019-07-16 17:50:11



ტერაბანკი მომხმარებლებს, რომლებსაც ბინის შეცვლა აქვთ გადაწყვეტილი ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. სესხი იმ ადამიანებისთვისაა განკუთვნილი, რომლებსაც საცხოვრებელი ბინა ჯერ არ გაუყიდიათ და სურთ, 1 დიდი სახლით ორი, ან უფრო მცირე ბინა შეიძინონ.


პროდუქტის დახმარებით, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, თანხა გამარტივებულად, მხოლოდ ბინის უზრუნველყოფით მიიღონ, არ იჩქარონ ძველი სახლის გაყიდვა და ახალ ბინაში სესხის დამტკიცებისთანავე გადავიდნენ. მომხმარებლებისთვის 6-თვიანი საშეღავათო პერიოდია გათვალისწინებული, რაც მათ საშუალებას აძლევს, ამ დროის განმავლობაში თანხა არ გადაიხადონ, ძველი ბინა აუჩქარებლად გაყიდონ და სესხის დაფარვა შემდეგ დაიწყონ.


„მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ახალი სახლის, ან 1 დიდი ბინის სანაცვლოდ, ორის შეძენა სურთ, ჩვენი საშეღავათო პერიოდი ხელსაყრელი პირობა და კარგი სტიმული იქნება. ადამიანებს ხშირად სახლის გაყიდვა შედარებით იმის გამო იაფად უწევთ, რომ ეჩქარებათ. ტერაბანკის ახალი იპოთეკური სესხით კი მათ საშუალება ექნებათ, ძველი უძრავი ქონება მშვიდად, მომგებიანად გაყიდონ და მიღებული შემოსავლით სესხი სრულად დაფარონ, ან შეამცირონ“, - აცხადებს საცალო საბანკო საქმიანობის განყოფილების უფროსი, ქეთევან მღებრიშვილი.



ახალი პროდუქტით 2 პარალელური — დროებითი და ძირითადი სესხის გაცემაც არის შესაძლებელი. დროებით სესხს მომხმარებელი შემოსავლების შესწავლის გარეშე იღებს და იგი ძველი ბინის რეალიზაციის შედეგად, 6 თვის ვადაში უნდა დაფაროს. ძირითადი სესხი კი სტანდარტული იპოთეკური სესხია სტანდარტული პირობებით, რომელიც 15 წლამდე ვადით გაიცემა.



ტერაბანკი ქართულ საბანკო ბაზარზე 1999 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მთავარი აქციონერი არაბეთის გაერთიანებული საემიროების კულტურის, ახალგაზრდობისა და საზოგადოებრივი განვითარების მინისტრი შეიხი ნაჰაიან მაბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.


(NS)


თეგები:
ტერაბანკი



დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up