გადადებული ფრენები ნეგატიურად აისახება შემოსავლებსა და გეგმებზე - RADISSON BLU IVERIA

გადადებული ფრენები ნეგატიურად აისახება შემოსავლებსა და გეგმებზე - RADISSON BLU IVERIA

access_time2020-07-22 21:20:59

„ის ფაქტი, რომ ფრენები არ იხსნება და ვადები რამდენჯერზე შეიცვალა, კარგი არ არის. ჯერ ველოდებოდით ივლისიდან განახლებას, გვქონდა გარკვეული გათვლები, შემდეგ დაანონსდა აგვისტო, - ამასაც მოვერგეთ. ახლა ირკვევა, რომ 1 სექტემბრამდე არაფერი იქნება, რა თქმა უნდა ეს ნეგატიურად მოქმედებს და აისახება ჩვენს გათვლებზე, შემოსავლებსა და გეგმებზე“, - ასე ეხმაურება Radisson Blu Iveria Hotel-ი  რეგულარული ფრენების 1 სექტემბრამდე გადავადებას.

 

როგორც სასტუმროს  გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში განმარტავენ, მიუხედავად ამისა, იმედს იძლევა გამონაკლისის სახით არსებული 5 ქვეყანა, საიდანაც ფრენები დაშვებულია.

 

Radisson Blu Iveria Hotel-ში განმარტავენ, რომ შექმნილ სიტუაციაში თბილისს ყველაზე მეტად გაუჭირდა, რადგან ივნისიდან, როდესაც სასტუმროები გაიხსნა, რეგიონები ნორმალურად მუშაობენ.

 

„ჩვენს ორ სასტუმროში, აჭარაში (ბათუმი) და კახეთში 100%-ით ლოკალურ ბაზარზე ხდება მუშაობა. რა თქმა უნდა, ვერ შეედრება გასული ან 2018 წლების შემოსავლებს, თუმცა, მოლოდინზე უფრო დადებითი შედეგები აქვთ,“ - აცხადებენ Radisson Blu Iveria-ში.

 


როგორც სასტუმროში აღნიშნავენ, თბილისის შემთხვევაში ვიზიტორების (მათ შორის ბიზნესმოგზაურები) 90-92% უცხოელებზე მოდიოდა. რაც შეეხება რეგიონებს, კახეთში უცხოელების წილი (გააჩნია სეზონსაც) 50%-ს შეადგენდა. ბათუმის შემთხვევაში უცხოელების წილი 80-85% იყო.

 

კითხვაზე, თუ აქვს კომპანიას რაიმე სტრატეგია, ან ახალი კონცეფცია, რომელიც უცხოელების წილს დააბალანსებს, Radisson Blu Iveria Hotel-ის გაყიდვების და მარკეტინგის სამსახურში აცხადებენ, რომ სიტუაციიდან გამომდინარე კომპანია ცდილობს ლოკალურ ბაზარს მოერგოს.

 

„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სასტუმრო ქალაქის ცენტრშია და გვაქვს ძალიან საინტერესო სხვადასხვა კვების და დასასვენებელი ობიექტი, ღია აუზი, რესტორნები, ყველაფერს ვაკეთებთ ადგილობრივი მომხმარებლის მოსაზიდად. გადავხედეთ მენიუებს, ფასებს, ტენდენციებს, მუსიკალურ გაფორმებას და ასე შემდეგ. მართალია, ეს თავიდან ბოლომდე  დანაკლისს ვერ აბალანსებს.

 

რაც შეეხება 5 ქვეყანასთან გახსნილ საზღვრებს, ვმუშაობთ ახალ პაკეტებზე, რომლებიც გაგზავნილი იქნება ამ ქვეყნების ტურ-ოპერატორებთან. მოლოდინი გვაქვს, რომ მივიღებთ რაღაც ნაწილს იმ მოგზაურებიდან, რომლებიც საქართველოში ამ ბაზრებიდან შემოვლენ“, - აცხადებენ Radisson Blu Iveria -ში.

 

რაც შეეხება იმას, ხომ არ გაუქმდა ჯავშნები მას შემდეგ, რაც დაანონსდა, რომ 1 სექტემბრამდე გადაიდო რეგულაური ფრენების დაწყება, სასტუმროში განმარტავენ, რომ ყველა ის  მომწოდებელი ქვეყანა, რომელიც ჩვენი მომხმარებელი იყო, Covid-19-ის გამო ისევ ცუდ სიტუაციაში დაბრუნდნენ. შესაბამისად, მათი მხრიდან ნაკლები აქტივობა მარტო ფრენებზე არ არის დამოკიდებული.

 

წყარო: business-partner



თეგები:
RADISSON BLU IVERIA



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up