გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

გადაცვალე შენი სმარტფონი სამსუნგის უახლეს Galaxy S10-ზე

access_time2019-05-03 13:25:50



სამსუნგი საქართველოში, სმარტფონებისთვის სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის ადაპტირებული საქართველოს ბაზრისთვის. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით მომხმარებელი მარტივად შეძლებს განასხვაოს ოფიციალური პროდუქტი არაოფიციალურისგან. ამასთან სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას, ის იღებს ოფიციალურ გარანტიას და ავტორიზებული სერვის ცენტრის მომსახურებას.



გარდა ოფიციალური გარანტიისა, სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია ისარგებლობს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით. „Trade – In“სწორედ ერთ-ერთი მათგანია.



“Trade-In” აქცია აპრობირებულიაბევრ ქვეყანაში, რომელიც მომხმარებელს ძველი პროდუქციის ჩაბარების სანაცვლოდ ახალი ფლაგმანის შეძენის შესაძლებლობას აძლევს. აღნიშნული შეთავაზება მათთვისაა, ვისაც სურს ჰქონდეს უახლესი სმარტფონი და ამასთან დაზოგოს თანხა.



“Trade-In” აქციით სამსუნგი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს შეაფასონ და ჩააბარონ ძველი სმარტფონი და მიიღონ Samsung Galaxy S10სერიის სმარტფონები განსაკუთრებულ ფასად. სმარტფონის განახლების პროცესი საკმაოდ მარტივია, ამისათვის უნდა მიიტანოთ თქვენი სმარტფონი სამსუნგის პარტნიორ მაღაზიებში, სადაც სპეციალისტები სმარტფონის ეკრანის, ბატარეის, კორპუსის ვიზუალური მდგომარეობის და სხვა მონაცემების დიაგნოსტიკის შემდეგ შეაფასებენ თქვენს სმარტფონს, რის შემდეგადაც გადმოგეცემათ ფასდაკლების ვაუჩერი Samsung Galaxy S10-ს შესაბამის მოდელის შეძენისთვის.



“Trade-In”შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია სამსუნგის ოფიციალური პარტნიორების - “ელიტ ელექტრონიკსისა” და „მეტრომარტის” - მაღაზიებში.შეგახსენებთ, რომ აქციის ფარგლებში ოფიციალური Samsung-ისა და iPhone-ის კონკრეტული მოდელების ჩაბარებაა შესაძლებელი.


(R)


თეგები:
Galaxy S10



ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს

ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს
access_time2020-05-29 18:00:26
ქობულეთში, სასტუმრო Georgia Palace Hotel&Spa დამსვენებელს 8 ივნისიდან მიიღებს. ამის შესახებ „კომერსანტს„ სასტუმროს დამფუნებელმა, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. მისი ინფორმაციით,სასტუმრო მთავრობის მიერ დაწესებული ყველა რეგულაციის დაცვით გაიხსნება. „აჭარა მწვანე ზონად გამოცხადდა,მაგრამ აქ ჩვენი სასტუმრო ყველაზე მწვანე ზონაა, რადგან ტერიტორია ასეთი შემოღობილი და დაცული მხოლოდ ჩვენ გვაქვს. ეს კი დამსვენებლებისთვის შემთხვევით პირებთან კონტაქტს...

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?

როგორ უნდა იმუშაონ 1 ივნისიდან რესტორნებმა და კაფე-ბარებმა?
access_time2020-05-29 17:30:24
ჯანდაცვის სამინისტრომ საზოგადოებრივი კვების ობიექტებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა. ამ რეკომენდაციების თანახმად, დახურული სივრცის მქონე საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდები ერთმანეთისგან მინიმუმ 2-მეტრიანი დაშორებით უნდა იდგეს და ამასთან, ერთ მაგიდასთან მაქსიმუმ 6 მომხმარებლის მოთავსებაა ნებადართული. გამონაკლისის სახით კი შესაძლებელია ოჯახის წევრებისა და 12-წლამდე მოზარდის ერთ...

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა

გიორგი გახარია - მსოფლიო ბანკის მონაცემებით, უკიდურესი სიღარიბე საქართველოში ორჯერ შემცირდა
access_time2020-05-29 14:54:22
2012 წლის შემდეგ საქართველოში სიღარიბე შემცირდა 10,5 პროცენტული პუნქტით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით იმყოფება. მთავრობის მეთაურის თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ სიღარიბე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული პრობლემაა ბოლო ათწლეულების განმავლობაში. „ეს არის ფაქტი და ამ ფაქტის გახსენება ყველაზე ნაკლებად გვჭირდება ჩვენ. აგიხსნით, რომ ბოლო წლების განმავლობაში,...

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა

2020 წლის 3 თვეში სადაზღვევო ბაზრის წმინდა მოგება გაორმაგდა
access_time2020-05-29 16:30:03
2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი ლარი 625 შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაცია, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.   ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ  41,5 მილიონი ლარი, ხოლო წმინდა მოგებამ  16,6 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაორმაგებული...

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს

ყოფილი გენერალური პროკურორი მოქმედ მართლმსაჯულებას უსამართლობასა და კორუფციაში ადანაშაულებს
access_time2020-05-29 14:30:37
„რაც თანამდებობაზე აღარ ვარ და ვაგრძელებ საადვოკატო პრაქტიკას, ეს არის ჩემი პირველი შეხვედრა მედიასთან. ამ გამონაკლისს ვუშვებ, რადგან კონკრეტული საქმე ერთგვარი ტესტი გახდება ქართული მართლმსაჯულებისთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო თავისი პრესკონფერენცია ადვოკატმა, არჩილ კბილაშვილმა, რომელიც კომპანია „ლიდერფუდის“ დამფუძნებლის დავით ზეიკიძის ინტერესებს იცავს. მან დასაწყისშივე მიმართა საზოგადოებას თხოვნით, ამ კონკრეტული საქმის უკვე მესამე ინსტანციაში მიმდინარეობას...


მსგავსი სიახლეები

up