გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა

გადაჭარბებული საკეისრო ოპერაციები - „ევექსი“ მორიგ სკანდალში ეხვევა

access_time2019-12-05 10:50:03

„ევექსის“ მორიგი კრახი - კორპორაცია, რომელსაც უმაღლესი მომსახურების ქსელის სტატუსზე აქვს პრეტენზია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებს და 149 700 ლარით ჯარიმდება.


„ევექსმა“ კიდევ ერთხელ დაიკავა მოწინავე პოზიციები ისეთ რეიტინგებში, რომელიც მათ პროფესიონალიზმზე, პაციენტებისა და ჰიპოკრატეს ფიცის მიმართ ერთგულებაზე დამატებით კითხვის ნიშანს  ბადებს და უკვე არაერთხელ შელახულ რეპუტაციას ძლიერ დარტყმას აყენებს.  ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ „ევექსის“ ბათუმის ჰოსპიტალი საკეისრო კვეთების გადაჭარბებით კეთებაში დაჯარიმებული კლინიკების ექვსეულში ქუთაისის სამშობიაროების გვერდით აღმოჩნდა და ჯარიმის რაოდენობით გაუსწრო კიდეც. 


საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2019 წელს, საკეისრო კვეთების გადაჭარბებული რაოდენობის გამო  ექვსი კლინიკა დაჯარიმდა. დაჯარიმებული კლინიკები და მათზე დაწესებული სანქციები კი ასე გამოიყურება:


1. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა – 149 800 ლარი.

2. ევექსის ჰოსპიტლების იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი – 149 700 ლარი

3. ემბრიო – 111 900 ლარი

4. ლერი ხონელიძის სახელობის კლინიკა – 115 800 ლარი

5. ქუთაისის ახალი N2 სამშობიარო სახლი – 99 900 ლარი

6. ქუთაისის N3 სამშობიარო სახლი – 49 500 ლარი.


მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიოლოგიურ მშობიარობას საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 500 ლარით აფინანსებს, საკეისროს კი 800 ლარით.



როცა მშობიარე საკეისრო ოპერაციას ითხოვს, რატომაც არ უნდა ავიღოთ სკალპელი ხელში, თუკი ამით არა 500-ს, არამედ 800 ლარს მივიღებთ.   მე რა, რომ შეიძლება ნორმას გადავაჭარბოთ და სამედიცინო სფეროში ყველაზე უპასუხისმგებლო კლინიკის სტატუსი გავიმყაროთ????- ამ პრინციპით მოქმედი კლინიკების მიზნები შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.


6 კლინიკა - აქედან 3 ქუთაისში მდებარე სამშობიარო სახლია. რიგით მეორე კი  სამედიცინო კორპორაცია  „ევექსი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მსხვილი ჰოსპიტალური ქსელია, რომელიც დღეისათვის საქართველოს 6 რეგიონში 36 კლინიკით არის წარმოდგენილი. „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ , რომლის მფლობელობაშიცაა სამედიცინო კორპორაცია  „ევექსი“ ,  პირველი ჯანდაცვის ჰოლდინგია რეგიონიდან, რომელმაც 2015 წელს ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში აქციები წარმატებით განათავსა,  რითაც 100 მილიონი დოლარის მოცულობის ახალი კაპიტალი მოიზიდა.


მოულოდნელად გამდიდრებული ღარიბის ისტორიას ჰგავს ის, თუ როგორ იყენებს „ევექსი“ ამ ფინანსებს არა პაციენტების საკეთილდღეოდ, არა პროფესიონალიზმის ასამაღლებლად, არა უმაღლესი ტექნოლოგიების დასანერგად და არა მომსახურე პერსონალის მოტივაციის ასაწევად.


გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში „ევექსის“ მიმართ უარყოფითი მოსაზრებები დიდი ხანია მუსირებს მათი მომსახურების ხარისხზე, გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმზე, როგორც აღმოჩნდა, ის ასეთ მომსახურებას  ჭარბადაც გასცემს.


რა პასუხი აქვს ამაზე „ევექსს“? გრძნობს თუ არა პასუხისმგებლობას? მოტივირებულია თუ არა, რომ მეტი გააკეთოს იმ პაციენტების ოჯახების სახელით, ვისაც მათმა საქმიანობამ ცხოვრება გაურთულა. შესაძლოა თუ არა, რომ კორპორაცია ფინანსური ინტერესების დაკმაყოფილების მიზნით ჭარბად ატარებდეს საკეისრო კვეთის ოპერაციებს?


„კომერსანტის“ ამ შეკითხვებზე „ევექსის“ პასუხი იყო ამ შედეგის გადაბრალება პაციენტების არასაკმარის განათლებაზე.  „ევექსის“ ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის დირექტორი თამარ ბახტაძე დაწესებულების ფინანსურ ინტერესებს კატეგორიულად უარყოფს და საანგარიშო წლის ბოლოს ბევრად პოზიტიური შედეგების ჩვენების პირობას დებს.


„ამ საქმეში ფინანსურ ინტერესებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ. საკეისრო ოპერაციები ტარდებოდა ან მკაცრი სამედიცინო ჩვენებით, ან მშობიარეს მოთხოვნით. ახლა ფიზიოლოგიური კვეთის უპირატესობების შესახებ დიდი საინფორმაციო კამპანია მიმდინარეობს. როცა დავინახეთ, რომ ქალბატონები ხშირად ითხოვდნენ საკეისრო კვეთას, მერე მოხდა ამ ისტორიის გაანალიზება. ახლა  ეს მაჩვენებელი  ბევრად გავაუმჯობესეთ და საანგარიშო წლის ბოლოს  დასაშვებ ზღვარს მივუახლოვდებით.


უნდა აღინიშნოს, რომ საკეისრო კვეთის დიდი წილი მოდიოდა ისეთ ქალბატონებზე,  რომელთაც ერთი ან მეტი საკეისრო კვეთა ჰქონდათ ანამნეზში. თუმცა, როცა ერთი საკეისრო კვეთა ჰქონდათ, მაინც ითხოვდნენ ქალბატონები, რომ კიდევ გაეკეთებინათ. აუცილებელია, რომ ერთხელ ნაკეისრალი ქალები არ ითხოვდნენ განმეორებით იგივე ტიპის ქირურგიულ ჩარევას.“–მბობს თამარ ბახტაძე.


სახელმწიფომ კლინიკებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა, რომელთა თანახმად, ექიმი ვალდებულია, განუმარტოს მშობიარეს ამ სახის ოპერაციასთან დაკავშირებული რისკები და გართულებების ალბათობაა.გაითვალისწინებს თუ არა მომავალი საანგარიშო წლისთვის ამ რეკომენდაციებს „ევექსი“, დროისა და პასუხისმგებლობის საკითხია.


მიმდინარე წელს, სამეანო-ნეონატალური სერვისის მომწოდებლის სტატუსი შეუწყდა ერთ სამედიცინო დაწესებულებას – ქუთაისის N3 სამშობიარო სახლს.


დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში საკეისრო კვეთით მიმდინარე მშობიარობების წილი 2000 წლიდან 4.3- ჯერ გაიზარდა და 2017 წელს მშობიარობათა საერთო რაოდენობის 44.7% შეადგინა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტს სამჯერ აღემატება. 2018 წელს ჩატარებული საკეისრო კვეთების პროცენტი კი შემცირდა და 41.6%-ს გაუტოლდა. 2017 წლის პირველი მარტიდან საქართველოში ამოქმედდა სანქციები იმ სამშობიარო კლინიკებისთვის, სადაც გარკვეულ პერიოდში (ამ ეტაპზე ეს პერიოდი ერთი წლითაა განსაზღვრული) საკეისრო კვეთების პროცენტული მაჩვენებელი არ შემცირდა.


საქართველოში საკეისრო კვეთის მაჩვენებელი მსოფლიოში დადგენილ სტანდარტს ორ-სამჯერ აჭარბებს. 2018 წელს დაფიქსირებული მცირედი კლების მიუხედავად, მონაცემი მაინც საგანგაშოა. სახელმწიფო პრობლემის გადაჭრას და ფიზიოლოგიური მშობიარობის წახალისებას გამკაცრებული რეგულაციებით, მათ შორის სოლიდური ფინანსური სანქციებით ცდილობს, თუმცა სასურველი შედეგი ჯერ ვერ დგება. სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჯანდაცვის სამინისტროს მეთოდების შეცვლას ურჩევს. არ არის გამორიცხული, რომ პრობლემის გადასაჭრელად საკეისრო კვეთის დაფინანსების წესში ცვლილება შევიდეს.


კომერსანტი 




მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს

მაია ცქიტიშვილი - ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილებები ჯერ მიღებული არ გვაქვს
access_time2020-11-24 13:00:41
დღეის მდგომარეობით, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღებული, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „როგორც მედიასაშუალებებით, ასევე მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს გუშინაც, დღესაც, ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ. მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არ არის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება...

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება შემოსავლების სამსახურის მიერ ქვეყანაში აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს
access_time2020-11-24 10:55:45
ბოლო პერიოდში, სახელმწიფოსა და ბიზნესის კონსტრუქციული თანამშრომლობის შედეგად, ნავთობპროდუქტებისა და გაზის იმპორტისა და დისტრიბუციის სექტორთან დაკავშირებულ რიგ საკანონმდებლო აქტებში შევიდა ცვლილებები, რომელთაც პოზიტიური გავლენა იქონიეს როგორც ინდუსტრიაზე, ასევე ამ სექტორიდან სახელმწიფო ბიუჯეტში აკუმულირებული თანხების დინამიკაზე. საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება შემოსავლების სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის შემოტანის აღკვეთის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს. ჩვენს...

სილქფესტი ერთ აქციაში სამ რჩეულ პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს

სილქფესტი ერთ აქციაში სამ რჩეულ პაკეტს სთავაზობს მომხმარებელს
access_time2020-11-24 09:55:58
24 ნოემბერს, სილქფესტის აქციით მომხმარებელი 30 დღით ჩაირთავს: 2 GB + 100 ლოკალური წუთი - 5 ლარად 700 ლოკალურ წუთს - 9 ლარად 40 GB უსწრაფეს ინტერნეტს - 18 ლარად პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია კომბინაციით *202# - ერთად და ცალ-ცალკე. აქცია ხელმისაწვდომია ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს...

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 45 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

ფიზიკური პირების დაკრედიტებიდან „საქართველოს ბანკმა“ „თიბისისთან“ შედარებით 45 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
access_time2020-11-24 12:00:57
კომერციული ბანკების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მათ სასესხო პორტფელში უდიდესი წილით ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხები გამოირჩევა, ამ სესხებზე მიღებული პროცენტები კი ბანკების შემოსავლის ძირითადი წყაროა. საქართველოს ბანკი „საქართველოს ბანკის“ საპროცენტო შემოსავლები სესხებიდან 2020 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით 873,767,422 ლარს შეადგენს. საპროცენტო შემოსავლებში ყველაზე...

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე

„თანხები უნდა გამოიყოს არა ნაძვის ხეების და ქუჩების განათებაზე, არამედ სამედიცინო დანადგარების შესაძენად“ - ვახტანგ სურგულაძე
access_time2020-11-24 11:00:08
„სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემის მართვა არ ვიცით. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომელსაც მე ვეძახი საყოველთაო „ბედნიერების“ პროგრამას, იყო სრული პროფანაცია. რომელმაც მოიტანა უხარისხო სამედიცინო სერვისი. არავინ ფიქრობდა რისკებზე, არ ხდება დღეს პოსტ დიპლომური განათლების მიღება და კრიზისული მომენტების მართვა. ჩვენი მედიცინა უკან მიდიოდა და ხარისხზე არავინ ფიქრობდა. წინა მინისტრმაც თქვა, რა დროს ხარისხია, ხალხს სერვისი უნდა მივაწოდოთო, — ამის შესახებ „კომერსანტთან“...


მსგავსი სიახლეები

up