ივანიშვილი, მთავრობა, სასტუმრო ბიზნესი და დისტრიბუციის პრობლემები - ინტერვიუ ივა ჭყონიასთან

ივანიშვილი, მთავრობა, სასტუმრო ბიზნესი და დისტრიბუციის პრობლემები - ინტერვიუ ივა ჭყონიასთან

access_time2018-08-19 15:56:42

სასტუმრო ბიზესი, მომავალი გეგმები და დისტრიბუციაში არსებული პრობლემები ამ საკითხებზე გადაცემაში შენობით ბიზნესთან - სანდრო ვეფხვაძესთან ერთად დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ ისაუბრა.

 ლოკაცია

მთლად ნატახტარში არ ვართ, მაგრამ ნატახტრის მახლობლად არის ასეთი სოფელი, ნავაზა, სადაც არის ეს სპა  და რესტორანი,  ლამაზი ინტერიერითა  და ექსტერიერით,  სრული კომფორტისთვის.

 შენი დიზაინითა და გემოვნებით არის მოწყობილი?

თავისთავად, თითოეულ წვრილმანში, ყველა დეტალში ვეცადე, რომ მაქსიმალური ჩამედო, იმიტომრომ ადამიანმა, რომელიც შემოვა აქ, კომფორტი განიცადოს. როცა კომერციული კუთხით უდგები საკითხს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანს  დაახვედრო სრული კომფორტი. ყოველთვის ვუყურებ იმ თვალით მე,რა მესიამოვნებოდა, და ამის შემდგომ ვიღებ უკვე გადაწყვეტილებებს.  ეს ჩემთვის პირველი პროექტია,  სიახლეა და ვნახოთ, როგორ მიიღებს ამას მომხმარებელი.

 კრეატივი, აქტიურობა და შემართება არ გაკლია, შეიძლება ითქვას, თუ არა რომ ქართველი ილონ მასკი ხარ?

ალბათ, გადაჭარბებული შედარებაა. არ მყავს მეტრი, ჩემი თავის მეტრი თვითონ ვარ.  ყოველთვის ვსაუბრობ იმ პრობლემებზე რაც რეალურად არსებობს და არ არის თითიდან გამოწოვილი.

დისტრიბუტორთა ასოციაცია ის  პროფილია, რომელსაც წლებია ვემსახურები და ათწელზე მეტია საკუთარი სადისტრიბუციო კომპანია მაქვს ჩამოყალიბებული და ეს ალბათ უფრო მიადვილებს და მარტივს ხდის საუბარს რა პრობლემებიც არსებობს ამ სფეროში.  დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ასოციაციის ერთობით  წარმატებას მივაღწევთ იმ კუთხთ და ეს სფერო იქნება დაცული და დიდი ყურადღება მიექცევა სახელმწიფოს მხრიდან, მოგეხსენებათ,  ათობით ათასი ადამიანია დასაქმებული.

ეს დარგი არ არის აღიარებული, მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს განათლების სამინისტროსთან და ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ, საზოგადოებისთვის დისტრიბუცია აღქმული იქნება ისეთივე პროფესიად, როგორც მედიცინა, როგორც  ინჟინერია და ა.შ .

მოთხოვნადი პროფესია არის და ძალიან გვიჭირს კვალიფიციური კადრების აყვანა.  ადამიანები აგვყავს სტაჟირებაზე და მომზადებელი კადრის  ნახვა  კი შეუძლებელია.

 პროდუქტებზე შენ დადიხარ ოჯახში ?

არამარტო ოჯახში, აქაურობისთვისაც. გუდვილში 1 კვირის წინ ვიყავი და ძალიან მიყვარს გუდვილში შოპინგი. გუდვილი და აგროჰაბი. ეს ორი ლოკაცია არის სადაც დავდივარ საშოპინგოდ.

 რატომ გუდვილი ?

განსაკუთრებულ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს და განსაკუთრებული სიტუაცია არის შექმნილი. აქვთ გერმანული პროდუქციის იმპორტი, რომლის მომხმარებელიც გახლავართ, კარგად არის მოწყობილი და კომფროტული. ლოკაციაც მისაღებია, პარკინგის კუთხითაც.  გუდვილი, როგორც ქართული ბრენდი უნდა გადარჩეს და იყოს წარმატებული.

 წარმოიდგინეთ,რომ თქვენ სპას ესტუმრნენ ირაკლი ლექვინაძე, მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის სფეროს სხვა წარმომადგენლები, რაზე ისაუბრებდით პირველი

აქ, მათ ჩვენ მიერ მოწვეული უკრაინელი სპეციალისტი დახვდებათ,  და მათ იმდენად, სერიოზული პროცედურების ქვეშ მოუწევთ გავლა, რომ ამის დრო არ ექნებათ. აქ იმდენად განტვირთული ხარ, რომ პრობლემებზე, არა პრობლემებზე, სახელმწიფო საკითხებზე, რომ ისაუბრო ძალიან სერიოზული დისკომფორტი შეექმნებათ.  ჩემი მიზანია, რომ განიტვირთონ და უკვე განტვირთულები შეუდგნენ ქვეყნის საკეთილდღეო საქმეების კეთებას.

 ახალი პრემიერი

ახალი პრემიერზე დადებითის გარდა სხვას ვერაფერს ვიტყვი. პირველი დღიდან, როცა ფინანსთა სამინისტროში მოვიდა, მისი დავალებით შეგვხვდა  მოადგილე და გვქონდა გარკვეულ პრობლემებზე საუბარი. 2-3 თვის შემდეგ პირადად მოისურვა შეხვედრა და აღვითქვა გვერდში დგომა. ჩვენ რეალურად დავანახეთ ის პრობლემები რაც არსებობს, საათზე მეტხანს გაგრძელდა ჩვენი  შეხვედრა. რამდენიმე დღის წინ დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ პრემიერი დაინტერესებულია იმით, თუ როგორი მსვლელობა მიეცა იმ პრობლემების მოგვარებას, რაზეც მაშინ ვისაუბრეთ. ჩვენი მხრიდან რაც იყო გასაკეთებელი ნაბიჯ - ნაბიჯ მივყვებით, და დარმწუნებული ვარ, რომ შედეგს მივაღწევთ, ყურადღება ძალიან მნიშვნელოვანია. აქ, არ არის საუბარი ივას პრობლემაზე და სხვებზე, აქ არის საუბარი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე და იმ სფეროზე, რომელმაც შეიძლება ეკონომიკური თვალსაზრისით პრობლემები შექმნას.

 თბილისის მერთან, როგორი ურთიერთობა გაქვთ

არ მაქვს ურთიერთობა, მაგრამ ქალბატონ მაიასთან, რომელიც არის მოადგილე, მასთან მქონდა კომუნიკაცია, მაშინ როცა წამოიჭრა პრობლემა ღამის დისტრიბუციასთან დაკავშირებით. რომ არა ის, შეიძლება სავალალო შედეგამდე მისულიყო ჩვენი სფერო.

 თუ ღამის დისტრიბუციის თემა არ მოგვარდა და გადაინაცვლა საფეხბურთო მოედანზე?

არ გადაინაცვლებს დარწმუნებული ვარ,  ეს ის პრობლემა არის, რომელსაც სახელმწიფოებრივად უნდა მიუდგნენ. მე ღიად ვისაუბრე ქვეყნის პრემიერთან და მან სწორად გაიგო.

 თუ გადაინაცვლა კალაძესთან რა შანსები გაქვს ?


იმ მოედანზე, სადაც ფეხბურთს თამაშობენ სუსტი ვარ, მაგრამ არის სხვა მოედნები სადაც ძლიერი ვარ.

 გიცდია თუ არა ამ ლოკაციაზე დაგეპატიჟებინა სამთავრობო წარმომადგენლები

ზუკა ბუბუტეიშვილი, მინდია საბანაძე მყავდნენ. სექტემბრის შუა რიცხვებამდე ტესტ რეჟიმში ვმუშაობ, საინტერესოა რა გამოწვევები იქნება მომხმარებლის მხრიდან, პიარის გარეშე როგორ იმუშავებს, რას გვეტყვიან დადებითს და უარყოფითს. ეს არის ახალი კონცეფცია რომელიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა, მინდა რომ კიდევ ერთი კარგი ადგილი შევთავაზო განსატვირთად ადამიანებს, თბილისის მახლობლად 20 წუთის სავალზე. დატკბნენ გარემოთი და ჩაისუნთქონ სუფთა ჰაერი, რადიკალურად განსხვავებული ჰაერი და კლიმატია.

 ასოციაციის თემას დავუბრუნდეთ, მაინტერესებს რა რეზულტატები დაიდო  ?

ასოციაციის შექმნის მიზანი, როგორც ზოგზოგიერთი უგუნურები ფიქრობენ,  არ ყოფილა ვიღაცის წინააღმდეგ ბრძოლა. ასოციაციის შექმნის მიზანი იყო, გავერთიანებულიყავით  საქართველოში არსებული სადისტრიბუციო კომპანიები, რომელთაც ერთი პრობლემა გვაწუხებს და ეს პრობლემა დაგვენახებინა სახელმწიფოსთვის და სახელმწიფოებრივად გადაგვეჭრა ის.

თუ ჩვენს კომპანიებს პრობლემები შეექმნება, იქნება უმუშევრობა და გაცილებით ნაკლები ფული შევა ბიუჯეტში. ვცდილობთ რომ ეს დარგი და ამ დარგში არსბეული პრობლემები სახელმწიფოსთან ერთად  გადავჭრათ, და შევიტანოთ ცვლილებები კანონში.

ეს სფერო საკმაოდ დაუცველია. შეიძლება რომ ნებისმიერმა მცირე ზომის მარკეტმა არ გადაგიხადოს და მძიმე ტვრითად  გვაწევს,  არაერთხელ გვისაუბრია ეთერით, ათობით მილიონი ჰქონიათ კომპანიებს დავალიენებები. ასეთ მძიმე პირობებში მოუწიათ რიგ კომპანიებს არსებობა და რიგი კომპანიები უბრალოდ გაკოტრდნენ.

მინდა ზურაბ ძნელაშვილს მადლობა გადავუხადო, ის ბიზნეს ომბდუსმენის მოვალეობას ასრულებდა და ზუსტად 1 წლის წინ, როცა  შსს-მ შემოიღო ქულების პრინციპი,  ჩვენი მოთხოვნა იყო,რომ არასწორი  პარკინგის დროს არ ჩამოკლებოდა ქულები სადისტრიბუციო მანქანებს.  არ არსებობს დღეს  თბილისში მათთვის პარკირების ადგილი და საკმაოდ მძიმე ყოფაში უწევთ მუშაობა დისტრიბუტორებს და ავხსენით, რომ ლოგიკურად მივიდოდით იმ შედეგამდე, რომ უმუშევრობა გაიზრდებდა და მართვის მოწმობის გარეშე დარჩებოდნენ ჩვენი თანაშრომლები.

 რატომ უკრაინის მოტივები ?

ძირითადად, ჩვენთან ცნობილია როგორც „რუსკაია ბანია“, სინამდვილეში ეს არის სლავური. უკრაინიდან გვყავს  სპეციალისტი, და უკრაინული რესტორნების დეფიციტი გვაქვს და ვეცადე, რომ პრემიეუმ კლასი შემეთავაზებიდა მომხმარებლისთვის და სუკრაინიდან გვყავს შეფ - მზარეული ,  მიმტანიც უკრაინიდან გვყავს, მშვენიერი ტატიანა.

 მარიხუანის ლეგალიზება, როგორ აისახება ბიზნესზე ?

ჩემთვის  ყველანაირი ნარკოტიკი მიუღებელია. მარიხუანა ჩემთვის ნარკოტიკთან ასოცირდება და მისი თრობის ქვეშ მყოფ ადამიანთან ურთიერთობა ნეგატივთან ასოცირდება. ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანი უფრო არაადეკვატური მგონია და არასერიოზული საურთიერთოდ.

 შეიძლება ქვეყნის ეკონომიკისთვის მომგებიანი იყოს, ამსტერდამში პროცენტულად ყველაზე დაბალია ადგილობრივ მცხოვრებლებში მოხმარების დონე და ტურისტებისთვის  კი  საინტერესოა. შეიძლება ქვეყნისთვის შემოსავლიანი გახდეს.

მაშინ, უნდა დავსვათ კითხვა, რატომაც არაა პროსტიტუციის ლეგალიზება ? რეგიონებში საკმაოდ დიდი გაჭირვებაა, შეიძლება რაღაც ლოკაციები გაკეთდეს, უცხოეთიდან მოვიწვიოთ .

 რომელ სექტორში მოიწვევდი კურტიზანკებს

ყველა სფეროში ოხრად გვყავს .

 ყველა ბიზნესმენს ვეკითხები მათ შორის ბანკირებსაც, რეალურად საბანკო სექტორი დღეს არის მუხრუჭი?

მე ვერ დავარქმევდი, რომ მუხრუჭი არის. მე არ მინდა რეკლამაში ჩამეთვალოს,  მაგრამ პროკრედიტ ბანკთან ვთანამშრომლობ მისი დაარსების დღიდან და რომ არა მათი თანადგომა და  სწორი ხედვა, შეიძლება ბევრი პრობლემის  წინაშე დავმდგარიყავი.  ვალუტის რყევის პროცესში დიდი თანადგომა გამიწიეს. ამან გადამალახინა ის ბარიებრები, რაც მომაკვდინებელი შეიძლება ყოფილიყო ჩემი კომპანიისთვის. მე არ განვიხილავ ბანკს, ისე რომ  უნდა ჩამყლაპოს, მე მათ განვიხილავ პარტნიორებად,  ნებისმიერი ახალი პროექტით, რითიც მივდივარ მათთან, ენდობიან ჩემს ხედვას, მეც ყველაფერს ვუსაბუთებ და არ მიყურებენ  ისე,რომ რაღაც წაიღონ ჩემგან. ჩემს შემთხვევაში არ ყოფილა ასეთი მდგომარეობა და არ ვიქნები სწორი რომ, ამაზე ვისაუბრო.

 საბანკო სექტორს სჭირდება  მოგების გადასახადისგან განთავისუფება?

ალბათ არ სჭირდება

 ბიძინას თუ იცნობ ?

დავპატიჟებდი  ჩემთან. ვთვლი, რომ ნიჭიერი ადამიანი არის, იმ წარმატების შესაბამისად, რასაც მან მიაღწია. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ის ადამიანი, რომელიც ხელოვნებას გვერდით უდგას, ის უკვე წლებია,რაც ხელოვან ადამიანებს აფასებს, ჩემი მეგობრები ვინც არიან ქართული ხმების კომპოზიტორები დიდი ძალაა ქვეყნისთვის და საგანძური, მათ ბიძინა  გვერდით უდგას. პოლიტიკა სხვა თემაა და არ გავყვები. მაგრამ, როგორც ადამიანი რომელიც გვერდით უდგას ხელოვან ადამიანებს წლებია, ჩემთვის  პატივსაცემია.

  რამდენად პრობიზნესულია ?

გამიჭირდება პასუხის გაცემა, ადამიანმა შექმნა ისეთი  სამყარო,  სადაც წარმატებულია  წლებია და მილიარდობით დოლარს აქცევს ყურადღებას ისე,რომ პრობლემის წინაშე არ დგები, ვთვლი რომ ძალიან წარმატებულია.

 მთავრობის ეკონომიკური პროფილს და მინისტრებს რომ დავუბრუნდეთ, შენთვის ყველაზე გამორჩეული ტიპაჟი ვინ არის?

მიკერძოებულობაში არ მინდა ჩამეთვალოს, ვერ გამოვყოფ ასე, თუმცა პირადი სიმპატიები გამიჩნდა და დაიმედებული ვარ ბატონი მამუკა ბახტაძით. როცა  ადამიანი სიღრმისეულად ჩაწვდება ვიწრო დარგის პრობლემებს მნიშვნელოვანია.  რა თქმა უნდა, შედეგი არ არის დადებული მაგრამ, როცა დაიდება, ვისაუბრებ. კვირიკაშილთანაც იყო დაპირებები, თუმცა ვერ მოხერხდა შედეგებზე გასვლა. საინტერესოა,რომ ნოდარ ხადურთანად იყო შეხვედრა და  მანაც აღვითქვა გვერდით დგომა

 ნოდარი უფრო კარგი ფინანსთა მინისტრია, თუ უფრო კარგი კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ?

ნოდარ ხადურთან ერთად სასიამოვნო იქნებოდა სუფრასთან ჯდომა და გართობა. ვერ გეტყვით, რთულ პერიოდში მოუწია მინისტრობა. კონკურენციის სააგენტო აქტიური არ არის  და რომ ვთქვა, რომ  ძალიან კარგია, არასწორი იქნება. თუმცა ძალიან სასიამოვნოა, როგორც პიროვნება და აქვს კარგი იუმორი.

 საქართველოს ეკონომიკურ გუნდს ათბალიანი სისტემიდან,რამდენს დაუწერდი ?

6-ს, 5-ს არ ვიტყვი.

 გაქვს ბევრი გეგმები, დღეს საკანონმდებლო ბაზა და პარიტეტი აძლევს ბიზნეს ფრთების გაშლის საშუალებას?

სფეროს გააჩნია, მოდით დავუბრუნდები ჩემს სფეროს, ეს ახალი გამოწვევაა (რესტორანზე) . დისტრიბუციის კუთხით საკანონმდებლო ბაზა არ გაძლევს საშუალებას, რომ ფრთები გაშალო. რადგან ამ სფეროში მოღვაწე ბიზნესმენები  არ ვართ დაცული. ნებისმიერ დროს შეიძლება იგივე პრობლემის წინაშე დავდგეთ, როგორც კომპანია ფურშეტი, რომელიც ოფშორულ ზონაში  იყო დარეგისტრირებული, გავიდა ქვეყნიდან და დაამთავრა ოპერირება.  16 მილიონი წაიღო სადისტრიბუციო კომპანიების. იჯარები დარჩა გადასახადელი და ხელფასები.

 უკრაინულ მოტევებზე ამ ლოკაციის მოწყობა იმის მანიშნებელი,ხომ არ არ არის რომ უკრაინელები არც ისე ცუდები არიან ?

ვთვლი, რომ ისინი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ერია, რომლთანაც კონფლიქტი არ გვაქვს .

 ფურშეტის საკითხი ...

მამუკა ბახტაძემ თქვა,რომ  დასჯილები იქნებიან ისინი, ვინც აყენებს ბიზნესს ზიანს. გაურკვეველია თაროზე შემოდებული კომპანიების იოლი, პოპული, ბედი, ისინიც ანალოგიურად ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები იყვნენ .

 ვის გამოიწვევდი და ვის უსურვებდი, ამ ფორმატში რომელ ბიზნესმენს ?

ჯობია, რომ პოლიტიკას მოვწყდეთ, და ბიზნეს დავუბრუნდეთ. საინტერესო იქნებოდა ზუკა ბუბუტეიშვილის მოსმენა,  ის არის ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარი, ნიჭიერი ადამიანი,ადამიანი რომელი წყალობითაც ბევრ წარმატებას მიაღწია კომპანია „სარაჯიშვილმა“, და სწორად გააგრძელა ის ხაზი, რომელიც დაიწყო ბატონმა გუჯა ბუბუტეიშვილმა და ეს არის ის იშვიათობა, რომ შვილი მეტ წარმატებას აღწევს იმ საქმეში, რაც მამას აქვს დაწყებული. ქვეყნისთვის  ერთ-ერთი თვალსაჩინო  და წარმატებული ადამიანია, მინდა მას წარმატებები ვუსურვო ბიზნესის ასპარეზზე.

 



თეგები:
ივა ჭყონია



ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
access_time2020-07-09 13:25:44
ბიზნესმენი კახა ოქრიაშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) ე.წ. წინასაარჩევნო პერიოდის შუალედური ანგარიში წარმოადგინა, სადაც ჩემს მიერ, 16 000 ოჯახისთვის პირველადი მოხმარების საკვები პროდუქტის მიწოდება „წინასაარჩევნო მოსყიდვადაა“ შეფასებული. მინდა, საზოგადოებისთვის რამდენიმე მიმართულებით გავაკეთო განმარტება: სამართლებრივ ჭრილში, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლის...

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI

„თეგეტა მოტორსი“ და „ლილო-მოლი“ 2019 წელს „ქართული ოცნების“ მსხვილი დამფინანსებლები იყვნენ-TI
access_time2020-07-09 13:30:02
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, წლების განმავლობაში მმართველი პარტიის დამფინანსებლებს შორის ჩამოყალიბდა რამდენიმე მსხვილი ჯგუფი, რომლებიც თითქმის ყოველ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას” დიდ თანხებს ურიცხავენ. „ყველა ამ ბიზნესჯგუფს ერთი საერთო...

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში

მაყურებლებს განახევრებული რაოდენობით ვღებულობთ – „ბათუმის დელფინარიუმი“ ტურისტების მოლოდინში
access_time2020-07-09 14:30:05
„დელფინარიუმი თითქმის 3 თვიანი პაუზის შემდეგ 30 ივნისს გაიხსნა, ამჟამად მსურველებს, ორშაბათის გარდა, ყოველდღე ვმასპინძლობთ, 16:00 საათზე, სამომავლოდ მოთხოვნის შესაბამისად დავამატებთ წარმოდგენებს. ბილეთის ფასი არ შეცვლილა.ამ ეტაპზე, ტრადიციულად, სრული ანშლაგია, თუმცა...

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება

წელს ყურძნის მინიმალური ფასი 80 თეთრი იქნება
access_time2020-07-09 11:07:40
მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდენს რთველის სუბსიდირებას, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია და შესაბამისი დავალება სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს მიღებული. „თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში, იმ...

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება

აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება
access_time2020-07-09 10:48:13
ქვეყანაში პირველი მსხვილი აკვაპარკი Gino Paradise-ი დღეს იხსნება. ამის შესახებ კომპანიამ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა.„მოვიდა ნანატრი დრო! გავიარეთ ყველანაირი შემოწმება და დღეს, 9 ივლისს ვიხსნებით! დიდი ხნის განშორების შემდეგ, მოუთმენლად ველოდებით თქვენთან შეხვედრას მზის მცხუნვარე სხივებისგან გაგრილება, ჩვენს გრილ, ჩუხჩუხა აუზებში დღეიდან შეგიძლიათ! მზე, აუზები, სრრიალ-ბზზრიალა ტობოგანები, წყლის ატრაქციები, უგემრიელესი კოქტეილები - ესაა ყველაფერი, რაც ნანატრი...


მსგავსი სიახლეები

up